სტივ კინი: არაბიძე ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა ნაკრების მწვრთნელი არ ვარ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ტორპედომ" სახლში "სამტრედიას" 4:1 სძლია. ნამატჩევს კომენტარი ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა და დუბლის ავტორმა ბიორნ იონსენმა გააკეთეს:

სტივ კინი: "პირველი ნახევარი იდეალური იყო. მეორე ტაიმი ვერ გამოვიდა ისეთი, როგორც გვსურდა. ამას თავისი მიზეზები აქვს. თუ მეკითხებით, გავაგრძელებთ თუ არა ზრდას, ერთი პასუხი მაქვს: კი, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ მატჩიდან მატჩამდე და აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ მომავალში მეორე ტაიმიც უკეთესი იყოს.

გიორგი არაბიძე? მე არ უნდა მისვამდეთ კითხვას მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ ნაკრების მწვრთნელი.
"ტორპედოს" ვწვრთნი და ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. ვაკეთებთ ანალიზს, უბურთოდაც ვნახულობთ მის მონაცემებს... ძალიან მაღალ დონეზეა. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი".

ბიორნ იონსენი: "დებიუტით კმაყოფილი ვარ. გულშემატკივარი ჩემგან გოლებს ელის და აქ ამისთვის ვარ ჩამოსული. ძალიან მომეწონა სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო. ვიცი, როგორ უყვართ ქუთაისში ფეხბურთი და მჯერა, შემდეგ მატჩებზე ჩვენს საგულშემატკივროდ მეტი მოვა.

საქართველო ძალიან მომწონს. შემიყვარდა ქუთაისიც. თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს ჩემპიონობას ვიზეიმებთ".

მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
ამ კაცის სიტყვების მერე არ დაუძახებთ არაბიძეს ნარებში და მაშინ თქვენი დედულეთი მოვინახულე იქ სადაც არიან
მალხაზ ჯობავა
03 მარტი 2024 11:47
1
მე ასე გავიგე მისი სიტყვები: გინდათ არაბიძე ნაკრებში? მე დამნიშნეთ ნაკრების მწვრთნელად. :)
ბეზ პიწი მინუტ ფსიქოლოგი :)
03 მარტი 2024 11:31
11
ისე, დისლაიქებს რატომ სვამთ, ვინც დაუსვით? :)) მე როგორც გავიგე, ისე დავწერე.
აგერ, გავა დრო და ნახავთ, თუ უფრო არ მოუხშირებს მსგავს ტექსტებს ეგ კაცი. :)
ბპმ ფსიქოლოგი :)
03 მარტი 2024 12:08
1
ხოდა სანიოლის მაგივრად ეს დანიშნონ, საქართველოს უკვე შეჩვეულიცაა და შედეგიც სახეზეა.
Footbol
03 მარტი 2024 11:21
1
გამოიძახეთ
ბუბუ100
03 მარტი 2024 11:20
1
შემიყვარდა ეს კაცი!!! ტორპედოს ხელმძღვანელებსაც ბრავო როგორც იქნა მატჩამდე და მაჩის მერე პრეს კონფერენცია ვნახე
beqa
03 მარტი 2024 10:45
1
სტივ კინი უნდა გახდეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.
ეტყობა, რომ ამის სურვილი აქვს.
ქ. გ.
03 მარტი 2024 09:37
2
ესეა ვინც არიცის ქუთაისი და არ უცხოვრია და არ ყოფილა მხოლოდ იმას არ უყვარს ჩახვალ თუარა გაჩერდები რამოდენი დღე და ეგრევე გიყვარდება
ტოტტი
03 მარტი 2024 08:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული