ვინჩენცო მონტელა: საქართველო ძალიან რთული მეტოქეა - ადვილი მატჩი არ გველის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ისაუბრა:

„გვინდა გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ. გუნდში კარგი ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ შანსი გვაქვს. რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდა, მაგრამ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ და გამარჯვების გვჯეროდეს. ბოლო ორ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადავლახეთ, ამიტომ სტარტზე მოგება გვჭირდება.

საქართველო ძალიან რთული მეტოქეა. ბურთიანადაც ეფექტურები არიან და ბურთის გარეშეც. ეს ადვილი შეხვედრა არ იქნება. უნდა გვქონდეს მოთმინება და ორგანიზების უნარი. წონასწორობა არ უნ
და დავკარგოთ. მოწინააღმდეგეს ძალიან ვაფასებ“.

alt"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

altგურამ კაშია: გვინდა იმ შედეგს მივაღწიოთ, რაც აქამდე არ გვქონია

altვილი სანიოლი: კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ადვილი შეხვედრა არ იქნება. უნდა გვქონდეს მოთმინება და ორგანიზების უნარი. წონასწორობა არ უნდა დავკარგოთ - ეს ჩვენც გვეხება. უნდა მოვიგოთ, ახლა ქარტველებს თურქებზე უფრო გვჭირდება მოგება.
ქართველი, ირო ორდათ, ჯგირო ორდათ
09:57 18-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული