"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
მე ვიცი როგორც უნდა მოვიგოთ.
ორი სამი ფეხბურთელი ჩუმად უნდა შევუშვათ მინდორზე. რას გაიგებენ, დათვლას ხომ არ დაუწყებენ? 15 კაცმაც თუ ვერ მოიგო, მაშინ რისკზე წავიდეთ და მინდორზე ავტომატიანი თავდასხხმელები გავიყვანოთ, სამი ავტომატჩიკი საკმარისია, შედეგი უეჭველი გვექნება ამაზე მე ვარ ატვეჩაი.
კ ო მ ბ ლ ე
07 ოქტომბერი 2017 18:23
2
რაღაც ძალიან საეჭვოდ ეხვეწებიან ამას დარჩი დარჩიო.,,
ბ_-
07 ოქტომბერი 2017 16:09
2
რომ გაიძახით დარჩესო!! კი ბატონო დარჩეს, მაგრამ ერთი ვერ გამიგია აგერ უკვე სამი წელი გაილევა რაც ვაისი მწვრთნელია და როდის უნდა გადმოვიდეს საცხოვრებლად საქართველოში, რომ მთლიანად ჩაებას და გაერკვეს ჩვენი ცხოვრების არსში.მასე ბიძია მეც ვუყურებ ტელევიზორში ფეხბურთსა და შემიძლია დაგიხაზოთ რამდენიც გინდათ ტაქტიკა შემადგენლობა ნაკრების,თუ სლოვაკეთიდან კარგად ჩანს ჩვენი ბიჭები როგორ აგორავებენ ბურთს საქართველოში და შიათ თუ წყურიათ ერთ ფეხზე გკიდიათ!!??? რომ აგიჩემებიათ დაბალი დონეა ქართულ ფეხბურთშიო ვაისი რა თავს იკლავს საქართველოს ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად თუ წელიწადში 5-ჯერ შეკრიბავს 10 დღით ნაკრებს და ეგ გონიათ ფედერაციას საქმე გაკეთებული!!??? უხადეთ მაშინ ფული ყოველ წლიურად კი არა, არამედ რამდენჯერაც ჩამოვა და გაივლ გამოივლის მინდორზე!!არც ვაისია ნიკლუხო მაკლაი და არც ჩვენ, ქართველები ვართ პაპუასები ფეხბურთში. ეს ნაკრები ჩვენი ხალხისაა და არა ფედერაციის და ვაისის! იქნებ გამონახოთ დროფედერაციამ და მიმართოთ ხალხს სად მიდის ამდენი ხარჯები სანამ ჯერ კიდევ დროა!! ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია
08 ოქტომბერი 2017 12:35
1
არ ვეთანხმები ამ ეტაპზე ჩამოყვანილ მწვრთნელებს არც ნაკრებში და არც კლუბებში. ფაქტი სახეზეა რაც ხდება და ჯიუტად არ ვაგრძელებთ ისევ. მხოლოდ ფიზმომზადების მწვრთნელების მიყვანა აუცილებელია რომ გაიზარდნონ ამ მიმართულების სპეციალისტები.ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენს ქვეყანას მენტალიტეტს ხასიათს და ნიჭს მორგებული საფეხბურთო პროგრამა!!!!
Dragonfly
08 ოქტომბერი 2017 08:05
1
სხვა არც ერთ საფეხბურთო კლუბს არა ააქვს ნორმალური სავარჯიშო პირობა და მინდორი არც ერთ სხვა საფეხბურთო სკოლას და კიდევ კარგ დღეში ვართ. თუ გვინდა რომ ფეხბურთი წინ წავიდეს საფეხბურთო ბუმი უნდა დაიწყოს ქვეყანაში 3-4 წელი დაჭირდება პარარელურად რომ მოეწყოს კარგი იმფრასტრუქტურა და 3-4 წელიწადსი უკვე ვიგრძნობთ შედაგს თუ არ დავიწყეთ ვერასდროს მივაღწევთ და აგერ უკვე 27 წელი გავიდა და რას ველოდებით არ ვიცი ამ პერიოდში ისეთი ქვეყნები განვითარდნენ რომლებიც საფეხბურთო რუქაზე არც იყვნენ
Dragonfly
08 ოქტომბერი 2017 07:54
1
შენ ბაბუა ახალგაზრდა ხარ ალბათ !! დაუკავშირდი ძოძუაშვილს თუ გაინტერესებს (მე მანდ დავწერე) და გეტყვის რაი იყო და ვინ ურევდა ნაკრებში საქმეს!! გუცაევმა მალტის ტურნირი მოიგო და მაინც გაუშვეს შედი და ნახე გუცაევის ნამონაგარი და მერე შეადარე ეგ ხალხი წკვინტლიან ვიასს!!
ვინ გვინდას?
07 ოქტომბერი 2017 14:29
4
ამ კაცმა დვალიშვილის თამაშიც კი მომანატრა!! ეს ვინა ყოფილა!!
ყაზახეთი
07 ოქტომბერი 2017 13:49
3
ხორვატიის მთავარმა მწვრთნელმა ანტე ჩაჩიჩმა თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავის თავზე აიღო ის შედეგები რაც ხორვატიამ აქამდე დააგროვა (17 ქულა მეორე ადგილი). აღიარა ისიც რომ მან დააყენა ხორვატიის გასვლა არ გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ!!?? აი მწვრთნელი!!!
მწვრთნელი
08 ოქტომბერი 2017 12:53
1
ვაისს ხომ აძლევენ ხელფასს და შედეგი გვაქვს ნული . დამნიშნონ მე მწვრთნელად და უარესი შედეგი ნამდვილად ვერ მექნება . მე მომცენ მაგ ხელფასი არ შეიძლება? თუ კობის ახლობელი უნდა ვიყო მაინცდამაინც?
ზუუბიი
08 ოქტომბერი 2017 13:02
1
ვაისს ხომ აძლევენ ხელფასს და შედეგი გვაქვს ნული . დამნიშნონ მე მწვრთნელად და უარესი შედეგი ნამდვილად ვერ მექნება . მე მომცენ მაგ ხელფასი არ შეიძლება? თუ კობის ახლობელი უნდა ვიყო მაინცდამაინც?
ზუუბიი
08 ოქტომბერი 2017 12:59
1
არაბიძემ კი არა გეგუჩაძემ წააგო დანიაში,არ შეიძლება ესეთი კონტიგენტით ასეთი უღიმღამო თამაშის ჩვენება....ხო და ჯანოს და ოქრის არყოფნაში არაბაბიძის ნაირი ინდივიდუალისტი წაადგებოდა,ამ ფლანგებიდან ჩაწოდებით ვერ გავიდოდნენ ფონს უელსთან...ხოჭოლავა კიდევ მცველიააა და გამოიყვანა მეორე თავდასხმელად მაღალ ბურთზე სათამაშოთ რაც იყო შეცდომა ...ხო და როცა ვერ ერკვევი აღარ უნდა იფროფესორო....არც ერთი მოგება...სად არის შედეგი? ცხადაძე რატომ გაუშვეს?ვითომ შედეგი არ ჰქონდაო...დაეწყო ამასაც ქეცბაია ნახეთ სად თამაშობენ თვენი ფეხბურთელები და თავის მართლება...
patrioti
08 ოქტომბერი 2017 10:29
2
მართალს ამბობს - ჩვენს ეროვნულ ნაკრებს შედარებით წარმატებები მაშინ ქონდა როცა ფეხბურთელების წამყვანი ნაწილი ევროპის მეტნაკლებად ძლიერ გინდებში თამაშობდა - ეხლა კიდე მარტო რუსეთის ჩემპიონატში მონაწილე ლეგიონელების იმედად ვართ - დაბალია რუსეთის ჩემპიონატის დონე და შესაბამისად დაბალია იქ მოღვაწე ლეგიონერების კვალიფიკაციაც!
brola*
07 ოქტომბერი 2017 16:28
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული