"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
ირლანდიასთან და ავსტრიასთან ნათამაშები ფრის მერე რაღაც არ გამიგია ამ კაცისგან რომ ეთქვას თქვენი ფეხბურთელები აქ თამაშობენ და აქ არ თამაშობენო,დასჭირდა მიზეზი და მოიყვანა. შე კაი კაცო თამაშის წინ რომ იძახდი აუცილებლად უნდა მოვიგოთ პირველი თამაშიო მაშინ არ გახსოვდა სად თამაშობდნენ და როგორ თამაშობდნენ შენი გუნდის ფეხბურთელები?.ხვდება სერბეთთან ჩვენი შანსები ფრეზეც(მოგებაზე არაფერს ვამბობ)არის 10 პროცენტი და წინასწარ თავს იზღვევს.(სერბეთი პირდაპირ გადის ჩვენთან მოგებით,ნებისმიერი სხვა შედეგით გადათამაშებაში ხვდება)
jino7
07 ოქტომბერი 2017 16:52
2
ზუსტად! ეგრე იყო ყველა მწვრთნელი და არც ესაა გამონკლისი. რა დონი ნაკრებთან მოუწევდა მუშაობა არ იცოდა რომელიმემ? თუ შედეგს არ შეუფასებდნენ? არ სთხოვს არავინ ამ გუნდით მსოფლიოზე გასვლას, მაგრამ გადაბრუნებული ურემის არ იყოს, ეხლა თამაშობენ ფეხბურთელები ყაზახეთში და დანიაში? თუ დაბალი დონეა, სასწაულის მოხდენას ფიქრობდა რომელიმე ? მოლდოვას რომ სახლში ვერ მოუგებ, პერსპეტივა გვაქვსო არ უნდა თქვა. უბედურება აქ სხვა რამეა - არც ვაისის წასვლა და დარჩენა შეცვლის სიტუაციას
გგგ
07 ოქტომბერი 2017 23:29
0
გააუქმეთ საერთოდ ფეხბურთი თყვილა იხარჯება ამდენი ფული !
burti
07 ოქტომბერი 2017 09:54
4
არ უყვარს ამ კაცს ინდივიდუალისტები,არაბიძე ხომ დატოვა,ჭანტურია არ შემოიყვანა,მაგრამ ხოჭოლავა გამოუშვა თანაც თავდასხმაში,პანიკური გადაწყვეტილებები,შეცვლების დაგვიანებები,რავიცი,ერდათერთი რაც სწორედ გააკეთა მერებაშვილი რომ გადაწია თავის საყვარელ ფლანგზე და იქიდან კიდეც გაამწვავა,თავიდანვე რომ მანდ დაეწყო არა?ვერ გრძნობს თამაშს...სერბეთმა წააგო და ნახავთ დიდი ანგარიშით გადაგვთელაავსსსსს...ორი აზრი არ არის,დააბრუნეთ ქეცბაია,კომენტარებს მაინც აკეთებდა ჯიგრულს...არ მყავს მესები მე და რა ვქნა...
patrioti
07 ოქტომბერი 2017 09:37
2
არაბიძე 4-1 წააგო დანიაში გუშინ. რაგაცას რო წერთ ხო უნდა იცოდეთ.
A
07 ოქტომბერი 2017 11:06
6
ვაისი წავა? გუგავა მოვა
შალვა
07 ოქტომბერი 2017 21:25
5
საოცარი ისაა, ამ კაცის გაშვება-არგაშვებაზე რომ ვკამათობთ ქართველები. გარდა შედეგისა, კიდევ რა კრიტერიუმით ფასდება მწვრთნელი, არ მესმის. ამის შედეგი კი კატასტროფულია. ნორმალურ ქვეყანაში ვერც გაბედავდა კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს, მაგრამ აქ მწვანე შუქი აქვს ანთებული ფედერაციის მმართველი საძმაკაცოდან, რომელსაც ქართული ფეხბურთი ნაკრებიან-ყველაფრიანად საკუთარი ფაზენდა ჰგონია. ასეთი ყეყეჩი დამოკიდებულება იმ თაობასაც არ ჰქონდა, ვინაც ყველაზე დიდი წარმატებები მოუტანა ქართულ ფეხბურთს და ესენი ვინ მიგდია, პირადი გამორჩენის მეტი რა უკეთებიათ კარიერაში, რომელი საქვეყნოდ აღიარებული შედეგი დაუდიათ?!
შანსიც არ იყო, რომ ვაისს წარმატებისთვის მიეღწია, რადგან აბსოლუტურად უსამართლოდ გაგდებული მწვრთნელის მემკვიდრე იყო და თბილისში წელიწადში ორჯერ ჩამოსვლით სულ ნაკერავზეც რომ გამსკდარიყო, ცხადაძეზე უკეთეს შედეგს მაინც ვერ დადებდა.
ასეა ეს!
07 ოქტომბერი 2017 18:34
4
მართალია ვაისი,სად თამაშობენ და რას თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები,აქ პრობლემა ფედერაციის მიერ ფეხბურთელების აღზრდის არასწორ მიდგომაშია და გზა რომლითაც ფედერაცია ავითარებს ფეხბურთს კარგად ჩანს როგორც ძირითადი ისე ასაკობრივი ნაკრებების შედეგზე,ასევე ადგილობრივ ჩემპიონატზეც....ჩვენი ფეხბურთელები რომ გაუკუღმართებულად თამაშობენ ფეხბურთს და რაღაცეების აზრზე რომ არ არიან ეს ვაისის ბრალი ნამდვილად არაა,ეს ფეხბურთის არასწორი განვიტარების ბრალია...10 ფერგიუსონი და 10 ახალკაცი რომ დააყენო ნაკრების სათავეში მაინც არაფერი გამოვა, რადგან ჩანასახში არასწორედ ვითარდება ფეხბურთი საქართველოში და ეს შედეგზეც აისახება
nikola
07 ოქტომბერი 2017 14:47
2
სანამ აიფონები და გოგოები + კლუბები და მანქანები იქნება მოდაში არაფერი გვეშველება.

მაგრამ მთავარი ჩემი აზრით არის გაუნათლებლობა.
ზოგადი განათლება რა ...
ss
08 ოქტომბერი 2017 11:02
3
ეს თქვა ქეცბაიამ და ლამის ჩამოვახრჩვეთ.
Casila
07 ოქტომბერი 2017 22:09
2
დღეს გაანთავისუფლე ხორვატიის მთავარი მწვრთნელი თანანმდებობიდან - ანტე ჩაჩიჩი.
რა მოხდა ასეთი რომ ბოლო თამაშიც არ აცალეს საწყალ მწვრთნელს რომ ჩაეტარებინა ჯგუფში!!?? (ბოლო თამაშს ხორვატია მართავს კიევში ორტავეს 17-17 ქულა აქვთ და ხორვატიას ფრეც ეყოფა გასასვლელად).
აი რა მოხდა გუშინ ხორვატია ეთამაშა შინ ფინეთს და უგებდა 1-0 მაგრამ ჩაჩიჩმა აირჩია ანგარიშის შენარჩუნება და გადავიდა ყრუ დაცვაზე რაზეც დაისაჯა და ფინეთმა 90 წუთზე გაათანაბრა 1-1 (სხვათა შორის უელსიც შეიძლებოდა გუშინ დასჯილიყო კაკაბაძეს რომ ხეირიანად დაერტყა და არ ჩაეწოდებინა ბოლო წუთზე). აქედან გამომდინარე სად ჩაჩიჩი და ხორვატია და სად ვაისი და საქართველო!!??
ხორვატია
07 ოქტომბერი 2017 14:22
2
გვეკაიფება .რაქნას ცუდია უმუსშევრობა იცის ამ კაცმა )პასუხისმგებლობის თავზე აგება რასნისშნავს ეს შეაგნებიეთ.აგებ თამაშს და მცველი შემოგყავს 2/0 წაგება არუნდოდა)))
kkkk
07 ოქტომბერი 2017 09:37
1
ხოჭოლავა დაცვაში არ დაუყენებია. და აბსოლიტურად სწორად მოიქცა. ფეხბურთი რო არ იცით რატო წერთ. შეეშვით რა. მაგარი მწვრთნელია. ვაცადოთ და იქნება შედეგი. ამ ჯგუფში ასეთ გუნდებთან ფრეები არაა ადვილი. კარგია კარგიიი
A
07 ოქტომბერი 2017 11:12
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული