ჩვენ გთავაზობთ იმ მონაკვეთს, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილის სერბეთთან მატჩში მომხდარ ეპიზოდზეა საუბარი.
- ვაისმა თქვა, სერბეთთან მატჩის შემდეგ ვაკო ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, მთელი ღამე არ უძინიაო. მართალია?
- მართლა ცუდად ვიყავი. პირველად აღმოვჩნდი ვითარებაში, როცა ყველგან ჩემზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ... 13-14 წლის ბავშვები მწერდნენ, წადი ნაკრებიდან, ეროვნულ გუნდში რა გესაქმებაო!
საბედნიეროდ, დროულად მივხვდი, რომ ასეთი რაღაცებისთვის ყურადღება აღარ უნდა
ისე გამოვიდა, თითქოს დავინახე ჯანო, მაგრამ ეგოისტურად მოვიქეცი და ბურთი არ გადავაწოდე... სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ვერ შევამჩნიე, თორემ რომ დამენახა, აუცილებლად მივცემდი პასს! მაგრამ ჯერ 24 წლის ვარ და კიდევ ბევრი რამის სწავლა შემიძლია. თუ "სან ხოსეში" კარგად ვითამაშებ, ძლიერ ევროპულ კლუბში გადასვლაც შეიძლება.
ავტორი: რატი შელეგია
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
არანაირად არ ვფიქრობ, რომ ცუდი არ უნდა ითქვას და მარტო უნდა ვაქოთ და ვადიდოთ ,, უბრალოდ ყველანაირ შენიშვნას თავისი ზღვარი აქვს. ჯერ თქვენ ცხოვრებას გადახედეთ, თუ იტყვით, რომ თქვენ თქვენი ენერგიის 70-80% ან მეტს ხარჯავთ, მაშინ გექნებათ მოთხოვოთ ადამიანს რომ შეეშვას იმის კეთებას რასაც აკეთებს და ამ დროს დედის ტრაკი აფაროთ. ზუსტად ამიტომაც არ მაქვს მე რაღაც ზღვარზე დიდი შენიშვნის (შეგინება, ულტიმატუმის წამოყენება, თქმა რომ უბრალოდ ნოლია და არაფრად არ ვარგა) მიცემის უფლება.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვინც თავისი შესაძლებლობების 80%+ აკეთებს თავის საქმეში, იმის დრო არ ექნება, რომ სხვისი დედის ტრაკის გინებით თავი შეიწუხოს და დრო დაკარგოს ))