ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ გვაუწყა. იმერული გუნდის მაისურს მოირგებს 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია, რომელიც ბოლოს ბათუმის "დინამოში" ასპარეზობდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და როგორც კლუბის სოციალური ქსელით ვიგებთ, ეს სასყიდლიანი ტრანსფერია.

აღსანიშნავია, რომ ფაცაცია ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. მისი გოლი ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან: ჰარი კეინი, კილიან მბაპე და ფედერიკო დიმარკო.

ქუთაისურ გუნდში ჩაირიცხა 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილიც, რომელიც ბოლოს ყაზახური "ჟენისის" მაისურს ირგებდა და მასთან
2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ინფორმაციისთვის, ეს გარიგებაც სასყიდლიანი გახლავთ.

წლების განმავლობაში "ტორპედოს" ახალწვეული ბათუმის "დინამოს", გორის "დილას" და თბილისის "იბერიას" ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა მუდმივი წევრი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
შე მართლა ..მის ლადო,ან ზაკო.
როდის ნახეთ დაცინვა,ან ფული არ აეღო რა შუაშია?
მიპასუხეთ აბა თუ სწორი ბიჭები ხართ.
2034 წლისთვის რაღაც ვისურვე და ვისაც არ გაგეხარდებათ ასეთი მომავალი 13 დისლაიქის ავტორი გამოექანეთ ლიხის ქედიდან..
მე ხაშურის სტადიონზე(სადაც გოლებიც მაქვს გატანილი) აი ცენტრში დაგელოდებით
Levani
05 ივლისი 2024 23:19
4
კარგი ტრანსფერებია, ამ წელში მოყვენილებიდან იონსენისა და ჟუნიორის შემდეგ ბიძინაშვილიც გაამართლებს ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური 10-იანია და თანაც გამტანი. ფლანგებზე სჭირდება ტორპედოს გაძლიერება, ჯორჯინიო ძალზე არატექნიკური და უსარგებლოა. ყაზახეთიდან შეიძლებოდა ბუღრიძის დაბრუნება მაგრამ დინამოში მიდისო ითქვა და ვინმე კაი უცხოელი თუ არ მოჰყავთ ღუდუშაური მაინც უნდა იყიდონ ბათუმიდან. სხვანაირად ჩემპიონობაც გაუჭირდება ტორპედოს.
ქართული ფეხბურთი
05 ივლისი 2024 22:00
2
როდემდე უნდა დასცინოთ გუნდებს? სჯობია სანამ გუნდზე დაიწყებ ქილიკს მანანამდე მის ისტორიას გადახედო ვინც ხარ გირჩევნია. ამით გუნდსაც და გულშემატკივარს რომ დასცინი უნდა ხვდებოდე. ინფორმაციისთვის და მაგალითვისთვის მოგაწვდი პატარა მცირე ინფორმაციას: ხაშურის ივერიაში თამაშონდა მეკარე ნიკა ტოგონიძე, რომელიც შემდგომ ეროვნული ნაკრების მეკარე იყო და იტალისთან გაუვალი კედელი იყო, ასევ თამაშობდა დავით გვარამაძე, რომელიც ახლა ნაკრების მეკარების მწვრთნელია. ბევრი ისტორის მოყვნა შემიძლია ხაშურის ივერიაზე. ასე თუ გაინტერესებს ჩადი ხაშურის სტადიონზე და ნახე რა გულშემატკივრობა იციან.
ლადო
05 ივლისი 2024 18:21
0
2024ქართველი ფეხბურთელები?
აგერ კვარას და მამარდას კარგმა თამაშმა გზა გაუხსნა ქართველ ფეხბურთელებს და ევროპული ლიგების შემდეგ უკვე ეროვნულ ლიგაშიც კი გაჩნდა მოთხოვნა.
2034 ხაშურის ივერია რომელიც ეროვნული ლიგა 2ის მოსაგებად იბრძვის იჯარის წესით დატოვა პალმეირასიდან გადმოსულმა ამომავალმა ვარსკვლავმა ჩუჩუნიომ.
ჩუჩუნიო:ახლა მე ვერ გავუძელი ლიგა 2-ის თავბრუდამხვევ ტემპს და სათადარიგოებში ჯდომას ვარჩიეთ ცოტა ხნით პრემიერლიგაში "ევერტონში" მეთამაშა.
შეგახსენებთ ჩუჩუნიოს შეძენით ადრე ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული ზესტაფონის მარგვეთიც კი იყო დაინტერესებული
Levani
05 ივლისი 2024 16:50
20
შემ ალბათ იმ კატეგორიაში, რომლებიც ვენებს იხსნიან და გაჰყვირიან ბიჭებს ფული არ უნდა აეღოთ და არც მადლობა უნდა ეთქვათო, მართლა ჩუჩუნიო ხარ
ზაკო
05 ივლისი 2024 17:49
2
ჩუჩუნიოს ნაცვლად ხაშურის ივერიამ კუტუნიო დაიმატა
გენა
05 ივლისი 2024 17:35
3
ფაცაციას გოლი
https://youtu.be/sgW1_c8uU2Q?feature=shared
რეალობა
05 ივლისი 2024 15:43
1
ტორპედო კარგი პროექტია და იმედია გრძელვადიანია ეს წამოწყება. სხვაგვარად რატო დახარჯავდა კერესელიძე ამდენ ფულს გუნდზე თუ სერიოზული შედეგებზე არ ფიქრობს. მეტიც, გონიერი კაცია რადგან ჯგუფურ ეტაპზე გასვლა საკმაოდ სოლიდურ მოგებას მოუტანს და ხვალინდელი ქათამი ურჩევნია დღევანდელ კვერცხს. მე ეს შთაბეჭდილება მრჩება ამ გუნდზე. ღმერთმაც ქნას, გვეყოფა ამდენი უნიათობა საკლუბო ფეხბურთში და ეს წრე სწორედ ამ გუნდმა უნდა გაარღვიოს. რაც შეეხება წლევანდელ ევროსეზონს ცოტა გაჭირდება, ძალიან უნდა გაგვიმართლოს კენჭისყრაში. ტირანას და ომონიას ეჭიდავება კიდე კაცი და მერე რა იქნება ვნახოთ. ასე რომ წელსვე ჩემპიონი უნდა გახდეს ქუთაისი და ლიგის გზით შევა რომელიმე ჯგუფში.
იბრუხ მართალი
05 ივლისი 2024 15:41
1
ბინოკლი შენ დაგჭირდება და უყურე შორიდან ტორპედოს წარმატებას. ქატო იქა ფქვილი აქაა ისე სწორი ფორმა.ზღაპრის წიგნი მაინც გადაშალეთ ხანდახან
კოკო
05 ივლისი 2024 19:15
0
დაგავიწყდა ასე დაგეწყო-ქატო აქა, ფქვილი იქა... რა ჯგუფური ეტაპი, ფაცაცია და ივანიშვილი ბათუმში იყვნენ შარშან, ჯფუფური ეტაპი ბინოკლიდანაც კი არ დაუნახავთ.
Gio
05 ივლისი 2024 18:27
7
ერთადერთი ქართული კლუბი, რომლის აქტივობები ადეკვატურია და საქმის ცოდნის შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით ევროტურნირების წინ. აი დანარჩენები რას მიედ-მოედებიან თუ იცით ვინმემ?.. კი არა და თვითონ თუ იციცან?...
Irakli Apkhaidze
05 ივლისი 2024 15:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული