"ტორპედომ" კაცნაკლულ თბილისის "დინამოს" ვერ მოუგო - "იბერია 1999"-მა და "დილამ" გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა.

ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ უგოლოდ გაიყარნენ. თამაში დაძაბული გამოვიდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევისას არაბიძესთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა გუნდის მცველმა კიკე ლოპესმა და დედაქალაქელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს. 86-ე წუთზე ტრავმა მიიღო დინამოელთა ნახევარმცველმა მოისწრაფიშვილმა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. კომპენსირებულ დროში „ტორპედომ“ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და ფრეს დასჯერდა. „ტორპედო“ 19 ქულით მეოთხე ადგილზეა, თბილისის „დინამო“ კი 14 ქულით - მეხუთეზე.

„დილამ“ „თელავს“ 1:0 სძლია, 27 ქულით
მეორე ადგილზე დამკვიდრდა და 10 მაისს “ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო 11 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ 11 მაისს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

„იბერია 1999“-მა გასვლაზე 3:0 დაამარცხა აუტსაიდერი „სამტრედია“, 29 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 10 მაისს თბილისის „დინამოსთან“ გამართავს. „სამტრედია“ იმავე დღეს „გაგრას“ შეხვდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (თბ) 0:0
გაძევება: კიკე ლოპესი (54, დინამო თბ)

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დილა 0:1
გოლი: ვაუტერი (78)

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - იბერია 1999  0:3
გოლები: 0:1 გ. კოხრეიძე (53), 0:2 ქარდავა (68), 0:3 სილა (90+4)

მკითხველის კომენტარები / 13 /
რო იძახი გორი მესამე ადგილზე ზემოთ ვერ ამთავრებს ჩემპიონატს და ორი ეტაპის გავლა არაფერაო იცი რამდენი მიზეზი არსებობს რატოც ვერ იკავებს მესამე ადგილზე მეტს? ყოველ წელს რო გუნდს აკეთებ და მაინც სამეულში ხარ, ევრო თასებზე რო ორ ეტაპს გადიხარ ერთი წლის გუნდით ცოტაა? ან ვის უნახია გორის დილა ევრო თასებზე შერცხვენილა? დილაა ერთადერთი გუნდი საქართველოდან ვისაც ზედიზედ ორჯერ ევროპა ლიგის ფლეი ოფი აქვს ნათამაშები და კონფერენს ლიგა რო ყოფილიყო მაშინ ორჯერ ჯგუფში იქნებოდა. ისე დილას რო დინამოების და ტორპედოს ბიუჯეტი ქონდეს მაგათზე ბევრად კარგ შედეგს დადებდა.
fans
03 მაისი 2024 20:17
1
მთავარი მაინც ისაა,რომ დილას უყურებ და ხედავ,რომ მეტოქეზე ნაკლები რესურსი აქვს,მაგრამ ბოლომდე ბრძოლით და თავგანწირვით გააქვს ლელო.სხვა გუნდებს თითქოს მეტი რესურსი აქვთ,ოსტატობაც,მაგრამ იმდენს ვერ აღწევენ,რამდენსაც დილა.უცხოეთიდან მოყვანილებიც,დილაში უფრო იხსნებიან,ვიდრე სხვაგან.ესე იგი,როცა მოჰყავთ,უკვე იციან,მას რა შეუძლია და მისგან მაქსიმუმსაც იღებენ.გუნდი,თავის ფინანსურ რესურსებს,სწორად იყენებს.
სოსო
03 მაისი 2024 22:42
0
უკრაინელმა მწვრთვნელმა დაშალა გორის "დილა", მაგრამ ვერაფერი დააკლო. აი, ბათუმში კი ჩაკლა ფეხბურთი!
ქედო საკოხია
03 მაისი 2024 16:20
0
საკუთარ ქალაქს მამაქალაქს რომ არქმევ დედაქალაქის "საპირწონედ" კომპლექსები სად არის და ვის აქვს ნათელია
ბეჟოს
03 მაისი 2024 16:17
4
დინამოს კომპლექსი აქვს ტორპედოს! ჯუნგლები ადრე რო ავსებდნენ კლასიკოე სტადიონს სულ ვუგებდით, ამიტომ ხალხმაც უნდა იაქტიუროს ძველებურად და იმედია შემდეგ წრეში მაინც მოვუგებთ მამაქალაქში!
ბეჟო
03 მაისი 2024 14:39
1
ტორპედო არის სამარცხვინო გუნდი რომელიც დაბალ ლიგევში უნდა ასპარეზობდეს..გულშემატკივრები კი ჩხეტიანის დაქირავებული ბრბოა ვისაც ეხება მხოლოდ ისინი!
!!
03 მაისი 2024 13:40
4
Აქ ერთხელ ერთმა ქუთასელმა დაწერა გააგდეთ რა ეს დინამო ქვედა ლიგაშიო. Ეტყობა ოცნება აქ და რა ქნას.
Მერე მე კი უპასუხე სულ რო დაიშალოს დინამო,ისტორია დარჩება მეთქი და ეგ არი მერე ნაკრებში ვის უგულშემატკივროთ ქუთაისის თუ ბათუმის გაზრდილ ფეხბურთელებს მეთქი?
არაბიძე კი არა და ეს მსაჯი რო გამოიძახონ ნაკრებში არ გაწყობთ ქუთაისელებო?
Გაყარეთ ეს ლეგიონერები და გააგდეთ ეს ტორპედო.მსაჯიანად 12 კაცმაც ვერ მოუგეთ 10 კაცს.სამარცხვინოები ხართ
Ქუთაისი
03 მაისი 2024 07:17
9
ვეთანხმები კომენტარებს…უნდა მიბაძოს გუნდებმა გორის დილას.ხარისხიანი ლეგიონერები მათი გაყიდვა 2-3 სეზონის შემდეგ ფულის შოვნა და იგივე დონის პრ
პერსპექტიულების მოყვანა მხოლოდ ასე მიაღწევენ შედეგს ქართული გუნდები არ გამოდის რა ამ ჭ კლასის ქართველებით შედეგის მიღწევა განსაკუთრებით ევრო სარბიელზე.შეიგნეთ რომ აღარ ვართ საბჭოთა კავშირში და არ არის აუცილებელი მარტო ქართველები გყავდეს გუნდში…ჩვენ ამისთვის გვყავს საქართველოს ნაკრები.რამდენი ესპანელია მადრიდის რეალში ?რამდენი გერმანელია ბაიერნში?რამდენი ინგლისელია სიტიში?მერე უკვე გუნდები როდესაც დაიწყებენ ევროტურნირებზე გასვლას აღარც ისე ასე თუ ისე ნორმალური ქართველები გაიქცევიან უზბეკეთში და ყაზახეთში დაიქნება ძლიერი ჩემპიონატი ავსტრიის შვეიცარიის დონის მიახლოებით მაინც
შახრუდინი
03 მაისი 2024 01:04
4
რა გუნდებს ადარებ ქართულ კლუბებს. იმათი მეასედი ბიუჯეტი რომ ჰქონდეთ კიდევ კარგი მერე გორი რომ მოგაქვს მაგალითად რა ქნა გორმა, მესამე ადგილს ზევით ვერ ამთავრებს და თასს ვერ იგებს ევროტურნირებზე მხოლოდ შარშან რახან ერთი ეტაპიტ მეტი გაირა შედეგია? იმედია მარტო ერთი ხარ ეგრე ვინც ფიქრობს ))
fan
03 მაისი 2024 17:15
5
უცხოელების მოყვანის სტრატეგიაზე გეთანხმები,მაგრამ ბალანსია საპოვნელი.თუ ძალიან ბევრს მოვიყვანთ,ადგილობრივ ახალგაზრდებს,გაუჭირდებათ შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება და ამის გარეშე,ზრდაც შეუძლებელი იქნება.შვერიცარიის და ავსტრიის დონე კი,საუკეთესო შემთხვევაშიც ,საკმაოდ შორეული მომავლის თემა მგონია.ძალიან ბევრით გვისწრებენ და ვერც ფინანსებით გავუწევთ კონკურენციას.ინფრასტრუქტურაც გაცილებით უკეთესი აქვთ და ორგანიზაციაც.მათი ქვეყნები დალაგებულია,ჩვენთან კი,ყოველწიურად რაღაც კატაკლიზმები გვატყდება თავს და ფეხბურთისათვის აღარავის სცალია.ფეხბურთს საკმაოდ დიდი ფული სჭირდება,რომელიც არ მოვა,ქვეყანაში თუ მუდმივი არეულობაა.ამისი უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და ვხედავთ,რომ ამ რეალობას ვერსად გავექცევით.ფეხბურთსაც და ქვეყანასაც,მშვიდობა სჭირდება,რომ განვითარდეს.ისეთი მთავრობა სჭირდება,რომელიც ქვეყანაში სპორტის განვითარებაზეც იზრუნებს და დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაზეც.რაც უფრო მცირდება ქვეყნის მოსახლეობა,მით უფრო ცოტა გვეყოლება,ფეხბურთში თუ სპორტის სხვა სახეობებში მოვარჯიშე.რა თქმა უნდა ნიჭიერი ბიჭების რაოდენობაც შემცირდება და წინსვლაც გაჭირდება.შარშანაც,საქართველოს მოსახლეობა,კიდევ 1,1%-თ შემცირებულა და ეს,უკვე რამდენი წელია გრძელდება.ასეთ პირობებში ავსტრია-შვეიცარიასთან ქვეყნის ჩემპიონატის გათანაბრაბებასთან ოცნებაც კი,გადაჭარბებული ოპტიმიზმი მგონია.ამას წინათ რადიოში,ამერიკაში წასული ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის საუბარს გადავაწყდი.არც ის ვიცი,ვინ იყო და არც ის,რომელი რადიო.იქაურ სწავლის პროცესზე ლაპარაკობდა და ასეთი რამე მოჰყვა.ჩვენ გუნდში,მთელი ლიგის მვპ თამაშობს,მაგრამ ცუდი მოსწრება ჰქონდა და ვინც ცუდად სწავლობს,მათ თამაშის უფლებას არ აძლევენ,სანამ კარგი შეფასებები არ მიიღო,ლიგის 20(!)თამაშის გამოტოვება მოუწიაო.ეს ლიგის საუკეთესო კალათბურთელზე იყო ლაპარაკი.მოზარდების განათლებაზე ასე უნდა ზრუნვა,რადგან ჯერ სრულფასოვან ადამიანად უნდა აღზარდო და დანარჩენი,მასზე დააშენო.ეს საქართველოს დაქცეულ განათლების სისტემას შეეხება,უმაღლესის დიპლომებს რომ იღებენ და წერა კითხვაც არ იცის,ზოგიერთმა.სასკოლო განათლების პროგრამები და პროცესი კი,ამდენი რეფორმებით,ბოლომდე დაანგრიეს და ბავშვები,რეპეტიტორებზე აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი.ბავშვებმა ბავშვობა დაკარგეს,რადგან თამაშის და სპორტისათვის დრო აღარ რჩებათ,აღარც წიგნისა და თვითგანვითარებისათვის.აქედანაცაა,ტელეფონ-კომპიუტერზე ასე მიჯაჭვული და მოდუნებული ახალგაზრდობა რომ გვყავს.
სოსო
03 მაისი 2024 10:47
2
როდის უნდა მოუგოთ ბოლობოლო ამ დინამოს ? სუსტი შემადგენლობა, კაცნაკლული გუნდი, ეგ კიარადა ლამის წააგეს კლიაიჩი რომ არა.
რაბუ
02 მაისი 2024 23:58
2
მიბაძეთ გორის დილას სხვა გუნდებო, გაიგეთ როგორ უნდა მოიყვანო გუნდში კარგი ლეგიონერები, როგორ უნდა გამოიყენო და მერე სარფიანად გაყიდო. ისიც იკითხეთ ყოველ წელს ახალი აწყობილი გუნდით სულ სამეულში როგორ უნდა იყო და თან ლამაზ შემტევ ფეხბურთს თამაშობდე.
ქომაგი
02 მაისი 2024 23:35
1
სახლშიც ვერ მოუგო? ტეხავს
დათა
02 მაისი 2024 23:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული