ლევან კობიაშვილი: ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, გადაცემა "ცენზურის გარეშეს" სტუმარი იყო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.

"საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგი აბსოლუტურად მიუღებელია. ის, რომ შესარჩევი დავასრულეთ მოგების გარეშე, ძალიან ცუდია. მე ვერ შევძლებ ავხსნა, რა მოხდა. ფაქტია, რომ თამაში ვერ მოვიგეთ და შესაბამისად, მოგების გრაფაში გვიწერია 0.

პირველი მე ვარ ალბათ, ვისთვისაც მიუღებელია ასეთი შედეგი და ამ ყველაფერზე გული მწყდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ სხვა გუნდი არის მოედანზე და არც ერთ მატჩში მოწინააღმდეგეზე
ცუდად არ გამოიყურებოდა.

ეს არის გუნდი, რომელიც ბოლომდე იხარჯება, ფეხბურთს თამაშობს და ამ შესარჩევში მაღალი სათამაშო ხარისხი აჩვენა. ამას აღნიშნავს ყველა, მოწინააღმდეგეთა მწვრთნელები, მოთამაშეები და გაცილებით სხვა დამოკიდებულებაა ჩვენი გუნდის მიმართ.

მე არ ვიძახი, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. რასაკვირველია, ჰქონდა შეცდომები, როგორც ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს და ისევე, როგორც ყველას.

შეცდომები რომ არ დაგვეშვა, სხვა შედეგი გვექნებოდა, ამას არავინ არ გაურბის.

რის გამო ახდენს მწვრთნელი ყოველთვის ცვლილებას? რაღაციდან გამომდინარე ხდება, ხომ? ერთადერთი თამაში, სადაც ჩვენს ნაკრებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი, ვისზეც არის დაფუძნებული ჩვენი გუნდი, კარდიფში უელსთან მატჩში გვყავდა. მაშინ ერთადერთი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გვაკლდა. ყველა სხვა მატჩში იყო შემადგენლობაში პრობლემები.

მწვრთნელს როდესაც ფეხბურთელები აკლია, ეძებს სხვადასხვა ვარიანტს. ყველა თამაშში გვიწევს ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, რაღაც ამართლებს და რაღაცა ვერა.

იგივე მოლდოვაში მოპოვებული ერთი ქულა ჩემთვის არ არის საკმარისი, რადგან 3 ქულა გვქონდა დაგეგმილი. პირველი ტაიმის შემდეგ, როცა მწვრთნელმა ჩათვალა, სხვა ტაქტიკით გვეთამაშა, ისიც რაღაც მიზეზიდან გამომდინარე, მეორე ტაიმში სულ სხვა ფეხბურთი ითამაშა გუნდმა. ანუ რისი თქმა მინდა, გუნდი თუ თამაშს იგებს, შესაბამისად, არც მწვრთნელი დააპირებს, შეცვალოს ფეხბურთელები.

ჩვენ ყველა თამაშის წინ გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, განსაკუთრებით, ბოლო ორი თამაში მინდა გამოვყო. ამ შეხვედრებში ძირითადი ბირთვი, ვინც რაღაცას ქმნის შეტევაში, გვაკლდა, რის გამოც მწვრთნელს უწევდა რაღაც ცვლილებების განხორციელება.

ჩვენ ახალ კონტრაქტზე დაწყებული გვაქვს დიდი ხანია, ვლადიმირ ვაისთან საუბარი. ეს არ ხდება ერთ დღეში, ორივე მხარე ფიქრობს რაღაცებზე, თუნდაც ფინანსურ დეტალებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდეს.
მკითხველის კომენტარები / 51 /
ამერიკიდან დაწყებული ევროპის ქვეყნებით გაგრძელებული და რუსეთით დამთავრებული არსად ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი არ არის ყოფილი ფეხბურთელი ან მწვრთნელი. ყველგან არის პროფესიონალი მენეჯერი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება სამუშაო გამოცდილება მართივსა და მენეჯმეტში და ჰყავს კვალიფიკაციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდა. ფეხბურთის ფედერაცია არის სახელმწიფო ორგანო და არაა საფეხბურთო კლუბი იქ ფეხბურთელს ან ყოფილ ფეხბურთს წამყვან თანამდებობაზე არ უნდა ეკავოსთუ სათანადო განათლება და გამოცდილება არ აქვს ბიზნესის მენეჯმეტის ორგანიზების და მართვის კუთხით ასევე იურიდიული სპეციალობით აქ კი ვისაც ვუყურებ თითქმის არცერთს უმაღლესი განათლებაც კი არ აქვთ და რა სამუშაო გამოცდილებაზე და პროფესიონალიზმზეა საუბარო საერთოდ ამათ რა უნდა გააკეთონ.
daTo
11 ოქტომბერი 2017 23:27
0
ხო კალაზე მაგალიტია
sd
12 ოქტომბერი 2017 14:20
0
ჰექტორ რაულ კუპერი გვყავდა ჩვენ მწვრთნელად, რომელიც ეხლა წვრთნის ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებს და ეგვიპტე გაიყვანა კიდეც მუნდიალზე. ჩვენი თამში კი მაშნ გახსოვთ ალბათ. ეხლა კი მითხარით ვისი ბრალია ეგ?? 3 გზაა ამისი, მწვრთნელი, ფეხბურთელი,ფედერაცია.
jojo
11 ოქტომბერი 2017 23:21
1
თებერვალში აფრიკის თასის ფინალი წააგო
ნოდო
12 ოქტომბერი 2017 01:24
1
ფედერაციიის დელეგატებია დასაჰერი ვინც კობის ხმა მისცა გაუნატლებელს უცოდინარს მაგრამ მასჰინ ყველას სკამებს სჰეპირდნენ და ამატ სხვა რაგაუნდატ.გამოვიდეტ ხალხო ფედერაციასტაან გავიგვიზოოოოტ
bajo.
11 ოქტომბერი 2017 23:07
0
ვაისს და კობის უნდა ვკითხოთ რა კლუბებში თამაშობენ ფარერების ფეხბურთელები ბურთს რომ გვახევენ ტავზე ან ისლანდიელები? თუ ფედერაციაა უვარგისი. ორ სკამზე ჯდომა კობის უბედურებაა არსად ივარგა....ყველგან დიდი წარუმატებლობა პირველი ნაკრები, U21, საკლუბო ევროტურნირებზე არნახული კატასტროფა.
megre
11 ოქტომბერი 2017 22:16
1
რატომ არ დატოვებს ვაის რასაც და ვისაც ეტყვის იმას აკეთებს
ლაშა
11 ოქტომბერი 2017 21:11
1
არ მისცეთ ამ კალაძეს ხმა თორემ მომავალი განათლების და შინაგანსსაქმეთა მინსტრები კობიაშვილები მუჯირები იქნებიან
lasha
11 ოქტომბერი 2017 21:09
5
არ კოპილა საჰველი, კობი გასაგებია რომ მონაა მაგრამ ვაისი სლოვაკური გორი და უნამუსო კოპილა
vaxo
11 ოქტომბერი 2017 20:47
3
ყველა ფრონტზე ქარავანს კოჭლი აქლემები მიუძღვებიან, ეტყობა შემობრუნდა ქარავანი, ისე რა სულელივით იცინის?!
ვრაცი
11 ოქტომბერი 2017 18:07
3
კობი კი არა კიბო ხარ ქართული ფეხბურთის...
ჯონი
11 ოქტომბერი 2017 18:01
12
კობიაშვილო უნამუსოა. ოდესღაც ამას პირშიც ეტყვიან თუ ეგ აკმარეს,,, უკვე საციხეა (ჩემი აზრით). მის მეუღლეს მივმართავ: ნეტავ როგორც ჩვენ გვატყუებს ისე გატუებთ ქალბატონო? თუ ჰო, მაშინ თქვენ მაინც უშველეთ თავს და გაცილდით. აუ ის რომაა კიდევ მუჯირი, მაგარი სასაცილოა კლოუნი, რეებს ბოდავს ხოლმე. არადა ამათ ხელში უკვე ფარერები გვიგებენ, თანაც როგორ, ნეტა მალე დადგებოდეს ის დრო კობიაშვილს რომ გაუშვებენ რუსები რომ იტყვიან ზუსტად იქ...ნა...........................
სოკრატე
11 ოქტომბერი 2017 17:53
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული