3:3. "ტორპედომ" "იბერია 1999"-თან მაგარ მატჩში ქულის მოპოვება შეძლო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში „იბერია 1999“ და „ტორპედო“ დაზავდნენ - 3:3.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და კომახიძისა და ჯგერენაიას გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს, იონსენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხოლო პირესმა ანგარიში შეამცირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დედაქალაქელები იერიშებზე გადავიდნენ, მეკარე კლიაიჩმა ქუთაისელები რამდენჯერმე გადააირჩინა, თუმცა მე-60 წუთზე კოხრეიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაუტანა. კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. „ტორპედომ“ შეტევებით უპასუხა, შეცვლაზე შესულმა ბასილაძემ პენალტი მოიპოვა და არაბიძემ თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა. კინის შეგირდებმა იერიშები გააგრძელეს - ბასილაძის დარტყმული ბურთი
ხარიხას მოხვდა, ნადარაიას მეკარე კუპატაძემ არ გაატანინა, ხოლო კომპენსირებულ დროში იონსენმა დალაშქრა მეტოქის კარი და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„იბერია 1999“ ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ ფრეს დასჯერდა, 26 ქულით ლიდერია და 2 მაისს გასვლაზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. „ტორპედომ“ კი ზედიზედ მესამე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 18 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“

იბერია 1999 - ტორპედო 3:3
გოლები: 1:0 კომახიძე (2), 2:0 ჯგერენია (5), 2:1 პირესი (34), 3:1 გ. კოხრეიძე (60), 3:2 არაბიძე (72, პენ), 3:3 იონსენი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგადაა ინფორმაცია მოწოდებული, მადლობა!
odala
28 აპრილი 2024 18:43
0
თქვენთან მინდა მუშაობის დაწყება, სად მოგწეროთ? უამრავი წელია თქვენი მკითხველი ვარ და მინდა თქვენნაირი ვიყოოო!!!
odala
28 აპრილი 2024 22:23
0
საუკეთესო ჟურნალისტები ყავს სპორტალს, მადლობა ნიკალას და ღვთისოს
Odala
28 აპრილი 2024 21:45
0
მაგარია!!!
odala
28 აპრილი 2024 11:00
0
Მე მგონი ერთადერთი ლეგიონერი ვინც გაგიმართლათ ავღანელია.რეალს უნდაო მართალია?
Წორპეეეედოოო
28 აპრილი 2024 10:08
2
Წორპეეეეეედოოოო
Ტორპედოს
28 აპრილი 2024 10:06
1
ტორპედოს თამაში მომწონს და ჩემპიონობაზე იბრძოლებს ქე ვიცი,მარა დინამოს რო ავთვისებიანი სიმსივნე სჭირს ფიფიას სახით ეგეც ფაქტია!დინამოს,,ფანობას,, რო იჩემებს ხალხი სად არიან?ხმას რატო არ იღებენ?!!ყველაფერი მოსწონთ???
გიორგი V
28 აპრილი 2024 07:25
5
უფულო დინამოდან,შესაძლოა არც არაფერი გამოვიდეს,დათო,მაგრამ ამ ბიჭებიდან ორი სამი ბიჭიც რომ გაიზარდოს,მაღალ დონემდე,ჩათვალე,რომ მოთმინება გამართლებული იქნება.დინამო,მაშინაც საქართველოს სახედ ასოცირდებოდა და ახლა,ნაკრებია,მისი სახე.დინამო, ისევე,როგორც მაშინ ქუთაისის ტორპედო საქართველოს ნაკრებს ემსახურება.ვინც რა უნდა ის თქვას,ფიფიას შესახებ,მაგრამ მისი ტოლი,საქართველოს ნაკრებისათვის ალბათ არავის გაუკეთებია,ბოლო წლებში.
სოსო
28 აპრილი 2024 19:38
1
არ მოგვწონს რა თქმა უნდ ამაგრამ გაახალგაზრდავების პროცესია გუნდში ბოლო 1 წელია, აკადემიის ბიჭებით. ვნახოთ 1-2 წელში რა გამოვა.
dato
28 აპრილი 2024 11:25
0
ტორპედოს ახალგაზრდა ბასილაძეს კოჭებში ეტყობა დიდ ფეხბურთს ითამაშებს თუ შრომას არ დააკლებს. ასეთი სწრაფი ტექნიკური ქართველი ვინგერი რომელსაც არ ეშინია კაცზე წასვლა და მათი მოტყუება ერთი კვარაა მხოლოდ. მარჯვენა მცველი აურო მართლაც მაღალ კვალიფიციური ლატერალია. ამ გუნდს მოუყვანეთ 2 კვალიფიციური ცენტრალური მცველი და ერთი ძლიერი საყრდენი გადაჯეგავს ჩვენ ჩემპიონატში ყველას. ბიორნ იონსენის დონის ცხრიანი ჩვენ ნაკრებსაც მაგრად გააძლიერებდა. ტიპიური გოლზე დაგეშილი ფორვარდია რომელსაც შეიძლება მთელი თამაში პასი ვერ მიიღოს მაგრამ ერთ ეპიზოდში საიდანღაც გამოწიოს ფეხი და შეგირხიოს კარის ბადე. მეორე ტაიმში ასე კარზე მიჯაჭვული/ ჩოგბჯენში გადაყვანილი პირველადგილოსანი იბერია ძნელი წარმოსადგენი იყო და მატჩი ერთი სამი წუთით კიდევ რო გაგრძელებულიყო თამაშის იშტაზე მოსული ტორპედო უცილობლად შეუგდებდა მეოთხესაც.
Charley
27 აპრილი 2024 21:50
0
ძალიან კარგად აანალიზებთ, სამწუხაროა რომ არ გიცნობთ(ნეტა ჩემი შვილიშვილის თამაშებსაც ნახულობდეთ).
შალვა
27 აპრილი 2024 23:37
0

სიახლეები პოპულარული