
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბ ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად ა ლიგაში გადასასვლელად სლოვაკეთის, მონტენეგროს და ლატვიის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.
ბ ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, უელსი და ლიეტუვა იქნებიან. ა ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად,
ჯგუფების მასპინძლები და მატჩების ჩატარების თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
nakrebi.ge