რას მოუტანს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგა?

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ უეფამ ერთა ლიგის გათამაშება დაამტკიცა. რა და როგორ არის, ამაზე აქ აღარ შევჩერდებით, ვფიქრობთ, საკმარისად განვმარტეთ.

შეგპირდით, რომ ფეხბურთში ჩახედული ხალხისა და გულშემატკივრების აზრებს გაგაცნობდით. ვასრულებთ პირობას და ვეცდებით, მომავალშიც არ მოვაკლოთ ყურადღება ტურნირს, რომელმაც ქართულ საფეხბურთო თემში გარკვეული ინტრიგა შემოიტანა...

ამ დონეზე თამაშიც პრესტიჟის შელახვაა
ზაზა ახალაია, გულშემატკივარი, ბლოგერი:
"ერთა ლიგასა და ოქტომბერში უელსსა და სერბეთთან ჩასატარებელი მატჩების შედეგების მნიშვნელობაზე ვიტყვი: ერთა ლიგაზე დივიზიონები 11 ოქტომბერს, შესარჩევი ეტაპის მატჩების შემდეგ რეიტინგში არსებული მდგომარეობით შედგება. თუ საქართველომ დარჩენილ
ორ შეხვედრაში 4 ქულა აიღო, მაშინ, დიდი ალბათობით, C დივიზიონში მოხვდება.

პირადი ჩემი დამოკიდებულებაა: მირჩევნია, C დივიზიონში ვითამაშოთ ნორმალური სიძლიერის ნაკრებებთან, ვიდრე D-ში.

C დივიზიონში მატჩებიც საინტერესო იქნება და თუ საგზური მოვიპოვეთ, ისეთივე უხერხულობის განცდა არ იქნება, როგორიც - D დივიზიონის სუსტ ნაკრებებთან. თუმცა, იქ შესაძლებელია მეტოქეთა შორის იყვნენ სომხეთი, ბელარუსი და მაკედონია.

D დივიზიონის დონეზე თამაშიც პრესტიჟის შელახვაა, ხოლო საგზურის ვერმოპოვება - დიდი სირცხვილი".

ჩვენი ნაკრებისთვის მისწრებაა...
ლევან სალუქვაძე, სპორტული კომენტატორი, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველი:
"ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ტურნირი იქნება. შესარჩევი ციკლი არ გაუქმებულა და კიდევ ერთი ტურნირი დაგვემატა, რომელიც ნაკრებს წაადგება.

მეორე მხარეც არის - ხომ ვიცით, ჩვენი რეიტინგიდან გამომდინარე, ნაკრებებისთვის ამხანაგურ შეხვედრაზე ვინმეს დათანხმება როგორი ძნელი საქმეა. ერთა ლიგაზე კი, შესარჩევი ციკლის პარალელურად, წელიწადში 6 გარანტირებული თამაში გველის დაახლოებით ჩვენი დონის გუნდებთან და ეს ნაკრების შესათამაშებლად მისწრება იქნება. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მშვენიერი შანსი უჩნდება.

ახალმა ტურნირმა "სილკ-ტვ" ისე დააინტერესა, ყველაფერს გავაკეთებთ, ამ ტურნირის რეპორტაჟების უფლება რომ ვიყიდოთ. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების მატჩებზე, არამედ, მთელ ტურნირზე, რადგან ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართება".

კასტური წყობის სიკეთე
აკაკი ასათიანი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე:
"წლების წინ, ფრანც ბეკენბაუერმა გააჟღერა იდეა, რომელიც რეალურად რომ ვთქვათ, მიზნად მდიდრებისა და ღარიბების გამიჯვნას ისახავდა. ეს იდეა მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა - "კაიზერი" გარკვეული პოლიტიკური და ფინანსური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავდა.

არ დავმალავ, ერთა ლიგაში ქვეყნების დივიზიონებად დაყოფა დაახლოებით იმას ჰგავს, ინდოეთში ხალხს კასტებად რომ ახარისხებენ. უეფაშიც დაახლოებით ასე გადაწყვიტეს. ამერიკელები უფრო დემოკრატიულ მიდგომას ამჯობინებენ. ამაზე დრაფტის სისტემა მეტყველებს, სადაც საუკეთესო ტალანტის არჩევის უფლება ყველაზე სუსტსა და ღარიბსაც აქვს. ევროპა კი მდიდრებმა წალეკეს.

მაგრამ ერთა ლიგაში დაჯგუფება ჩვენთვის სასურველი ჩანს. D დივიზიონში ისეთი ნაკრებები არიან, აქედან ევროპის ჩემპიონატზე უნდა მოვხვდეთ. ასე თუ არ მოხდა, მაშინ ჩვენივე ბრალი იქნება, თუ ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ.

ახლა მთავარია, ამ კასტურ წყობაში დაბალი საფეხურიდან აღმასვლა დავიწყოთ. საკუთარ თავს ისევ ჩვენ უნდა მივხედოთ".

შესაძლოა, ეს დიდი ბიძგი იყოს...
დავით იაკობიძე, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი:
"იდეას უეფას 20 სექტემბრის კონგრესის გადაწყვეტილებამდე გავეცანი და მიმაჩნია, რომ ის საქართველოსთვის მისაღებია. ასევე მისაღებია, ნაკრებები რეიტინგის გათვალისწინებით რომ დაახარისხეს. მიმაჩნია, რომ დაახლოებით თანაბარი დონეებიდან და სტიმულიდან გამომდინარე, ყველა ჯგუფში ნამდვილი კონკურენცია იქნება.

გერმანია სან მარინოს რომ შეხვდება, იქ ყველაფერი გარკვეულია. მაგრამ სან მარინო გიბრალტარს რომ დაუპირისპირდება, იქ შანსები 50/50-ზე იქნება. ბევრი მხარე მოგვარდება. მაგალითად, ის, რომ გავლენიანები აღარ იქნებიან და ეს მხარე განეიტრალდება. ხომ გვახსოვს, ამის გამო რამდენჯერ დავზარალდით. მეორე მხრივ, სუსტი გუნდების თამაშებზე ჩვენთან ხალხი არ ივლის, მაგრამ სომხეთთან, ლიტვასა და ბელარუსთან ინტერესი იქნება.

საერთოდ, ფეხბურთს დიდი ძალა აქვს, ის გავლენას ახდენს სოციალური პრობლემების მოგვარებაზეც, პოლიტიკურ გარემოზეც და ადამიანების განწყობაზეც. დარწმუნებული ვარ, 13 მაისი რომ არ ყოფილიყო, 9 აპრილიც არ გვექნებოდა, რადგან 1981 წლის თბილისის "დინამომ" ერში დიდი გამარჯვების იმედი დაბადა.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ფეხბურთის განვითარებას, ამ ტურნირზე წარმატებულმა გამოსვლამ, შესაძლოა, დიდი ბიძგი მისცეს".

ეს ეროვნულ ლიგასაც წაადგება...
ნოდარ სიმსივე, მსახიობი და სპორტული კომენტატორი:
"ამ შემთხვევაში ვილაპარაკებ არა როგორც კომენტატორი და მსახიობი, არამედ, როგორც ქართული ფეხბურთის რიგითი გულშემატკივარი. მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშებზე არ დავდივარ, ეროვნული ლიგის თამაშებსაც სისტემატურად ვესწრები.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ნაკრების შედეგებიდან და რეიტინგიდან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივარი უეფასგან უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა.

ერთა ლიგა არის იდეალური შანსი, რათა, ბოლოს და ბოლოს, ქართველ გულშემატკივრებსაც გვეღირსოს ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე ხილვა. არავინ უწყის, ასეთი დონის ტურნირზე გასული საქართველოს ნაკრები რა ფეხბურთს ითამაშებს და თავს როგორ წარმოაჩენს.

პირადად ჩემთვის სასიამოვნო იქნება, რომ ბილეთი ვიყიდო, ევროფორუმზე ჩვენი ნაკრების თამაშს დავესწრო ან მისი შეხვედრა წავიყვანო. ეს ერთი ნაბიჯი ჩვენი ფეხბურთისთვის, შესაძლოა, დიდი სტიმული და ბიძგი აღმოჩნდეს. რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებული ვარ, ამით ეროვნული ლიგის პოპულარიზაციისთვის უდიდესი ნაბიჯი გადაიდგმება.

მთავარი სწორედ ეს არის, რადგან ჩვენი ფეხბურთის მასაზრდოებელი ეროვნული ლიგაა და მისი განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა განვითარება ეტაპობრივად ხდება,ამიტომ ნუ ყელყელაობთ...ჯერ ვისწავლოთ მოლდავეთის და ბელარუსიის დამაჯერებლად დამარცხება და მერე გავილაშქროთ ირლანდიებზე და შვეიცარიებზე...ჯერ დავამტკიცოთ რომ ბოლო კალათის ლიდერები ვართ და მერე შევეპოტინოთ უფრო მაღალს
roma
01 ოქტომბერი 2017 13:48
1
Vai Ra codoebi vart, Ra doneze vart dasuli, ragac xrikebit ro vcdilobt evropaze gasvals, gana tamashis xarisxis gaumjobesebis , aramed ragac shegavatebit, samarcxvinoa, her Es erti vis rashi ainteresebs, iakobashvilis, saluqvazis, weretlis, simsives azri? Kitxet Ras ityvian tviton fegburtelebi, mesxi albat I'm qveynad chveni sacodaobit iwveba. Ragbistebi, kalatburtelebi, done awies zlier gundebtan tamashit da mase moxvdnen msoflioze da evropaze, da ragbistebs ufro meti undat, dones vegar vwevt 6 ershi undat tamashii, mobezrdat Es ruminetii da a.s. /// mokled yvelazeel rtul situaciashi Exla qartveli fegburtelebii arian, Ra qnan ? Ar ician , moigon vai,, ver moigon uii,,, aradaa ro moxvdnen D kalatashi da ver gavidnen evroze, arc iqine gavidnen da verc ase ver gevidnen, sa wevidnen mere??? Tavs ver moiklaven codvaaaaaaaa!!!!!!
Vasili
30 სექტემბერი 2017 21:13
1
კი მაგრამ გავედით ევროპის ჩემპიონატზე მერე? ქვეჯგუფში თამაში ვერ მოგვიგია და სამარცხვინო ფურცელი შევქმნათ კიდევ ერთი?არ გვყოფნის?
გიორგი ბეჟანიშვილი
30 სექტემბერი 2017 20:42
6
არასწორად მსჯელობენ. ბოლო ჯგუფიდან გასულს რა შანსი გაქვს იქ, წააგებ 6:0. გაგვათახსირებენ. მთავარია მაგარი გუნდი შექმნა. ეს კი მხოლოდ შენზე ცოტა ძლიერებთან თამაშით შეიძლება. კითხეთ რაგბისტებს. ეხლა სულ ზელანდიას რომ ეთამაშონ ბორჯღალოსნები, ამით ვერ განვითარდებიან, მაგრამ როცა მე-12 ხარ და მე-7, მე-8 ეთამაშები, შენც ვითარდები. ასევეა ფეხბურთში. ც დონის გუნდებთან ამხანაგური თამაშები და პლიუს შესარჩევში თამაში უფრო გაანვითარებს ქართულ ფეხბურთს. სპორტსმენებითაც უფრო დაინტერესდებიან საშუალო დონის კლუბები, ვიდრე ლუქსემბურგთან თამაშით. თან, რომც უეჭველი მოიგო ჯგუფი, მერე მაგრა შერცხვები. და ის შერცხვენა ისე ცუდად მოქმედებს, ისე თრგუნავს ფეხბურთელებს, რომ შეიძლება ვეღარც ამოხვიდე იმ ორმოდან. თუმცა ამ ლაპარაკს აზრი არ აქვს. უელს უნდა მოუგო და სერბეთს იქ ფრე ეთამაშო. თუ ამდენი შეგეძლო აქამდე სად იყავი? გამორიცხულია, ისედაც ბოლო ჯგუფში ჩავრჩებით.
haha
30 სექტემბერი 2017 17:23
2
პასუხს ვცემ აკაკის,
"თქვენ კიდევ ელოდეთ 6:0-ს და არ უყუროთ არც უგულშემატკივროთ, გვაცადეთ იმათ ვისაც გვეიმედება". ამას აზრის გამოთქმა კი არა, არამედ ბაზარი ქვია. ამიტომ შენ სინდისზე იყოს.დანარჩენი რა არგუმენტი გაქვს?
"საკვალიფიკაციოზე არ შეხვედრილხარ ძლიერ გუნდს,პირიქით უფრო მეტი სტიმულით და უფრო მეტი მობილიზება იქნება,თუ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე". - რა გგონია აკაკი ბატონო ისეთ ძლიერ გუნდებსაც როგორიც გერმანიაა, " პირიქით უფრო მეტი სტიმული და უფრო მეტი მობილიზება არ აქვს" ევროპის ფინალურ სტადიაზე? შესარჩევს ნუ ადარებ ფინალურს. როცა თამაშში მხოლოდ 45 წუთი, მაქსიმუმ 70 წუთის თამაში შეგიძლია და 10-12 დღეში 3 უმძიმესი მატჩი გაქვს ჩასატარებელი, ისეთი ფეხბურთელებით რომელნიც თავის გუნდებშიც შეცვლაზე არიან ზუსტად ამ სუსტი ფიზიკური მონაცემების გამო, 6:0-საც წააგებ და მეტსაც. აი ჩემი არგუმენტი.
და მთავარი, მე იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, ჩვენები ფინალში გავიდნენ, მე ვამბობ ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის ჯობია ვიყოთ ც ჯგუფში. ასე რომ ჯერ გაიგეთ რა მინდა.
haha
01 ოქტომბერი 2017 10:09
0
და რატომ წააგებ 6:0 ? საკვალიფიკაციოზე არ შეხვედრილხარ ძლიერ გუნდს,პირიქით უფრო მეტი სტიმულით და უფრო მეტი მობილიზება იქნება,თუ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ისე საუბრობთ 6:0 და 7:0 ზე ვითომ ძლიერ ნაკრებებთან არ გვეთამაშოს და მითუმეტეს ირლანდია,სერბეთი,უელსი, ამ დონის ნაკრებები არის 80% ევროპის ჩემპიონატზე 10% კიდევ ისეთი სადაც ფავორიტიც კი ვიქნებით, 10% დაუტოვოთ ესპანეთი,გერმანია,იტალის დონის ნაკრებებს,თუ გავედით ესეიგი ღირსიც ვართ და ბრძოლაც შეგვიძლია, არანაირი 6:0 პირიქით ჯგუფიდან გასვლის მოთხოვნაც გაუჩნდება გულშემატკივარს,თქვენ კიდევ ელოდეთ 6:0-ს და არ უყუროთ არც უგულშემატკივროთ, გვაცადეთ იმათ ვისაც გვეიმედება
akaki
30 სექტემბერი 2017 21:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული