16 მატჩი ნორვეგიის ნაკრებში - ქუთაისის "ტორპედომ" ნიდერლანდებისა და შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში ნათამაშები ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" გვაუწყა, რომ 32 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიმატა.

მას ჰოლანდიის ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, როდესაც ის "დენ ჰააგის", "ალკმაარისა" და ბოლოს 2022-23 წლებში "კამბურის" ღირსებას იცავდა.

2020 წელს ის "ულსან ჰიუნდაისთან" ერთად (სამხრეთი კორეა) ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ბიორნ იონსენი ასევე თამაშობდა "ჰართსში" (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, იყო "როსენბორგსა" (2019) და "მონრეალში" (2021-22).

"ტორპედოს" ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ
ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთი ტორპედო და მეორე დილა. დანარჩენები ნაგავშია გადასარელი დღევანდელი ვითარებით. დინამოს ეგებ გაყიდვამ უშველოს და კარგი ფეხბურთელები მოიწვიონ სტაბილურად. ბათუმი კიდე უმუღამო გუნდია კონკურენტის დასუსტებით "გაძლიერებული".ისიც კიარ
შეუძლიათ უცხოეთიდან 2-3 ფეხბურთელი წამოიყვანონ, როგორიც ფლამარიონი იყო. არანაირი იმედი არ მაქვს მაგათი ლიგაზე. ტორპედოს კი წარმატებებს ვუსურვებ. თავის უმაგრეს მწვთნელთან. მინიმუმ 2 თავით რომ ჯობია ნაკრების მწვთნელს
Psx
25 იანვარი 2024 10:38
1
კარგი ფორვარდია.
დიდი გელა ნუგზარაშვილის თვისებები აქვს თავით თამაშისას..
გენა
25 იანვარი 2024 10:36
2
ერთად დავლიოთ, ლუდი დავლიოთ... მშვენიერი ტრანსფერია, ასეთი დონის ლეგიონერი აქამდე არც ჩამოსულა აქ.
QT
25 იანვარი 2024 10:01
0
ტორპედო ანგარიშ გასაწევი ძალა იქნება მაგრამ ძნელია კონფერენს ლიგაზე კენჭისყრაში ოთხ შემთხვევაში გაგიმართლოს, ვიღაც ძლიერი მაინც დაეჯახება. ასე რომ ყველაზე კარგი ვარიანტია თუ ამ წელს ჩემპიონები გახდებიან და ჩემპიონთა ლიგის გზით შევლენ კონფერენს ლიგის ჯგუფში.
რაბუ
25 იანვარი 2024 00:25
0
ძან საინტერესო ტრანსფერია აშკარად იმედია არაბიძეც დარჩება
მოირა
24 იანვარი 2024 21:55
0
Ვინ გააქეზა რო?
Ბაბუაწვერა
24 იანვარი 2024 21:42
5
ჩემპიონი უნდა გახდეს ტორპედო წელს, კარგი გუნდი შეიკრა.
რაბუ
24 იანვარი 2024 20:07
0
ტორპედოს ტრანსფერები წელს ძალიან საინტერესოა,ეს უკვე მესამე სერიოზული ტრანსფერია,როგორც ჩანს არაბიძესაც ინარჩუმებემ და აღარ ხუმრობენ.აშკარად ჩემპიონობა აქვთ მიზანში.
Master
24 იანვარი 2024 19:59
0
როცა ნიუვიჟემა იყიდა ტორპედო თქვა ამ კაცმა
ბევრი არაფერი ვიცი ფეხბურთშიო მაგრამ იცის მენეჯმენტი იცის მართვა. აი ესეთი ხალხია დღეს საჭირო ქართულ ფეხბირთში!!
ეს უვიცი გაუნათლებელი მაგრამ ფეხბურთში ვითომ პროფესორები სასწრაფოდ უნდა მოშორდეს ამ სფეროს და ერთად ვნახავთ მალე შედეგს!მე არ მჯერა მოლდოვა რაიმე სფეროში ბევრად მიმზიდველი იყოს ვიდრე ეს დასალოცი ქვეყანა.ბრავო ტორპედოს ხელმძღვანელობას!
დათო
24 იანვარი 2024 18:54
1
ნამდვილად ძალიან მომწონს ტორპედოს მფლობელების დამოკიდებულება, მოსვლისთანავე ჩამოაყალიბეს კლუბის განვითარების გეგმა, სტრატეგია და ბიუჯეტი. დაიწყეს ძლიერი სტაფის ჩამოყალიბება, ინფრასტუქტურის გამართვა სტადიონი, ბაზა (რომელიც სრულად გაარემონტეს და სადაცაა დამრთავდება ახალი თანამედროვე ხელოვნურსაფარიანი სტადიონის გაკეტება, გამართეს აკადემიის სწორი მუშაობა) ყოველივემ დაიწყო უკვე ნელნელა შედეგების მოტანა და მჯერა ყველაფერი წინ არის !!!
ნიკა
25 იანვარი 2024 08:45
1
რომან ფიფიას მოვუსმინე დინამოს ყიდიდა 25 მილიონად და კალაძე მისულა და 50 მოგცემო და ჩემ მეგობრებს გადაუფორმეო და ტიპმა უარი უთხრაა ამნაირი არვიციი
სიმართლე
25 იანვარი 2024 00:05
3
ბარაქალა ტორპედოს მენეჯმენტს, თურმე სწორი მუშაობით შეიძლება კარგი ლეგიონერების მოყვანა! ვინმე თუ იტყვის, როგორაა კარგიო, მაშინ ამ ფეხბურთელის სივისაც ჩახედოს. იმის ილუზია კი ნაღდად არ უნდა გვქონდეს რომ ამ ჩვენს ჩემპიონატში ვინმე მაგარი ლეგიონერი ჩამოვა (ესეთი ერთადერთი ჩისკო იყო, თანაც მაშინ როცა ფიფია ნორმალურ თანხებს იხდიდა ხელფასებში). მოკლედ, ერთი-ორი მსგავსი ტრანსფერიც პრობლემური პოზიციების გასაძლიერებლად და “ტორპედო”-ს სერიოზული შანსი ექნება, რათა გაგვახაროს და ევროსეზონი გვაჩუქოს!
Bravo
24 იანვარი 2024 18:27
0
ბრავო ტორპედოს პრეზიდენტს ამბიცია აქ და რეალურად ეს კაცი საქმით ანხორციელებს და ნაბიჯ ნაბიჯ აძლერებს კლუბს რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს და ეგებ ჩვენც ვეღირსოთ ქართული კლუბის ხილვას ესოდენ მონატრებულ ევროტურნირის ქვეჯგუფში. კულუარულად რაც გავიგე ამ კაცს 20 000 $ დოლარი დაუნიშნეს ხელფასი თვიურად რაც საოცნებო თანხაა არამარტო კარგი ფეხბურთელის არამედ ვეჭვობ ბევრ მაღალ ანაზღაურებად პროფესიაში ქონდეს ბევრს საქართველოს რეალობაში. კიდევ საჭიროა დაცვაში 2 ასეთივე მაღალი კლასის ლეგიონერი ერთი საყრდენი და უტოპია ნამდვილად არ იქნება ამ ფორმაციის ტორპედომ საბოლოოდ გაარღვიოს ეს ქართული მოჯადოებული წრე და შევიდეს კონფერენცლიგის ჯგუფში თუნდაც არასაჩემპიონო საკვალიფიკაციოდანაც, ნუ ბუნებრივია თუ იქ წილისყრაში იღბალმა ზურგი არ აქცია და მთლად ევროპის ტოპ 12 ჩემპიონატიდან არ დაეჯახა ვინმე.
Cleopatra's Lover
24 იანვარი 2024 20:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული