ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ვაისი საბოლოო არჩევანს 33 მოთამაშეს შორის გააკეთებს. ამ დროისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ლიგის შვიდი ფეხბურთელია. საბოლოოდ რა შემადგენლობით მოემზადება შეხვედრებისთვის ეროვნული ნაკრები, ეს მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 28 აგვისტოდან გეგმავს.

მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიას შორის 2 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. 5 სექტემბერს ჩვენი გუნდი, ვენაში, ავსტრიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ირლანდიასთან
მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყახაზეთი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი),სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი,რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცელები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკს, აშშ), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვაისი კარგი მწვრთნელი მეგონა და ასეცაა მგონი რას გადაეკიდა ამ უსაშველო უპერსპექტივო ფეხბურთელ-ვეტერანებს ან რა მოწონს მათი ეხლა მაინცაა ცხადი არაფრის პერსპექტივა რომ არა გვაქვს და ათამაშოს მომავალი კადრი.ერთბაშად რეიტინგი არ დავკარგოთ.ესაა-მეკარე- ნ.რევიშვილი დამცველები- უ.ლობჟანიძე-და- გ.ნავალოვსკი -ნახევარმცველები-ჯ.კანკავა და მ.დაუშვილი. თავდამსხმელი-- ვ.დვალიშვილი. ან კიდევ მათ არ ცხვენიათ რომ ჩამოდიან უცხვირპიროდ?
ჯუნგლი-ქუთაისელი.
18 აგვისტო 2017 03:50
0
ის პეხბუტელებმა მიიხოს მონაცილიობა ვის აკს სატამასჰო პრაკტიკა....
otar
18 აგვისტო 2017 00:18
0
თავიდან ეს დიზაინი მეც მეუცხოვა და ვთვლიდი რომ წინა სჯობდა. თუმცა, ნელ-ნელა მივეჩვიე და აშკარად უკეთესია. ასე რომ თხოვნა იქნება არ შეცვალოთ.
ნიკა
17 აგვისტო 2017 22:17
4
მაინცდამაინც აქცია უნდა მოვაწყოთ კანცელარიასთან რომ დვალიშვილი და ლობჟანიძე არ გამოიძახონ?!
დვალიშვილმა ბოლოს როდის გაიტანა კაციშვილმა არ იცის.. ლობჟანიძეს კიდევ ტრავმა ჰქონდა და ჯერ თავის კლუბში ძირითადში არ უთამაშია..
იმედია საბოლოო შემადგენლობაში ჩაკვეტაძეს არ გაცხრილავს და დვალიშვილს არ დაგვიტოვებს!:@
Georgian
17 აგვისტო 2017 21:54
1
როგორ არ გვახსოვს.
გვახსოვს! ლადომ სენტ კიტსის გუნდს გაუტანა
Vakhtang Lobzhanidze
18 აგვისტო 2017 01:13
0
დვალიშვილი არსად დაგეკარგოთ.
Forca
17 აგვისტო 2017 20:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული