ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა.
ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უგოლოდ გაიყარნენ. თამაში დაძაბული გამოვიდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევისას არაბიძესთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა კიკე ლოპესმა და დედაქალაქელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს. 86-ე წუთზე ტრავმა მიიღო დინამოელთა ნახევარმცველმა მოისწრაფიშვილმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. კომპენსირებულ დროში „ტორპედომ“ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და ფრეს დასჯერდა. „ტორპედო“ 19 ქულით მეოთხე ადგილზეა, თბილისის „დინამო“ კი 14 ქულით - მეხუთეზე.
„დილამ“ „თელავს“ 1:0 სძლია, 27 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა და 10 მაისს “ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო 11 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ 11 მაისს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.
„იბერია 1999“-მა გასვლაზე 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი „სამტრედია“, 29 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 10 მაისს თბილისის „დინამოსთან“ გამართავს. „სამტრედია“ იმავე დღეს „გაგრას“ შეხვდება.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (თბ) 0:0
გაძევება: კიკე ლოპესი (54, დინამო თბ)
თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დილა 0:1
გოლი: ვაუტერი (78)
სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - იბერია 1999 0:3
გოლები: 0:1 გ. კოხრეიძე (53), 0:2 ქარდავა (68), 0:3 სილა (90+4)
Მერე მე კი უპასუხე სულ რო დაიშალოს დინამო,ისტორია დარჩება მეთქი და ეგ არი მერე ნაკრებში ვის უგულშემატკივროთ ქუთაისის თუ ბათუმის გაზრდილ ფეხბურთელებს მეთქი?
არაბიძე კი არა და ეს მსაჯი რო გამოიძახონ ნაკრებში არ გაწყობთ ქუთაისელებო?
Გაყარეთ ეს ლეგიონერები და გააგდეთ ეს ტორპედო.მსაჯიანად 12 კაცმაც ვერ მოუგეთ 10 კაცს.სამარცხვინოები ხართ
პერსპექტიულების მოყვანა მხოლოდ ასე მიაღწევენ შედეგს ქართული გუნდები არ გამოდის რა ამ ჭ კლასის ქართველებით შედეგის მიღწევა განსაკუთრებით ევრო სარბიელზე.შეიგნეთ რომ აღარ ვართ საბჭოთა კავშირში და არ არის აუცილებელი მარტო ქართველები გყავდეს გუნდში…ჩვენ ამისთვის გვყავს საქართველოს ნაკრები.რამდენი ესპანელია მადრიდის რეალში ?რამდენი გერმანელია ბაიერნში?რამდენი ინგლისელია სიტიში?მერე უკვე გუნდები როდესაც დაიწყებენ ევროტურნირებზე გასვლას აღარც ისე ასე თუ ისე ნორმალური ქართველები გაიქცევიან უზბეკეთში და ყაზახეთში დაიქნება ძლიერი ჩემპიონატი ავსტრიის შვეიცარიის დონის მიახლოებით მაინც