ვის მისცეს ხმა ვლადიმირ ვაისმა და ჯაბა კანკავამ ფიფას დაჯილდოებაზე

AutoSharing Option
23 ოქტომბერს ლონდონში ფიფას The Best-ის პრემიის დაჯილდოება გაიმართა.

ზედიზედ მეორედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო აღიარეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად მადრიდის "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი დაასახელეს.

- ფიფამ რონალდო მიჯრით მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად

წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის დასადგენად ფიფა გამოკითხვას ნაკრებების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს შორის ატარებს.

საინტერესოა, რა არჩევანი გააკეთეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.

ვლადიმირ ვაისი
საუკეთესო მწვრთნელი:
1. ზინედინ ზიდანი, 2. ანტონიო კონტე,
3. ჟოზე მოურინიო

საუკეთესო ფეხბურთელი:
1. ლიონელ მესი, 2. კრიშტიანო რონალდო, 3. ლუკა მოდრიჩი

ჯაბა კანკავა
საუკეთესო მწვრთნელი:
1. ზინედინ ზიდანი, 2. დიეგო სიმეონე, 3. პეპ გვარდიოლა

საუკეთესო ფეხბურთელი:
1. კრიშტიანო რონალდო, 2. ლიონელ მესი, 3. ნეიმარი
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვაისი ამის მერე ნორმალურია? :) მთელი მსოფლიო რონალდოს ასახელებს,ეს მესის...ანუ არაადეკვატური კაცია და ამას აბარია ნაკრები? :D
alex
24 ოქტომბერი 2017 12:00
23
სარეკლამო კომპანიებს სჭირდებათ არა მასონები მართავენ მსოფლიოს და რონალდუ მასონია :D :D რაებს მოთხრით ხოლმე :D
ვახტანგი
24 ოქტომბერი 2017 14:57
0
ჩემო ალექს, მესის იმიტომ ასახელებს, რომ მესი საუკეთესოა. ხოლო როლანდოს იმიტომ ასახელებენ, რომ სარეკლამო კომპანიებს ასე სჭირდებათ! თუ გნებავს აგიხსნი, რატომაა მესი საუკეთესო. იმედი მაქვს გაიგებ!
შოდა
24 ოქტომბერი 2017 13:54
8
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული