ბიძინა ბარათაშვილი: ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კარს მოადგა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ორი შესარჩევი მატჩი უელსსა და სერბეთთან. არის იმედი, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ასევე არის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ერთა ლიგის ფორმატიდან გამომდინარე, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამ ორ შეხვედრაში ნაკრებს... მოგება სულაც არ აწყობდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ორი მატჩი ძალიან საინტერესოა. მოახლოებული შეხვედრების შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ჩვენს კოლეგას, ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ ბიძინა ბარათაშვილს...

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრებს აღარ აქვს ჯგუფური ბარიერის დაძლევის შანსი, უელსსა და სერბეთთან შეხვედრებში მე
უფრო პროფესიული ინტერესი მაქვს.

არ მივეკუთვნები ვლადიმირ ვაისის არც მეხოტბეთა და არც იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ყველაფერს მას აბრალებენ. შექმნილ სიტუაციაში მაინც მგონია, რომ ვაისმა ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოს. ამიტომ მე მაინტერესებს, რამდენად იქნებიან ნაკრებში ახალი სახეები, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რათა მოხდეს მათი ადაპტირება გუნდში...

ამ ეტაპზე ასე ჩანს: ერთა ლიგა არის ყველაზე რეალური შანსი ჩვენთვის, მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ტურნირზე წარმატებით ვითამაშოთ.

რეალურად, როცა ამ შესარჩევი ციკლის წილისყრა დასრულდა, პირადად მე მქონდა იმედი და ამბიცია იმისა, რომ მოვახერხებდით ბოლომდე ბრძოლას ორ საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად. დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიყავი, ვინც ასე ფიქრობდა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის კითხვის ნიშნები ვაისის მიმართ...

მეორე საკითხია, ეს ყველაფერი მწვრთნელის ბრალია თუ იმ რეალობის, რომელშიც არის დღეს ქართული ფეხბურთი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ მდგომარეობამდე მივდიოდით ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს ერთ დღეში არ მომხდარა...

გეთანხმებით, ძალიან დელიკატური სიტუაციაა შექმნილი ამ ორი მატჩის წინ ერთა ლიგის ფორმატის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არსებობს ორი აზრი და ორივე აზრს აქვს არსებობის სრული უფლება. მე სპორტული პრინციპებისა და ფეარ-პლეის ბოლომდე დაცვის მომხრე ვარ. ბოლოს და ბოლოს, უფრო მაღალ კალათაშიც შეიძლება წარმატებით ითამაშო, თუ შეგწევს ამის ძალა. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომელსაც, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, აქვს არსებობის უფლება. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არსებობს ძალიან ბევრი მაგალითი, რომელიც პრაგმატიზმს ეფუძნება.

ასეთი მიდგომა თვით გერმანელებსაც კი გამოუყენებიათ. დავიწყოთ 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან. გერმანიის ნაკრები ორჯერ შეხვდა უნგრეთის "დიდ გუნდს" და პირველი, არაფრის მომცემი თამაში 3:8 წააგო, მეორე გუნდი გაიყვანა. მერე კი ფინალში მოუგო იმავე უნგრელებს...

კარგი, დავუშვათ, ეს ამბავი მაინც ლეგენდასავითაა და კაცმა არ იცის, შეიძლება იმ "დიდ გუნდს" მართლაც მოეგო გერმანელებისთვის. მოვიყვანოთ შედარებით ახალი მაგალითები, რომლებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს...

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველას გვახსოვს, რაც მოხდა. გერმანიისა და ავსტრიის ნაკრებებმა ალჟირი ჯგუფში ჩატოვეს. მერე გერმანელებმა იმ ჩემპიონატზე ფინალში ითამაშეს... მაგალითად, დანიელებისა და შვედების ცნობილი ფრე...

შეიძლება ეს არ ეხება პირდაპირ ამ თემას, მაგრამ ლათინური ამერიკის ქვეყნებში ან თუნდაც იტალიაში, მრავლად არის მაგალითები იმისა, თუ როგორ მოითხოვენ ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივრები თავიანთი კლუბების ფეხბურთელებისგან წაგებას, რათა მათი "მტერი" გუნდები დაზარალდნენ...

ასეთ შემთხვევებში შეიძლება მოტივაცია ბევრი რამ იყოს - პრაგმატიზმი, სიძულვილი... ფაქტია, რაც ფეხბურთი არსებობს, არსებობს ეს გათვლებიც...

მაგრამ არის მეორე მომენტიც - სტრატეგიას ადგენს ნაკრების მწვრთნელი, ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენ მხოლოდ თეორიულად შესაძლებელზე ვმსჯელობთ. დავუშვათ, თუ ეს გათვლა მართლაც იქნება და საქართველოს ნაკრები ერთა ლიგიდან მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს, მაშინ არ მგონია, გულშემატკივარს განსაკუთრებით მწარედ გაახსენდეს უელსსა და სერბეთთან წაგება. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, მაშინ უკვე კრიტიკის ზღვა წამოვა.

მოკლედ, ძალიან დელიკატური საკითხია. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი...

რაც შეეხება გარეთ ბეილის არყოფნას საქართველოს ნაკრებთან მატჩში, წაუვა თუ არ წაუვა თამაში, ბეილი როცა მინდორზეა, სულ სხვანაირი მოტივაციაა პარტნიორებისთვის. ის ნამდვილი სუპერვარსკვლავია...

სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კარგია, ბეილი რომ არ იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, გულშემატკივარს მოაკლდება სიამოვნება, ნახოს თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი. ესეც არ იყოს, ფეხბურთელი, ზოგადად, უფრო მეტს სწავლობს ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით. ფაქტი ერთია - უელსის ნაკრები ბეილის გარეშე გაცილებით სუსტია, ვიდრე მასთან ერთად და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
როგორც ყოველთვის, ბიძინა ბარათაშვილის ანალიზი საინტერესოა, საყურადღებოა და რაც მთავარია, სწორია... ნეტავ სხვა სფეროშიც გვყვადეს ესეთი ექსპერტები და ჟურნალისტები...
tngh
05 ოქტომბერი 2017 16:59
13
კაროჩე დაუწექითო რა, ეგეთი გასვლის და ეგეთი ნათამაშები ფეხბურთის ..
Gij
05 ოქტომბერი 2017 16:57
0
რა მოგეწონა ამ მასტის ნათქვამიდან, შეგიძლია თქვა? მგონი აზრს არც აფიქსირებს. როგორც ყოველთვის, არც მწვადს წვავს, არც - შამფურს. არველაძეებს აქვთ ეს არაჩვეულებრივი 'ნიჭი' კიდევ. 1 საათს ილაპარაკებს, მაგრამ კონტროვერსიულ თემაზე, საკუთარ არც არ იტყვის. ამანაც მიანიშნა რომ თუ ქვედა კალათიდან გავედით, უელსთან და სერბეთთან წაგებები არავის გაახსენდებაო, რაც გარკვეულწილად ემხრობა ჭ-კლასიდან გასვლას, მაგრამ იმავე ინტერვიუში ამბობს, რომ ფეხბურთელი, ზოგადად, უფრო მეტს სწავლობს ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებითო. ხო და ჩვენი მიზანიც სწავლა უნდა იყოს ძლიერებთან თამაშით და არა სადმე გასვლა თუ შესვლა. ახლა საკუთარ თავს რომ ეწინააღმდეგება 'ანალიტიკოსი' თუ 'ექსპერტი', როგორ არის მისი ანალიზი საინტერესო და საყურადღებო, შეგიძლია თქვა???????
odala
05 ოქტომბერი 2017 17:38
2
საცოდავი ქართული ფეხბურთი...
სადამდე მივედით! რა მაგარი სპორტული ჟურნალისტები გვყავს! მათი აზრით სტადიონზე რომ მივალთ, უელსს უნფა ვუგულშემატკივროთ. აბა რომ მოვუგოთ, ხომ დავიღუპეთ. სამწუხაროდ ბედიც არ გვწყალობს: ბეილი არ ითამაშებს, ასე რომ ბურთის გამტანი აღარა ყავს უელსს. ამიტომ ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: თუ გვსურს D ჯგუფში მოხვედა, საკუთარ კარში უნდა გავიტანოთ. ვაისიც არ უნდა იყოს წინააღმდეგი. წყალში ხომ არ ჩაყრის ამხელა გაწეულ მუშაობას. ყველა ოფიციალური მატჩის არმოგებით ხომ მოგვცა დიდი შანსი ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებისა. ეს მიზანი რომ არ ყოფილიყო ... ხომ დაგვიმტკიცა, რომ ესპანეთსაც ვუგებთ, თანაც მისივე მოედანზე, და ლიტვასაც (5:0). არადა ლიტვა ნამდვილად არ არის მოლდოვაზე სუსტი, ესპანეთი კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო მაგ დროს.
???
კოტე
05 ოქტომბერი 2017 16:28
1
მოლდოვას ვერ მოვუგეთ უპრინციპულესი მატჩი და უელსს არ მოვუგოთო ამბობთ უბრალოდ სირცხვილია და მეტი არაფერი, უყურეთ თამაშს. ან საერთოდ მწარე სიმართლეა რომ ერთი მიზეზი მითხარით რატომ უნდა მოუგოს უელსს საქართველომ მათზე ძლიერები ვართ? თუ გერმანიის და ესპანეთის მეორე ლიგების ფეხბურთელები ისაც სკამზე ზიან. იმათ უნდა მოუგონ ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებით გადაძეძგილ უელსს? სიმართლეს თვალი გაუსწორეთ. მე მხოლოდ ითბალის იმედზე ვარ რომ მოუგებთ და ტრადიციები გაგრძელდება უელსს ჩვენთან მოგება არ ექნება. მე მაინც იმედი მაქვს რომ დავამარცხებთ და ბიჭები იბრძოლებენ მაინც.
simarTle
05 ოქტომბერი 2017 16:21
2
ყველამ კარგად იცის,რომ ფეხბურთი ბევრად მეტია ვიდრე სპორტი.(ზოგადად)
-ახლა ისე არ გამოვიდეს,რომ წყალწაღებულმა ხავსის მოჭიდებაზე უარი თქვას,აქაოდა ქვემოთ უფრო მძლავრფესვიანი ხავსი დავლანდეო.
და საერთოდ თუ მინდორზე გადიხარ უნდა ითამაშო მხოლოდ ფეხბურთი და მხოლოდ გამარჯვებისთვის.
ბ_-
05 ოქტომბერი 2017 16:01
0
არავითარი გათვლები. მიაწეთ ბიჭებო! გაგვახარეთ და სად რა იქნება ეს მერე ვნახოთ.
დათო
05 ოქტომბერი 2017 15:52
0
საერთოდ სპორტში სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, გუნდები იყენებენ ტაქტიკურ ხერხებს და პატარ-პატარა ეშმაკობებს, სტატიაში ჩამოთვლილ მაგალითებზე ბევრი სხვების გახსენებაც შეიძლება, და ამაში არც გასაკვირვია რამე და არც დასაძრახისი, თუკი ეს საბოლოოდ მიზანს გაამართლებს. ჩვენ შემთხვევაში კი ასე, ჯერ ერთი ისე ვმსჯელობთ, ვითომ მარტო ჩვენი სურვილზეა დამოკიდებული სულ ახლახანს მსოფლიო ჩეპიონატზე წარმატებით გამოსული და პრემიერლიგის ფეხბურთელების დაკომპლექტებული უელსის გუნდის და ასევე ტოპკლუბებში მოთამაშე სერბეთის ნაკრების დამარცხება. და თუ მაინც მოხდა და ამ თამაშებში 4 ქულა მაინც ავიღეთ, ნაკრების ლიდერების გარეშეც კი, რაც უფრო ფანტასტიკის სფეროა, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ საქართველოს უკვე გვყავს იმ დონის ნაკრები, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ც ჯგუფის გუნდებთანაც სწორად თამაში და გამარჯვება. მოკლეთ ჩემთვის მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრია მისაღები. რადგან იმ ც ჯგუფიდან გასვლის გარანტია მე მგონი არავის მოუცია.
gizog
05 ოქტომბერი 2017 15:39
0
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც ამ ორ თამაშში მოგება წაგება ვარანაირ გავლენას ვერ იქონიებდა საქართველოს ნაკრების რეიტინგზე უეფას წევრი ნაკრებების რეიტინგში, რომლის მიხედვითაც შედგება ერთა ლიგის ჯგუფები (განსვავებით ფიფა-კოკა კოლას რეიტინგისაგან) და ახლა ერთბაშად "წაგების აუცილებლობაზე" რატომ ალაპარაკდნენ ჟურნალისტებიც კი? ბოლო-ბოლო ჩამოყალიბდით ჟურნალისტებო, კარგად შეისწავლეთ რა საკითხი და მერე წერეთ სტატიები და კარგად გაგვიმარტეთ, რომელი რეიტინგის მიხედვით მოხდება კალათების დალაგება ერთა ლიგის ახალი ფორმატის მიხედვით
hummel
05 ოქტომბერი 2017 15:25
0
მაინც წააგებენ. ჰოდა მელისავით ამბობენ, მჟავე იყო ის ყურძენიო.
haha
05 ოქტომბერი 2017 15:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული