თბილისის "დინამომ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" 46 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ანდრეს კარასკომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. "დინამო" მადლობას უხდის ანდრესს პირველ გუნდსა და აკადემიაში გაწეული სამსახურისთვის, მას მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ანდრეს​ კარასკოს მიერ მოხდა ახალგახსნილი აკადემიის სამწვრთნელო ფილოსოფიის დაგეგმარება და მისივე დამსახურებით, არერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა დინამოელთა პირველ გუნდში.

"დინამო თბილისი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთან და მისი ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წყარო: FCDinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ფიფია იმდენს მოახერხებს, რომ დინამო ლიგა-2 ში ითამაშებს მალე...
უნივერსალი
17:19 08-06-2024
1
"დინამო" ფიფიას გარეშე!
fani
14:29 08-06-2024
0

სიახლეები პოპულარული