კიდევ ერთი ლეგიონერი - "ტორპედოში" ბრაზილიელი მცველი ჩაირიცხა

AutoSharing Option
"ტორპედომ" ბრაზილიელი მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესამსახური ავრცელებს:

"24 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა ქუთაისის "ტორპედომ" ბრაზილიური “მირასოლიდან” შეიძინა.

კარიერის განმავლობაში ბრაზილიელი მცველი ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიც "სანტა კრუზი", "ბოტაფოგო", "კურიტიბა" და "მირასოლი" არიან.

ვარლეი ლეანდრომ "ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც "ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ქართულ კლუბებში მცველების და მეკარების დიდი პრობლემა როცა ევრო ტურნირებს ვთამშობთ ვიგებთ ხოლმე ბოლო წუთებზე ჩვენი ქართველი მცველები და მეკარები ისეთ სისულელეს მოიგონებენ რომ თამაშს ვაგებთ სულ მივესალმები გამოცდილ ლეგიონერებს როგორებიც ბოლონდროს დაიმატა ტორპედომ მაგრამ ეს აქამდე უნდა ექნა ევრო ტურნირებისთვის რომ მომზადებულიყო
ბალეშიკ
16 ივლისი 2024 15:14
0
სამი გამოცდილი ლეგიონერი მესმის, მაგრამ როცა სამი ადგილობრივია, არაფრად არ ვარგა. შეხედეთ იტალიას და შეადარეთ ესპანეთს. საბავშვო სკოლები ყველა რეგიონში, ჯანსაღი კონკურენცია, კარგი მოედნები, კარგი მსაჯობა და გამართული ორგანიზება ჩემპიონატის მოიტანს შედეგს
გიორგი
16 ივლისი 2024 12:26
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული