ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ორი მატჩი ძალიან საინტერესოა. მოახლოებული შეხვედრების შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ჩვენს კოლეგას, ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ ბიძინა ბარათაშვილს...
"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრებს აღარ აქვს ჯგუფური ბარიერის დაძლევის შანსი, უელსსა და სერბეთთან შეხვედრებში მე
არ მივეკუთვნები ვლადიმირ ვაისის არც მეხოტბეთა და არც იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ყველაფერს მას აბრალებენ. შექმნილ სიტუაციაში მაინც მგონია, რომ ვაისმა ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოს. ამიტომ მე მაინტერესებს, რამდენად იქნებიან ნაკრებში ახალი სახეები, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რათა მოხდეს მათი ადაპტირება გუნდში...
ამ ეტაპზე ასე ჩანს: ერთა ლიგა არის ყველაზე რეალური შანსი ჩვენთვის, მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ტურნირზე წარმატებით ვითამაშოთ.
რეალურად, როცა ამ შესარჩევი ციკლის წილისყრა დასრულდა, პირადად მე მქონდა იმედი და ამბიცია იმისა, რომ მოვახერხებდით ბოლომდე ბრძოლას ორ საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად. დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიყავი, ვინც ასე ფიქრობდა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის კითხვის ნიშნები ვაისის მიმართ...
მეორე საკითხია, ეს ყველაფერი მწვრთნელის ბრალია თუ იმ რეალობის, რომელშიც არის დღეს ქართული ფეხბურთი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ მდგომარეობამდე მივდიოდით ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს ერთ დღეში არ მომხდარა...
გეთანხმებით, ძალიან დელიკატური სიტუაციაა შექმნილი ამ ორი მატჩის წინ ერთა ლიგის ფორმატის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არსებობს ორი აზრი და ორივე აზრს აქვს არსებობის სრული უფლება. მე სპორტული პრინციპებისა და ფეარ-პლეის ბოლომდე დაცვის მომხრე ვარ. ბოლოს და ბოლოს, უფრო მაღალ კალათაშიც შეიძლება წარმატებით ითამაშო, თუ შეგწევს ამის ძალა. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომელსაც, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, აქვს არსებობის უფლება. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არსებობს ძალიან ბევრი მაგალითი, რომელიც პრაგმატიზმს ეფუძნება.
ასეთი მიდგომა თვით გერმანელებსაც კი გამოუყენებიათ. დავიწყოთ 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან. გერმანიის ნაკრები ორჯერ შეხვდა უნგრეთის "დიდ გუნდს" და პირველი, არაფრის მომცემი თამაში 3:8 წააგო, მეორე გუნდი გაიყვანა. მერე კი ფინალში მოუგო იმავე უნგრელებს...
კარგი, დავუშვათ, ეს ამბავი მაინც ლეგენდასავითაა და კაცმა არ იცის, შეიძლება იმ "დიდ გუნდს" მართლაც მოეგო გერმანელებისთვის. მოვიყვანოთ შედარებით ახალი მაგალითები, რომლებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს...
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველას გვახსოვს, რაც მოხდა. გერმანიისა და ავსტრიის ნაკრებებმა ალჟირი ჯგუფში ჩატოვეს. მერე გერმანელებმა იმ ჩემპიონატზე ფინალში ითამაშეს... მაგალითად, დანიელებისა და შვედების ცნობილი ფრე...
შეიძლება ეს არ ეხება პირდაპირ ამ თემას, მაგრამ ლათინური ამერიკის ქვეყნებში ან თუნდაც იტალიაში, მრავლად არის მაგალითები იმისა, თუ როგორ მოითხოვენ ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივრები თავიანთი კლუბების ფეხბურთელებისგან წაგებას, რათა მათი "მტერი" გუნდები დაზარალდნენ...
ასეთ შემთხვევებში შეიძლება მოტივაცია ბევრი რამ იყოს - პრაგმატიზმი, სიძულვილი... ფაქტია, რაც ფეხბურთი არსებობს, არსებობს ეს გათვლებიც...
მაგრამ არის მეორე მომენტიც - სტრატეგიას ადგენს ნაკრების მწვრთნელი, ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენ მხოლოდ თეორიულად შესაძლებელზე ვმსჯელობთ. დავუშვათ, თუ ეს გათვლა მართლაც იქნება და საქართველოს ნაკრები ერთა ლიგიდან მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს, მაშინ არ მგონია, გულშემატკივარს განსაკუთრებით მწარედ გაახსენდეს უელსსა და სერბეთთან წაგება. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, მაშინ უკვე კრიტიკის ზღვა წამოვა.
მოკლედ, ძალიან დელიკატური საკითხია. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი...
რაც შეეხება გარეთ ბეილის არყოფნას საქართველოს ნაკრებთან მატჩში, წაუვა თუ არ წაუვა თამაში, ბეილი როცა მინდორზეა, სულ სხვანაირი მოტივაციაა პარტნიორებისთვის. ის ნამდვილი სუპერვარსკვლავია...
სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კარგია, ბეილი რომ არ იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, გულშემატკივარს მოაკლდება სიამოვნება, ნახოს თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი. ესეც არ იყოს, ფეხბურთელი, ზოგადად, უფრო მეტს სწავლობს ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით. ფაქტი ერთია - უელსის ნაკრები ბეილის გარეშე გაცილებით სუსტია, ვიდრე მასთან ერთად და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დამისახელეთ ამ თამაშებიდან რომელს ვერ მოიგებდა მაღალი კლასის მწვრთნელი.
ამის შემდეგ რომ კაცს ვაისზე კარგის სათქმელად ენა მოუბრუნდება
,,ც,,დივიზიონში 39-ე ადგილზე განთავსებული ნაკრები მოხვდება სამგუნდიან ქვეჯგუფში,სადაც შესაძლო მეტოქეები იქნებიან ესტონეთი და კვიპროსი(ან ფინეთი) ,ხოლო ნახევარფინალში მეტოქე მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ და შესაძლო მეტოქის ძალა მხოლოდ დღევანდელი მოცემულობით განვსაზღვროთ არსებული რეიტინგით:ე.ი. დღევანდელი რეიტინგით ყველაზე შესაძლო ბულგარეთი(ან იგივე დონის ნაკრები),ფინალში-შოტლანდია(ან დაახლოებით მისი დონის)....
-რანგით ბოლო ,,ც,,-დივიზიონში პირველ ქვეჯგუფში ჩვენი ეროვნული ნაკრების შესაძლო მეტოქეები იქნებიან აზერბაიჯანი,ბელორუსი და სომხეთი. შესაძლოა მაკედონიამ გადაასწროს სომხეთს,რადგან დარჩენილი აქვს შეხვედრები გასვლაზე იტალიასთან და შინ-ლიჰტენშტეინთან,ხოლო სომხეთის ნაკრებს გასვლაზე-ყაზახეთში.რეალურად ალბათ მაინც აზერბაიჯანი,ბელორუსი,მაკედონია,ხოლო მაშინ ,,ც,,-დივიზიონში უკვე ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქე იქნება სომხეთი,ხოლო ფინალში-ყაზახეთი ან მოლდოვა....
პ.ს. მხოლოდ დადებითი შედეგისთვის,პრესტიჟისთვის უნდა ვიბრძოლოთ უელსთან და სერბეთში(სავარაუდოდ შესაძლოა უკვე საგზურმოპოვებულს მოტივაცია შედეგზე ნაკლები გააჩნდეს,მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ,,დავეხმაროთ,, უელსის დამარცხებით),გავიუმჯობესოთ რეიტინგი,როგორც ,,ერთა ლიგისთვის,, ასევე უფრო მნიშვნელოვანი ტურნირის,შესარჩევის წილისყრისთვის ,რომ უფრო მაღალ კალათაში მოვხვდეთ და შევამციროთ ,,გრანდის,, მოხვედრის შესაძლებლობა შესარჩევის ჯგუფში!
ეგ მამაცხონებული, არ იცოდა რა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდსი მოდიოდა? ან მაგისი დაწყობილი შემადგენლობა რამეს გავს-ვერაფრით იპოვა ძირითადი ბირთვი და ვერც სათადარიგო შემთხვევებისთვის... ერთი ოფიციალური მატჩი ვერ მოიგო... ბონუსურ სისტემას დათანხმდაო..აფერისტია და უმუშევრაი იყო-
იმაზეც ტანახმა იყო, რასაც გამოიმუშავებდა..ახლა, კობის თავისი ნაქნარის ალოკვააღარ უნდა და დაატრიალეს აზრი- შედეგეი არაა, მაგრამ უნდა დარჩეს მწვრთნელიო !
ვაის, შენით მაინც წადი ბიძიკო შინ!