ტური 10: "დილამ" "გაგრას" მოუგო

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გორის "დილამ" მინიმალური სხვაობით მოუგო აუტსაიდერ "გაგრას" და მეორე ადგილზე გადავიდა.

​​​​​​​გაგრა 0:1 დილა

​​​​​​​ერთადერთი გოლი ანგოლურ-სენეგალურ-ქართული კომბინაციით გავიდა. ანტონიო ლოპესმა მარჯვნივ გააყოლა ბურთი იბრაჰიმა დრამეს, რომლის გასწვრივ პასსაც მოჰყვა შოთა შეყილაძის ზუსტი დარტყმა.

ეს გოლი 39-ე წუთზე გავიდა. შეყილაძემ მეოთხე გოლი გაიტანა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მომენტები კიდევ იყო, ბოლო წუთებზე კი არბიტრმა ბაკურ ნინუამ პენალტი დანიშნა "დილას" კარში, თუმცა VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა. საბოლოოდ 0:1.

"დილა" მეორე საფეხურზეა და მხოლოდ
5 გოლი აქვს გატანილი (ყველაზე ცოტა მიმდინარე სეზონში). "გაგრას" რაც შეეხება, ზედიზედ მეოთხედ წააგო.

erovnuliliga.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
Მგონი უკვე თვალი დაადგეს ბათუმში ორიგინალ გორის დილას.აბა ეხლა რას აპირებთ ბათუმელები,ალბათ მთელ გუნდს გადაიყვანთ.
Ჯერ სადა ხართ,ევროთასებზე რო გაბანძდებით მერე მიხვდებით დემჩენკოს კლასს.ვილი სანიოლს კი იწუნებდა თავის ჭკუაში.ალბათ ფიქრობდა ევროპაზე ვერ გავიდოდით და ნაკრების მწვრთნელობა მოუნდა.სულ რო მარჩელო ლიპის დონის იყოს დემჩენკო სანიოლთან კაცობაში ვერ მოვა
Ბათუმის გორის დილა
22 აპრილი 2024 18:51
0
თუ გადახედავ ბათუმის დინამოს ფეისბუქ გვერდს კომენტარებში ნახავ რო დემჩენკო გულშემატკივრებს აღარ უნდათ.
სესე
22 აპრილი 2024 23:02
0
გატანილი არა - გაშვებული
ქართველი
22 აპრილი 2024 09:43
0
5 გოლი გატანილი აქვს თუ გაშვებული. გაგრა 6 გატანილი გოლით ბოლო აგდილზეა
Tete
22 აპრილი 2024 06:39
0
გორის დილა არის ჩემპიონატის ჩუმი ფავორიტი. ყველა ტორპედოს, იბერიას და ბათუმის დინამოს იძახის, დილაზე არავინ არ ამბობს რო ჩემპიონობა შეუძლია. არადა ყველაზე კარგი გუნდია და ესე ჩუმად აგროვებენ ქულებს. თან წინა სეზონისგან განსხვავებით შემადგენლობაც დაბალანსებული ყავთ, 26 ფეხბურთელი ყავთ განაცხადში. ლეგიონერებიც ტრადიციულად კარგები ყავთ ყველა სხვა გუნდისგან განსხვავებით და როგორც ჩანს მწვრთნელიც კარგი მოიყვანეს რუი მოტა. მოკლედ საქართველოში ყველაზე კარგად ამ გუნდის მენეჯმენტი მუშაობს, ამათ რო დინამოების და ტორპედოს ბიუჯეტი ქონდეთ 2-3 წელში ევრო თასების ჯგუფში ითამაშებდნენ. ისედაც ყოველთვის კარგად გამოდიან ევრო თასებზე. პ.ს. არ ვარ გორელი და არც დილას ფანი ვარ, რასაც ვხედავ იმას ვამბობ.
ბაბა
22 აპრილი 2024 03:13
0

სიახლეები პოპულარული