"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
ჩაავქოლოთ აბა მიდით.რას ერჩით მწვთნელს?მოლდოვასთან ბურთი გაშვება მისი ბრალი იყო რომ ჩვენი ნაკრებო ვერ ახერხებს ბოლოწამებამდე თამაშს?ან მჭედლიძემ,რომ ვერ შეაგდო პირისპირ და ვერ მოვიგეთ მისი ბრალი იყო?სერბთან ვაკომ ვერ შეაგდო პასი ვერ გაიმეტა ვაისის ბრალია ეს დაავალა?ირლანდიასთან გასვლაზე რო მ ჩაქვთმლიმა რამოდენიმე წამი მისი ბრალი იყო?ტაკტიკა ხოდააყენა და ბურთს პლობს ჩვენები აბ პირისპირ ვერ გატანა რა მისი ბრალია ლოგოკა შეეგდო ვაკოს, ლევანს ვაისი იქნებოდა მაგარი მწვთნელი ხო.ფეხბურთს ვთამაშობთ როგორც იქნა.ხოლო გატანა ფეხბურთელის საქმე და არა მწვთნელის
xoneli
07 ოქტომბერი 2017 09:27
10
წავიდეს ვაისი რა გახდა მისი გაშვება, რატო უნდა დარჩეს რის გამო, მიზეზს ვერ ვპოულობ, რა ვეღარ გაძღა, ახლა სხვა გავაძღოთ და ეგება რამე შედეგსაც გამოვკრათ ხელი
iohan boskampi:))
07 ოქტომბერი 2017 15:37
2
ვაისის წასვლა საქმეს არ გამოასწორებს, გაუშვათ ვაისი ეს ყველაზე მარტივია ...ვაისამდე რამდენი მწბრთნელი გაუშვით,მაგრამ არაფერი გვეშველა...აქ პრობლემა ფეხბურთელების კვალიფიკაციაშია,მათ არასწორ დამოკიდებულებაშია ფეხბურთისადმი..ჩვენი ფეხბურთელები საშინაო დავალებას 2-იანზე ასრულებენ..ფეხბურYის თამაშის ცოდნა ძალიან ცუდი აქვთ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი 20 ათასი ექიმისათვი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებას აპირებს და მე ვთხოვ სპორტის კომიტეტს ფეხბურთელებსაც მოვთხოვოთ საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარება...თორემ დაგვაწყდა ნერვები ამდენი წაგებული ტამაშის შემყურე..
NIKOLA
07 ოქტომბერი 2017 16:38
1
ქეცბაიას მოუბოდიშეთ და მოიყვანეთ ნაკრებში...მაგაზე კარგი შედეგი არავის ჰქონია
თედო
07 ოქტომბერი 2017 14:23
14
1998 წლის მსოფლიოს შესარჩევში ყიფიანმა და ძოძუაშვილმა პოლონეთს 3-0 მოუგო თბილისში (სხვათაშორის ვესწრებოდი ამ თამაშს და იმასაც ვუყურე 4-1 როგორ განადგურდა ჩვენი ნაკრები პოლონეთში თუმცა პირველი გოლი არველაძემ შეაგდო) "თუმცა,ისე მოხდა, რომ დავით ყიფიანი ამ მატჩის შემდეგ საკუთარი სურვილით წავიდაო" ამბობენ ზოგიერთები. ეგ ტყუილია და ფედერაციამ მაშინ ისეთი დარტყმა მიაყენა ყიფიანს რო ენით აუწერელი (დამისახელეთ რომელიმე მწვრთნელი 3-0 მოგების შემდეგ "თავის სურვილით" რომ მიდის?) რა მოხდა მაშინ რევაზ ძოძუაშვილმა კარგად იცის და თუ დაინტერესდებით კითხეთ. ეგ კაი მაგრამ ვლადიმერ გუცაევმა რაღა დააშავა ისიც რომ გაიმეტეს მასე!!?? კაცი ახლგაზრდულს წვრთნიდა, თუნდაც რად ღირს რუსთავში გერმანიასთან თამაში იმ გერმანიის ნაკრებიდან ბევრი ვარსკვლავი გახდა მერე. გუცაევიც ასევე მაშინდელ ფედერაციის ღორმუცელობას ემსხვერპლა. ახლა შეადარეთ ვაისი და მისი ხელფასი ან ყიფიანის ან გუცაევის ნამუშევარს და გასამრჯელოს. ჰოოოოოოოო, მართალი იმაშია რომ ვერც ეხლა გაძღა ფედერაცია ფულის ფლანგვით და უნდათ რომ დაგვანახონ ის თამაშები სადაც ჩვენმა გუნდმა ფრე ითამაშა (აქედან ორი მოლდოვასთან!!!!!!) ვაისმა გუნდი დააყენაო. სისულელეა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყიფიანმა პოლონეთს 3-0 მოუგო და "თავის სურვილით წავიდა" კაცი, ვაისმა არცერთხელ არ მოიგო და სურვილც არ გააჩნია რომ წავიდეს თავ აწეული("ფული ჯოჯოხეთს ანათებსო") ასეა ჩვენი საქმე და სულ არა აქვს დიდი მნიშვნელობა დგეს მოიგო თუ წააგო ნაკრებმა მეხუთე ადგილს ვხეხავთ მაინც ჯგუფში.
გულშემატკივარი
07 ოქტომბერი 2017 14:03
3
ყიფიანის ისტორია არ ვიცი რატომ წავიდა მაგრამ ორ საკითხში ვერ დაგეთანხმებით. 1) გუცაევის შედეგი არ ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში, მიუხედავად იმის რომ მანამდე ახალგაზრდულში მაგარი შედეგი აჩვენა. უფრო მეტიც, გუნდში არეულობა დაიწყო. შეიცვალა ნაკრების კაპიტანი, და ზოგადად ბევრი უკმაყოფილო ფეხბურთელი დაგროვდა. ძალიან სუსტ შესარჩევ ჯგუფში ძალიან მაგარი შემადგენლობით აჩვენა ცუდი შედეგი. 2) ვაისს არ აქვს განსაკუთრებულად დიდი ხელფასი. მისი გუნდი კი აშკარად სწორ ფეხბურთს თამაშობს. ბურთის დაჭერა მაინც არ ეშინიათ ბიჭებს და უაზროდ წინ არ იშორებენ დაცვიდან. დანარჩენი კლასის საქმეა რომ ვერ ასრულებენ ვაისის ყველაზე დიდ ნაკლად მე ის მიმაჩნია გადამწყვეტ მომენტებში რომ თავდასხმაში წასვლას ვერ ბედავს და შეცვლებს აგვიანებს (მაგ გუშინ ჭანტურია უნდა შეეყვანა უფრო ადრე ჩემი აზრით) მაგრამ საბოლოო ჯამში მისი კლასი იდეალურია იმ ფასად რასაც უხდიან. ნაკრებში ნორმალური ატმოსფეროა და კონფლიქტები არ არის. ამ ნაკრებს სხვა ვინ შეძლებს რომ უკეთესი ფეხბურთი ათამაშოს მე ვერ წარმომიდგენია. რაღაც კურსი აქვს აღებული კაცს და ჩემი აზრით კარგი იქნება თუ დავაცდით
ვინ გვინდა?
07 ოქტომბერი 2017 14:20
9
ცხადაძე დააბრუნეთ
aferist
07 ოქტომბერი 2017 12:18
10
ეს კაცი არის პროფესიონალი თაღლითი, 3 უთამაშებელ საყრდენს რო დააყენებ, რანაირად უნდა შეუტიო? დაეყენებია ხოჭო და აბუ, რო იძახის არ მყავდა სხვაო. დ ჯგუფიდან გასვლას ჩალიჩობენ. იმედია გაისად კანკავა, დვალიშვილი, ლორია დამთავრდება. კვეკვემ და გვილიამ სასწრაფოდ გუნდები უნდა შეიცვალონ, ებრალიძე და არაბიძე ნაკრებში, გუნდი 95 პროცენტით გადასახალისებელია
რატო
07 ოქტომბერი 2017 10:32
3
ხალხო როდემდე უნდა გვაბოლოს ფედერაციამ
გამოვიდნენ და აგვიხსნან როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უნამუსობა მათი მხრიდან
წილში უზიან ამ მწვრთნელს და იმიტომ ტოვებენ ?
ყოველი თამაშის შემდეგ ცუდად ვხდები ამ "ფეხბურთელების" შემხედვარე
federacia
07 ოქტომბერი 2017 20:37
5
საიდან მოდიხართ ეს ნათელაშვილი ხალხი ?
ეს ფედერაცია რასაც აკეთებს სხვა ერთად აღებულ ყველა ფედერაციას არ გაუკეთებიაა ზუგდიდში სტადიონი რო შენდება და სხვა ქალაქებში მარტო ეგ რად ღირს!!! ასე თუ ისე რაღაც კეთდება და უმაქნისი ფეხბურთელებით სხვა რა გინდაა რო იქმნეს გაძლიერდება ნელნელა ეროვნული ჩემპიონატი აიწევს დონეე და დალაგდება ნელნელა ყველაფერიი სამ წელში რა გინდა მსოფლიოზე გახვიდეე ? ცოტა აზრზე მოდით რაა
lasha
08 ოქტომბერი 2017 01:30
5
საოცარი ხალხი ხართ აქ ზოგი ფულზე აპელირებს... ფულს ხომ იღებს მაინცო და რა ენაღვლებაო... ცხადაძეზე ერთი ამბავი ატეხეთ! გადაეხადათ კონტრაქტში რაც იყო ჩაწერილი თავიდანვე(მეასეჯერ ვიმეორებ კონტრაქტის გაწყვეტისთვის მაინც იგივე გადაუხადეს რაც უნდა გადაეხადათ კონტრაქტით)! დანამატებზე და პრემიებზე არ გაქვთ პრობლემა მთავრობაში რომ იღებენ და მართლაც საოცარი ხალხი ხართ, ანტიკვარი! ცხადაძეც არანაკლებ ათამაშებდა გუნდს, ჯანო ცხადაძემ დასვა იმ პოზიციაზე რაზეც ვაისი ათამაშებს ეხლა!
svan
07 ოქტომბერი 2017 16:39
2
თუ ჩვენ გულშემატკივრებმა ჟურნალისტებთან ერთად არ ამოვიღეთ ხმა ვაისს ისევ დატოვებენ.არ არის ცუდი მწვრთნელი მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს.არ აკეთებს შეცვლებს დროულად,ვერ იღებს ფებურთელებისგან მაქსიმუმს,ვერ მუხტავს საბრძოლველად,არასწორი ტაქტიკით ათამაშებს გუნდს თითქოს ეშინია შეტევის და ა.შ. ქართველი მწვრთნელია საჭირო, კერძოდ ცხადაძე.მაშინდელი გუნდი გაცილებით უფრო ძლიერი იყო.კობიაშვილი უნდა ვაიძულოთ რომ ვაისი გაუშვას და ქართველი დააყენოს.ჯურნალისტებო პირველ რიგში თქვენ უნდა იაქტიუროდ,დაწერეთ ბოლო დროის მწვრთნელების შედეგები და გამოჩნდება ვინ ვის ჯობია.
ვარლამი
07 ოქტომბერი 2017 16:38
4
რატომ ცემთ სულ სხვა პასუხს და თავს არიდებთ კითხვას, გამართლება რა შუაშია, როცა 2 თამაშს ითამაშებ მოლდოვასთან და ერთს ვერ მოიგებ?! ისლანდიას რა ფეხბურთელები ყავდა პლეიოფში რომ გავიდა ევროპის ჩემპიონატის?! ან ესტონეთს საერთოდ თუ არ ვცდები 2014 გავიდა მეორე ადგილზე... გადაავლეთ თვალი მაინც რა გუნდებს აქვთ გამარჯვება და ჩვენ არა!
svan
07 ოქტომბერი 2017 16:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული