
წყაროს ცნობით, არაბიძემ კორეულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და სატრანსფერო ფასზე კლუბებმაც მოილაპარაკეს.
"26 წლის ნახევარმცველმა სუპერთასზე "დინამოს" წინააღმდეგ "ტორპედოს" მაისურით ბოლოჯერ ითამაშა. როგორც შევიტყვეთ, "ტირანასთან" მატჩის დაწყებამდე კლუბი სტადიონზე გიორგი არაბიძეს დაემშვიდობება. ამ მომენტში დარჩენილია ფეხბურთელის სავიზო დეტალები, შემდეგ სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება", - წერს Geo Team-ი.
შეგახსენებთ, 2021/2023 წლებში "ულსან ჰიუნდაის" ღირსებას ვაკო ყაზაიშვილიც იცავდა.