"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
ვაისი წავა? გუგავა მოვა
შალვა
07 ოქტომბერი 2017 21:25
5
ძალიან არ მომეწონა და ძალიან ცუდად მენიშნა ვაისის ეგ გამოთქმა,ისევე როგორც ყველა აქ დამპოსტავს.ვაისი თამაშის წინ აცხადებდა,გამარჯვებისათვის ვიბრძოლებთო,მაგრამ თამაშმა აჩვენა რომ გუნდი გამარჯვებისთვის საბრძოლველად კი არ იყო მომართული,არამედ არ წასაგებად.მთელი 75 წუთი გუნდის სათამაშო ვექტორი არა გასამწვავებლად იყო მიმართული,არამედ უკან,ანგარიშის შესანარჩუნებლად.ასეთ თამაშში კი ძალიან ძნელია ანთებული თვალებით და გულით თამაში.შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.როდესაც გუნდში შემქმნელი ფეხბურთელები გაკლია და მწვავე პასი ვერ კეთდება,თანაც ცენტრში მაღალი ქვილითაია გიდგას,ლოგიკური იქნებოდა ფლანგებიდან ჩაწოდებები და მისი დასწრებაზე თამაში,მაგრამ ამის მცდელობაც კი ვერ ვნახე,გარდა ერთისა და მაშინაც მცველთა ზურგს უკან დამალულ ქვილითაიას,პირდაპირ თავზე დაასვეს ბურთი,მაგრამ ვერ შეირგო პასი,კარს ააცილა სრულიად ხელშეუშლელად დარტყმული.რეალურად რა გამოვიდოდა არ ვიცი,მაგრამ რასაც ნაკრები თამაშობდა,ჩემი აზრით,გაცილებით პროდუქტიული იქნებოდა ქვილითაიას ნაცვლად სიხარულიძის დაყენება,შეცვლებმა კი როგორც ყოველთვის დააგვიანა ,დაღლილმა ბიჭებმა ახალშემოსულებთან ერთად თამაშის გამწვავება სულ რამდენიმე წუთითღა შეძლეს და ძველ ბატარეასავით ჩაქრნენ.ჩემთვის გაცილებით მისაღები იქნებოდა ბიჭებს წაეგოთ,მაგრამ წაეგოთ საკუთარი შანსის ძებნაში,ჩვენ კი ვნახეთ წაგება,როგორმე არ წავაგოთ,თამაშით.ქეცბაიადან წამოსული,ისევ ქეცბაისთან მივედით თამაშითაც,შედეგითაც და სიტყვებითაც.ყველაფერი ისევ ის არის,მხოლოდ კიდევ ორი წელი გავიდა.
სოსო
07 ოქტომბერი 2017 20:54
2
ხალხო როდემდე უნდა გვაბოლოს ფედერაციამ
გამოვიდნენ და აგვიხსნან როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უნამუსობა მათი მხრიდან
წილში უზიან ამ მწვრთნელს და იმიტომ ტოვებენ ?
ყოველი თამაშის შემდეგ ცუდად ვხდები ამ "ფეხბურთელების" შემხედვარე
federacia
07 ოქტომბერი 2017 20:37
5
საიდან მოდიხართ ეს ნათელაშვილი ხალხი ?
ეს ფედერაცია რასაც აკეთებს სხვა ერთად აღებულ ყველა ფედერაციას არ გაუკეთებიაა ზუგდიდში სტადიონი რო შენდება და სხვა ქალაქებში მარტო ეგ რად ღირს!!! ასე თუ ისე რაღაც კეთდება და უმაქნისი ფეხბურთელებით სხვა რა გინდაა რო იქმნეს გაძლიერდება ნელნელა ეროვნული ჩემპიონატი აიწევს დონეე და დალაგდება ნელნელა ყველაფერიი სამ წელში რა გინდა მსოფლიოზე გახვიდეე ? ცოტა აზრზე მოდით რაა
lasha
08 ოქტომბერი 2017 01:30
5
არცერთი ევროპული ქვეყანა ვაისს არ აიყვანს (თუ არ ჩავთვლით ჩვენზე დაბალ დონის) ცოტა კარგი რეპუტაციის მწვრთნელი კიდევ ჩვენთან არ მოვა პრესტიჟს გაუფრთხილდება იციან რო წარმატებას ნაკლებად მიაღწევენ,ვაისს კიდე დასაკარგი არაფერი აქვს სლოვაკეთმა გაუშვა სხვაგან ნაკრებში არც უმუშავია ასე რო მაგას დარჩენა უფრო აწყობს. ასე რომ მე პირადად უცხოელ მწვრთნელებში ფული ყრა არ მიმაჩნია მართებულად.გადახედეთ ყოფილ უცხოელ მწვრთნელებს იშოვეს ფული და გაქრნენ ვინმე ევროპაში გამოჩენილა.
დავით
07 ოქტომბერი 2017 20:23
3
შევქმნათ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ლიდერი (1,2 და 3-ე ადგილზე გასულებიდან) გუნდებიდან გამორჩეული ფეხბურთელების ალტერნატიული ნაკრები და ვათამაშოთ ვაისის ნაკრებთან.
აი ნახავთ შედეგს. იქნება 3:0 ალტერნატიული გუნდის სასარგებლოდ. მეორე თამაშზე იქნება 5:0.
დამიჯერეთ
07 ოქტომბერი 2017 19:20
2
მომეწონა ეს აზრი,შეიქმნას ალტერნატიული ნაკრები მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატე მოთამაშეებისაგან,გავაჯიბროთ ვაისი თუ უისის ნაკრებს და გამარჯვებულმა იბურთაოს ევროპის და მსოფლიო მუნდიალებზე.
otari
08 ოქტომბერი 2017 14:26
0
საოცარი ისაა, ამ კაცის გაშვება-არგაშვებაზე რომ ვკამათობთ ქართველები. გარდა შედეგისა, კიდევ რა კრიტერიუმით ფასდება მწვრთნელი, არ მესმის. ამის შედეგი კი კატასტროფულია. ნორმალურ ქვეყანაში ვერც გაბედავდა კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს, მაგრამ აქ მწვანე შუქი აქვს ანთებული ფედერაციის მმართველი საძმაკაცოდან, რომელსაც ქართული ფეხბურთი ნაკრებიან-ყველაფრიანად საკუთარი ფაზენდა ჰგონია. ასეთი ყეყეჩი დამოკიდებულება იმ თაობასაც არ ჰქონდა, ვინაც ყველაზე დიდი წარმატებები მოუტანა ქართულ ფეხბურთს და ესენი ვინ მიგდია, პირადი გამორჩენის მეტი რა უკეთებიათ კარიერაში, რომელი საქვეყნოდ აღიარებული შედეგი დაუდიათ?!
შანსიც არ იყო, რომ ვაისს წარმატებისთვის მიეღწია, რადგან აბსოლუტურად უსამართლოდ გაგდებული მწვრთნელის მემკვიდრე იყო და თბილისში წელიწადში ორჯერ ჩამოსვლით სულ ნაკერავზეც რომ გამსკდარიყო, ცხადაძეზე უკეთეს შედეგს მაინც ვერ დადებდა.
ასეა ეს!
07 ოქტომბერი 2017 18:34
4
მე ვიცი როგორც უნდა მოვიგოთ.
ორი სამი ფეხბურთელი ჩუმად უნდა შევუშვათ მინდორზე. რას გაიგებენ, დათვლას ხომ არ დაუწყებენ? 15 კაცმაც თუ ვერ მოიგო, მაშინ რისკზე წავიდეთ და მინდორზე ავტომატიანი თავდასხხმელები გავიყვანოთ, სამი ავტომატჩიკი საკმარისია, შედეგი უეჭველი გვექნება ამაზე მე ვარ ატვეჩაი.
კ ო მ ბ ლ ე
07 ოქტომბერი 2017 18:23
2
მილტონ ჰეიგი იტყოდა "ჩვენი"
ესაა ჩემი კომენტარი
07 ოქტომბერი 2017 17:05
2
იმიტომ რომ ისეთი სახელმწიფოდან არის , რომელიც სხვა სახელმწიფოს ტრადიციებსა და კულტურებს პატივს სცემს, ეს სჩვევიათ ავსტრალიელებს, ამერიკელებს, ბრიტანელებს და დასავლურ-ევროპულ სახელმწიფოებს, სადაც ჩადიან იქაურ ქუდს იხურავენ , რუსეთის ქართველი ელჩი რომ იყო, ისიც კი არ საუბრობდა მაგალითად ქართულად და ამერიკის ყველა ელჩი ქართულად საუბრობდა ვინც კი აქ ჩამოვიდა, მილტონიც საუბრობს ქართულად
ვახტანგი
07 ოქტომბერი 2017 18:22
3
ირლანდიასთან და ავსტრიასთან ნათამაშები ფრის მერე რაღაც არ გამიგია ამ კაცისგან რომ ეთქვას თქვენი ფეხბურთელები აქ თამაშობენ და აქ არ თამაშობენო,დასჭირდა მიზეზი და მოიყვანა. შე კაი კაცო თამაშის წინ რომ იძახდი აუცილებლად უნდა მოვიგოთ პირველი თამაშიო მაშინ არ გახსოვდა სად თამაშობდნენ და როგორ თამაშობდნენ შენი გუნდის ფეხბურთელები?.ხვდება სერბეთთან ჩვენი შანსები ფრეზეც(მოგებაზე არაფერს ვამბობ)არის 10 პროცენტი და წინასწარ თავს იზღვევს.(სერბეთი პირდაპირ გადის ჩვენთან მოგებით,ნებისმიერი სხვა შედეგით გადათამაშებაში ხვდება)
jino7
07 ოქტომბერი 2017 16:52
2
ზუსტად! ეგრე იყო ყველა მწვრთნელი და არც ესაა გამონკლისი. რა დონი ნაკრებთან მოუწევდა მუშაობა არ იცოდა რომელიმემ? თუ შედეგს არ შეუფასებდნენ? არ სთხოვს არავინ ამ გუნდით მსოფლიოზე გასვლას, მაგრამ გადაბრუნებული ურემის არ იყოს, ეხლა თამაშობენ ფეხბურთელები ყაზახეთში და დანიაში? თუ დაბალი დონეა, სასწაულის მოხდენას ფიქრობდა რომელიმე ? მოლდოვას რომ სახლში ვერ მოუგებ, პერსპეტივა გვაქვსო არ უნდა თქვა. უბედურება აქ სხვა რამეა - არც ვაისის წასვლა და დარჩენა შეცვლის სიტუაციას
გგგ
07 ოქტომბერი 2017 23:29
0
საოცარი ხალხი ხართ აქ ზოგი ფულზე აპელირებს... ფულს ხომ იღებს მაინცო და რა ენაღვლებაო... ცხადაძეზე ერთი ამბავი ატეხეთ! გადაეხადათ კონტრაქტში რაც იყო ჩაწერილი თავიდანვე(მეასეჯერ ვიმეორებ კონტრაქტის გაწყვეტისთვის მაინც იგივე გადაუხადეს რაც უნდა გადაეხადათ კონტრაქტით)! დანამატებზე და პრემიებზე არ გაქვთ პრობლემა მთავრობაში რომ იღებენ და მართლაც საოცარი ხალხი ხართ, ანტიკვარი! ცხადაძეც არანაკლებ ათამაშებდა გუნდს, ჯანო ცხადაძემ დასვა იმ პოზიციაზე რაზეც ვაისი ათამაშებს ეხლა!
svan
07 ოქტომბერი 2017 16:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული