შემტევების ბუმი პსჟ-ში - ფრანგული გრანდი ზაფხულში სავარაუდოდ, კვარაცხელიას კიდევ ერთ კონკურენტს დაიმატებს

AutoSharing Option
footboom1-ის ინფორმაციით, პსჟ "მონაკოს" 22 წლის შემტევის მაგნეს აკლიუშის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება. ახალგაზრდა ფრანგი უნივერსალია, შემტევ ფლანგებზე თამაში შეუძლია და თუ ეს ტრანსფერი შედგება, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი კონკურენტი იქნება.

მოგეხსენებათ, პარიზელებმა ბოლო დროს ფრანგული ბაზარი აქტიურად და შედეგიანად აითვისეს. "ლიონიდან" ჯერ ბრედლი ბარკოლას, ხოლო შემდეგ "რენიდან" დეზირე დუეს მოყვანამ ეფექტი გამოიღო.

აქედან გამომდინარე, გუნდის სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი და მწვრთნელი ლუის ენრიკე მსგავსი სისტემის გაგრძელებას გეგმავენ და ზაფხულში "მონაკოდან" მორიგი უნიჭიერესი ფეხბურთელის გადმოყვანას გეგმავენ.

ჟურნალისტ ჯამელის ინფორმაციით, რომელიც კარგად იცნობს
პსჟ-ის შიდა სამუშაოებსა და სატრანსფერო საქმეებს, პარიზული გრანდი ამ ფეხბურთელს დიდ ყურადღებას აქცევს, აკვირდება და ზაფხულში ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

იწერება იმის შესახებაც, რომ აკლიუშის მისვლის შემთხვევაში, "პარკ დე ფრანსიდან" ან გონსალო რამოშმა, ან კანგ-ინ ლიმ შეიძლება აიბარგოს.

პსჟ-ისთვის საწადელის მიღწევა კი ადვილი არ იქნება, რადგან "მონაკოს" შემტევის მიმართ ინტერესს სხვა მსოფლიო გრანდებიც გამოთქვამენ.

ინფორმაციისთვის, აკლიუშიმ მიმდინარე ლიგა 1-ის 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვიჩას 20 მილიონი უნდა მოეთხოვა ხელფასად. ამათ იმდენი აქვთ, უეჭველი გადაუხდიდნენ.))))
ფული ქონიათ ბლომად...
18:33 13-02-2025
0
მოყრიან და მერე ვინც ვერ გაამართლებს, თავს უკრავენ არაბეთში, იმედია ხვიჩა არ მოხვდება მაგ სიაში.
ვოვა
17:00 13-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული