თბილისის "დინამო" და JAKO სამი წლით

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" მოახლოებულ სეზონს ახალი ტექნიკური პარტნიორით ხვდება. დედაქალაქურ გუნდსა და გერმანულ სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია Puma-ს შორის თანამშრომლობა დასრულდა, ახალი სეზონიდან კი თბილისურ კლუბს ასევე გერმანული Jako შემოსავს.

მხარეებს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ხელშეკრულება "დინამოს" პირველ, მეორე და 19-წლამდელთა გუნდებს მოიცავს.

Jako-სთან ჩვენი კლუბი წარსულშიც თანამშრომლობდა, "დინამო თბილისი" აღნიშნული კომპანიის სპორტული ეკიპირებით 2001-2009 წლებში ასპარეზობდა.

გერმანული სპორტული ბრენდი ისეთი კლუბების პარტნიორია, როგორებიცაა - "მაინცი", "შტუტგარტი", "როიალ ანტვერპენი" და ა.შ.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
2004 -ში ჯაკო არარ გვქონდა და K2 გვეცვა ! და 2005-ში ეს ენ გეს თასიც K2-ით მოვიგეთ, შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახავთ ფოტოებს!
ლადო
12:51 29-01-2024
0
მალე თვითონ შეკერავენ
beqa
10:22 29-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული