რევაზ გოცირიძემ გუნდი შეკრებაზე 28 ოქტომბრიდან გადაიყვანა. საბურთალოელები თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობდნენ, თუმცა არასრული შემადგენლობით - თბილისური გუნდის 4 ფეხბურთელი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშებზე გიორგი ნემსაძემ გამოიძახა - ცოტნე კაპანაძე, ცოტნე ჩოთალიშვილი, შოთა ნონიკაშვილი და გიორგი გულიაშვილი. ისინი გუნდს 30 ოქტომბერს, იტალიასთან მატჩის დასრულების შემდეგ შეუერთდნენ.
"საბურთალო 2" სერბეთის დედაქალაქში გუშინ გაემგზავრა და გუშინვე
"საბურთალო 2" სერბეთში 18-კაციანი შემადგენლობითაა: გოგა ნასყიდაშვილი, თორნიკე მეგრელიშვილი, სანდრო ჭანტურიშვილი, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი ივანიაძე, ირაკლი ჯავახიშვილი, გიორგი ჯინჯოლავა, ცოტნე კაპანაძე, ბექა ხარაიშვილი, თომა ხუბაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ნიკოლოზ მალი, ბექა ნიკოლაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ანდრია ფურცელაძე, იური ტაბატაძე, ნიკა ტოკლიკიშვილი.
საინტერესოა, რომ "საბურთალო 2" ლიგა 3-ში თამაშობს და ძალიან ახლოსაა ჩემპიონობასთან. ბოლო ტურში გოცირიძის შეგირდებმა უშუალო კონკურენტი დუშეთის "არაგვი" 4:0 დაამარცხეს და 3 ქულით ჩამოიტოვეს, თან მეტოქესთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ავტორი სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"