საქართველოს 21-წლამდელების სამზადისი

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. 10 და 14 ნოემბერს გია გეგუჩაძის გუნდი, შესაბამისად, ფინეთს და ლიტვას უმასპინძლებს.

ნაკრები უკვე შეკრებაზეა, თუმცა მწვრთნელებს იძულებითი ცვლილებების განხორციელება ისევ მოუხდათ - რომან ჩაჩუა, გიორგი ხარაიშვილი და გიორგი ზარია, გიორგი ჩაკვეტაძის დარად, ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან გუნდს.

ამჟამად გია გეგუჩაძის განკარგულებაში ეს 23 ფეხბურთელია:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კ, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო
თბ), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი);

თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

ჟურნალისტების საყურადღებოდ: 9 ნოემბერს, 19 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება ღია ვარჯიში, სადაც გაიცემა მატჩზე დასასწრები აკრედიტაციებიც.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 7 /
დასწრება თავისუფალია?
გიგა
08 ნოემბერი 2017 16:05
0
ორივე თამაშს მოიგებენ, თუ არ გჯერათ ნახავთ
აბა ვნახოთ
08 ნოემბერი 2017 15:24
1
თავ მოგვჭრიან ისევ!
gode
08 ნოემბერი 2017 11:21
1
არ გამართლდება შენი შიშები, ერთს მაინც ითამაშებენ ფრედ!!! აი ნახე თუ არა
G E L A
08 ნოემბერი 2017 12:19
2
აკაკი შულაია მცველი ყოფილა; მე კი მეკარე მეგონა. . . . . .
Levani.kaxeti
08 ნოემბერი 2017 02:16
1
ეს გეგუჩაძე თავისი თანაშემწეებით მაგარი ნამუს გარეცხილი კაცი ყოფილა. ფარერების მერე რა სინდისით აგრძელებს ხელფასის აღებას
Gia
08 ნოემბერი 2017 01:29
0
Kupatadze,goshadze,nadaraia,mamuchashvili,moxevishvili,macharashvili eseni rato arian nakrebshi vinme axsnis?????ar gcxv4niat aravis vinc idzaxebs am bichebs?4 saburtalos arafris momcemi da 2 uvargisi legioneri...maladec dzmao...mushaobt ra...shedegic gaqvt...
Suramski
08 ნოემბერი 2017 01:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული