ნაკრებმა 10 ჩატარებულ მატჩში 5 ფრედ ითამაშა და 5 წააგო. გაიტანა 8 გოლი, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.8 გოლი.
121-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით: ამათგან 33-ჯერ ზუსტად, 51-ჯერ არაზუსტად, 37 დარტყმა დაბლოკეს და 6-ჯერ მოარტყეს ხარიხას.
162 მცდელობიდან ჩვენმა ნაკრებმა ბურთი 83-ჯერ ჩაჭრა, რაც 51-პროცენტიანი მაჩვენებელია.
საქართველოს ნაკრებმა ჯამში 31 კუთხური ჩამოაწოდა, საშუალოდ 3.1 კუთხური მატჩში.
სტატისტიკაში ყველაზე
ყველაზე დიდი ბურთის ფლობა საქართველო-ირლანდიას (1:1) მატჩში გვქონდა - 69%, შემდეგია მოლდოვა-საქართველო (2:2) - 61% და საქართველო-უელსი (0:1) - 58%.
ბურთის ფლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა: ავსტრია-საქართველო (1:1) - 43%, უელსი-საქართველო (1:1) - 50% და საქართველო - სერბეთი (1:3) - 51%.
ასევე არარეალურად შეიძლება მოგეჩვენოთ პასის სიზუსტე, 4512 გაცემული პასიდან 3871 ზუსტი - 85%.
მეკარეების მონაგარი საკვალიფიკაციოზე 24 "სეივია" და 14 გაშვებული გოლი. ამათგან 6 მატჩში 9 გოლი გაუშვა გიორგი ლორიამ და 4 შეხვედრაში 5 გოლი გიორგი მაკარიძემ. აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩში გავუშვით გოლი.
137-ჯერ არიან დაჯარიმებულები ქართველი ფეხბურთელები და 17 ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული, წითელი ბარათი არ მიგვიღია.
ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი იყო, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა ჯანო ანანიძემ. 1 გოლი და 1 გადაცემაა ნიკა კაჭარავას ანგარიშზე.
დანარჩენი 3 გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი მერებაშვილმა და ვაკო გვილიამ გაიტანეს. 1-1 საგოლე გადაცემა აქვთ გაკეთებული დავით სხირტლაძეს და ჯიმი ტაბიძეს.
ყველაზე მეტი გოლი მოლდოვას ნაკრებს კიშინიოვში გავუტანეთ - 2 გოლი (2:2). ყველაზე მეტი თბილისში სერბეთმა გაგვიტანა - 3 გოლი (1:3).
ყველა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო: გურამ კაშიამ, გიორგი ნავალოვსკიმ და ვაკო ყაზაიშვილმა.
რაც შეეხება შემტევ ხაზს, ყველაზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და არანაირი შედეგი არ ჰქონია: გიორგი ქვილითაიას, ვლადიმერ დვალიშვილს და ჯაბა ჯიღაურს - 6 მატჩი.
"ყური მომიგდეთ ყმაწვილებო და დაიხსომეთ. შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი! ჰმ, რაღა ამოიყვანს!? ვაი მამულო გასამეტებულო. მეცოდება, მეცოდება ჩემი სამშობლო საქართველო, ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილი, გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი, ვეფხვი უსულოდ დამარცხებული. იმარხება საქართველო! იმარხება ქრისტეს კუნძული! ღმერთო, შენი მაქვს იმედი, ფეხზე დააყენე ჩემი მამული. მოგვეც განახლების ძალთაგონიერება. ღმერთო შენ დაამხე ჩვენი მტერი ქართველყლაპია! აღსდექ საქართველო!
ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა, საქმეა საჭირო საქმე. ნუ გეშინიათ ხალხო! ისევ დაგვებადება: აღმაშენებელი, რუსთაველი,თამარი. ქუდზე კაცი! ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული! აღსდექ საქართველოვ! აღსდექ საქართველოვ!
ყველამ ერთხმად შევ....! ჰმ გაპარულან ე ვირები, ეჰჰ. (ნახეთ ფილმი "ნატვრი ხე").