კიდევ ერთი ლეგიონერი - "ტორპედოში" ბრაზილიელი მცველი ჩაირიცხა

AutoSharing Option
"ტორპედომ" ბრაზილიელი მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესამსახური ავრცელებს:

"24 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა ქუთაისის "ტორპედომ" ბრაზილიური “მირასოლიდან” შეიძინა.

კარიერის განმავლობაში ბრაზილიელი მცველი ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიც "სანტა კრუზი", "ბოტაფოგო", "კურიტიბა" და "მირასოლი" არიან.

ვარლეი ლეანდრომ "ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც "ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
მშვენიერი ტრანსფერია. კარგ გზას ადგას ტორპედო. სრულად ვეთანხმები Ტტტ-ს. დრო არის საჭირო და აუცილებლად შევა ტორპედო შემდეგ წელს ჩემპიონის რანგში მინიმუმ კონფერენს ლიგაზე. საშინლად ითამაშეს ტირანასთან მაგრამ ეხლა ყურების ჩამოყრის და მწვრთნელის შეცვლის ან რომელი მოთამაშეზე გადაბრალების დრო არ არის.

ტოტტი-ის აი შენ კიდე ნინკოვიჩის კლასს თუ ვერ ხედავ, მაშინ ფეხბურთში რას ხედავ?? ნინკოვიჩი ყველაზე კლასიანია მარა ფიზიკურად არის მოსამზადებელი ფორმაშია შესასვლელი კლასი ძაან დიდი აქვს ყველაფერში იგრძნობა პასის კულტურაში,მოედნის ხედვაში, ბურთის ფლობაში, დაყენებულ დარტყმაში და მგონი ტორპედოდან ნინკოვიჩის დონეზე არცერთს არ უთამაშია სერია A-ში უკლასო ფეხბურთელს ამდენ თამაშს არ აძლევენ
ნიკა
16 ივლისი 2024 10:52
0
გეგუჩაძე უნდა მიიყვანოს ტორპედომ და შეიყვანს გუნდს ჯგუფში! მართლა კარგი ფეხბურთელები შეკრიბეს რამოდენიმეს გამოკლებით და ეს რამოდენიმე რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ქართველებია.
kesha
16 ივლისი 2024 11:29
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული