ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 10 და 13 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც უახლოესი ორი მატჩისთვის მოემზადებიან. საქართველოს ნაკრები 10 ნოემბერს, 17 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კვიპროსს შეხვდება. 13 ნოემბერს, 18 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ბელორუსს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა,
რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი). 

ამ დროისთვის კიდევ  რვა ფეხბურთელს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), მათე ვაწაძე (სილკებორგი, დანია).

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად 6 ნოემბერს სასტუმრო „ჰუალინგში“ შეიკრიბება.

მომზადებულია GFG.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
ქუთაისში უმრავლესობა ქომაგებს არ აინტერესებს მოიგებს ვაისის ნაკრები თუ წააგებს!
გოგი ქუთაისელი
07 ნოემბერი 2017 12:54
0
ვერ გამიგია თუ კაშიას იძახებ დას გვილიას კვირკველიაც მანდ უნდა იყოს და თუ ახალი მცველების და ნახევარმცველების გამოცდა უნდა რაში ჭირდება კაშიას გრიგალავას ნავალოვსკის ან გვილიას გამოძახება!!!
კამპოტი
01 ნოემბერი 2017 14:39
0
Qartuli drosha roca afriala holandiashi mashin vrrcamoakenet cina planze da verizaxet abijo qartveli kacio. Sakutar tavebshi chaixedet tqven ras aketebt tqveni vkveknistvis da mere lanzget sxvebi
gaga
01 ნოემბერი 2017 10:39
1
კვირკველია სად არის?ან გოგიას რატომ არ იძახებს/ან თოთაძეს ჯარიმას მაინც დაარტჯამს ეხ ვაის ვაის....
rezi
01 ნოემბერი 2017 10:36
4
რა დროს გრიგალავაა? ვაისი ვერაა კარგად მგონი, ვირკველია არა ყავს სიაში და უცებ გრიგალავა მოდის, აბა ჭკუაზეა ეგ? ან არაბიძე რატომ არა ყავს? თოთაძე მაინც გამოეძახებინა მისი ჯარიმები არ უნახავს?...მოკლედ ამან მაგრად აურია და კონტრაქტი თუ გაუგრძელეს უარესებს ვმახავთ ეტყობა(დვალიშვილ-ლობჟანიძეს გადანაცვლება გაფართოებულში ჩვენი დამსახურებაა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ აწყენინა:)
emigranti
01 ნოემბერი 2017 03:28
0
კვირკველია იმიტომ არ ყავს რომ ეს ამხანაგურია და კვირკველია რომ შეუცვლელი ფიგურაა სადავო არა, მის ნაცვლად გეგეჭკორს მიცა შანსი და მაგაში ვეთანხმები, მაგრამ არაბიძე რატომ არაა სიაში მაგი მართლა არ მესმის, თან მაშინ როცა ანანიძე და ოქრიაშვილის არყოფნაში არაბიძე ნამდვილად საჭიროა და თუ რამე არ მოწონს ვაისს მის ქცევებში და თამაშში ამხანაგურში უნდა აწავლოს და არა ოფიციალურ თამაშში.
roma
01 ნოემბერი 2017 11:34
1
kai bichebi tu xart romelime mag nakrebshi, pasuxi unda motxovot kashias!!
jason
01 ნოემბერი 2017 02:32
6
უკაცრავად თქვენთან პატივცემულო ჟურნალისტებო მაგრამ, ვაისმა რომ ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, იქ არ ბრძანდებოდით?! რატომ არ იკითხეთ საბა კვირკველია რა მიზეზით არ არის გამოძახებული,კვირკველია საქართველოს ნაკრებისთვის რიგითი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის რომ წაგეყრუებინათ....
Gio
01 ნოემბერი 2017 02:05
3
ეს გრიგალავა 35 წლისაა მგონი, ეგ შევარდნაძის დროსაც თამაშობდა, ბარემ დააბრუნეთ კობიაშვილი, კალაძე, იაშვილი და რა ვიცი. ვაი თქვენს პატრონს. ვინ ჩაასმევია ნეტა, სამომავლოდ ამზადებთ საიქიოსთვის? თუ პენსიაზე აკლია ერთი- ორი თამაში. ნახევარმცველების დეფიციტია, გყავს მუდმივი პრაქტიკის მქონე ებრალიძე, ბერიძე, ჭანტურიშვილი, რომელსაც გოლები გააქ, არაბიძე და არ იძახებდე, ასეთი არ მინახავს და არც მსმენია და გუნდში მოგყავს უთამაშებელი კანკავა, გვილია და კვეკვესკირი. არ გინდათ გუნდის დაყენება? ლობჟანიძე დვალიშვილის გვარს რავა შევიტანდი თავმოყვარე ფედეწრაცია სიაში. არაფერი არ გამოვა, თქვენ უნდა წახვიდეთ, რას უხეთქავთ ამ ხალხს გულს
mamu
01 ნოემბერი 2017 02:05
1
დათომ გამაოცა ნამეტანი.თურმე საქართველოში არსებობს სახელმწიფო კანონი და არავინ დგას მასზე მაღლა.სანტა კლაუსიც არსებობს და საჩუქრები მოაქვს ბავშვებისათვის,შობის ღამეს.დათო სახელმწიფო კანონია,რომ ყველა დაწესებულებას სახელი ქართულად უნდა ეწეროს,გაიხსენე,რამდენი სასტუმრო გახსნეს პრემიერ მინისტრებმა ისეთი,სახელი მხოლოდ ინგლისურად რომ ეწერა,პოლიტიკურებზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს.
სოსო
31 ოქტომბერი 2017 21:44
4
პროგრესია - ლობჟანიძემ და დვალიშვილმა გაფართოებულ სიაში გადაინაცვლეს ))) არ ვერჩი არაფერს მაგრამ მართლა სასაცილოა )))
გგგ
31 ოქტომბერი 2017 21:10
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული