ფრანგი ნახევარმცველი თბილისის "დინამოში"

AutoSharing Option
ფრანგი ნახევარმცველი დომინიკ საიმონი "დინამოში" ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელსა და დედაქალაქურ კლუბს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

დომენიკ საიმონი "დინამოს" სიდეში შეუერთდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან ერთად გააგრძელებს მოახლოებული სეზონისთვის მზადებას. ფრანგი ფეხბურთელის ძირითადი სათამაშო პოზიცია ცენტრალური ნახევარდაცვა გახლავთ, თუმცა მას საყრდენ ზონაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

საიმონი "ობერვილერსის" აღზრდილია. შემდეგ ესპანურ "ნავაროში" ასპარეზობდა, ბოლო ორი წელი კი ესტონური "პაიდეს" ღირსებას იცავდა. დომენიკი 2022 წელს ესტონეთის თასის მფლობელი გახდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
მესიც რომ გადმოიყვანოთ თქვენგან არაფერი გამოდგება ზაფხულში ყანა მექნება გასათოხნი და დაამეხმარეთ თქვენგან ფეხბურთელები მაინც არ გამოვა თოხუ უნდა გეჭიროთ დინამოს ვითომ ფეხბურთელებს
ბალეშიკ
19:56 31-01-2024
1
ეს ვინ ოხერია :დ ჯანზე კია )) ამის ჭამის ფული გვაქს? :დ
ilar10N YouTube
13:30 31-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული