ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარი "დილა" მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გადის, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინულ "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდა.

ოდესური გუნდის გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, გუნდებს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა, რასაც ფეხბურთელების დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა, ფეხბურთელების დასაცავად გუნდები კი მატჩის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

შედეგად, მეორე ტაიმის ნაცვლად, ახლო მდებარე სხვადასხვა სტადიონზე კლუბებმა შეხვედრა ერთმანეთში ითამაშეს. "დილას" აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

შენიშვნა: მთავარ ფოტოზე გორის "დილას" გასული სეზონის შემადგენლობა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ასე რა, გარკვევით დაწერა კაცმა,იყო უხეშობა და შეწყდა თამაში... არადა რა პოლემიკა გამართეს უცებ???!!!
alexsis
19:28 13-02-2025
0
რა გიკვირს? ამხელა საფრანგეთის ნაკრებია გადაშავებული და გორის დილა რა მოსატანია? დოღის ცხენებზე დიდი მოთხოვნილებაა, თეთრები ვერ უწევენ კონკურენციას. ხანდახან თითო - ოროლა მოაზროვნეც გამოერევათ ხოლმე. (ოსიმენი, დროგბა, პელე, როჟე მილა) უოტფორდის თამაშებს არ უყურებ? ეგ ვარიანტია.
Rezo-ს
18:22 13-02-2025
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული