მატჩის დღე! წამოვდგეთ, მარცხის შემდეგ - საქართველო VS ალბანეთი

AutoSharing Option
უკრაინასთან (0:1) მარცხის შემდეგ, "ერთა ლიგის" მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს - დღეს, 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხზე".

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ვილი სანიოლის ფეხბურთელები ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზე არიან და იმედია, ამ პოზიციას ნოემბრის ჩათვლით შეინარჩუნებენ. შეგახსენებთ, მომდევნო თვეში, ჯერ უკრაინას ბათუმში უნდა დავუხვდეთ, ბოლოს კი ჩეხეთში ვითამაშოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსებზე დეტალურად დავწერეთ. იმისთვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს, "ერთა ლიგაზე" ჯგუფის მოგება ისაა, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ამავდროულად, ამით მომავალ ტურნირზე "ა" დივიზიონში გადავინაცვლებთ.

ალბანელებმა ზედიზედ ორი
შეხვედრა დათმეს. სილვიონიოს გუნდს დასკვნითი ორი დაპირისპირება საკუთარ მოედანზე აქვს და ამის ძალიან ეიმედებათ, თავიანთი შანსებისთვის კი თბილისშიც იბრძოლებენ. სექტემბერში ტირანაში გიორგი ქოჩორაშვილის გოლით (1:0) მოვიგეთ, რომელიც ახლა დისკვალიფიცირებულია. ალბანელებს ქართველებთან 2005 წლის შემდეგ არ გაუმარჯვიათ, "ჯვაროსნებს" მათთან წარმატების მიღწევა არასდროს უჭირდა.

"ქოჩორას" არყოფნაში "კიტეს" მნიშვნელობა გაიზრდება

Sportall.Ge

დისკვალიფიკაცია ვახსენეთ, რაც ნახევარდაცვაში ცვლილებას ნიშნავს. მოსალოდნელია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე უფრო სიღრმიდან ითამაშებს, სასტარტოში კი ზურიკო დავითაშვილის ადგილი გამოიძებნება. ამ ვითარებაში, ოთარ კიტეიშვილის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. ცვლილებას მარცხენა ფლანგზეც ველით, სადაც გიორგი წიტაიშვილი უნდა გამოჩნდეს. ალბანელთა შეტევაში ყაზანის "რუბინის" 26 წლის თავდამსხმელი, მირლინდ დაკუ იქნება. მან ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, დისკვალიფიკაციის მიღებაც მოასწრო და შემდეგ ნაკრებში მხოლოდ ახლა, ჩეხეთთან გამოჩნდა.
მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ასლანი და "რეინჯერსის" შემტევი ბაირამი სახიფათონი არიან.

მარცხიდან რამდენიმე დღეში, ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები განსაკუთრებით მონდომებულები იქნებიან, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გამარჯვებას მიაღწიონ!.. შეხვედრას ძალიან ცნობილი არბიტრი, ნიდერლანდელი მაკელიე გაუძღვება. ევრო 2024-ზე ის 8 წუთის დამატებისთვის დასაჯეს.

altრატომ წავაგეთ? - ამ კუთხით მხოლოდ მოედანსა და ერთ შეცდომას რომ არ დავაბრალოთ...

მკითხველის კომენტარები / 72 /
მაგდენი უსაქმური რომ ხართ ფედერაციაში, მსუყე ხელფასებით, გამოდით და ბრეზენტი მაინც გაშალეთ მოედანზე სანამ თამაში დაიწყება. ვერ ხედავთ რომ წვიმს, დღესაც ციგურაობას უნდა ვუყუროთ?))))))))
უსაქმურებს
17:06 14-10-2024
9
ნინიკო, სახალხო დამცველს ჯერ არ სცალია.. საღამოს გამოიყვანენ ლევანიკოს უფროსები საბავშვო ბაღიდან და მერე მოგწერს.)))))))))))) ან დაგიცვამს.)))))))))))
ნინო ლომჯარია-ს
16:51 14-10-2024
5

სიახლეები პოპულარული