კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 2:0 სძლია, 2 ივნისს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა.
საქართველო-კვიპროსის ქალთა ნაკრებების შეხვედრა 4 ივნისს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხი 2"-ზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი სპორტი" შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანა წულაია (ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ლიზი კანკია (კვარტალი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)
nakrebi.ge