ვლადიმირ ვაისი: ჩვენ გვაქვს შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვიპროსთან (1:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

"საღამო მშვიდობისა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენ დიდხნიანი მშრალი პერიოდი გვქონდა და ეს გამარჯვება დაგვეხმარება. 

ცხადია, როცა თამაშის ხარისხზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კვიპროსისნაირი გუნდები დაგვიპირისპირდებიან მომავალში. ქვილითაიამ კი გაიტანა გოლი, მაგრამ მე მისგან უფრო მეტს მოველი. ვაკო ყაზაიშვილისგანაც უფრო მეტს ვითხოვ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებისგან. თავდასხმის კუთხით ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.

ჩვენ გვაქვს დიდი შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ როგორ უნდა დავამარცხოთ
კვიპროსისნაირი დონის გუნდები. საქართველოს ნაკრებმა შანსი უნდა გამოიყენოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა არიან საქართველოს ნაკრები გული. კანკავა საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარი წელია სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ასე მაგრად თამაშობს. კაშია თავისი საქმის პროფესიონალია და გიორგი ლორიამ კი გოლისგან გადაგვარჩინა.

დიდი მადლობა გორის "დილას" ასეთი ორგანიზებისთვის, მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის და აღფრთოვანებული ვარ, მინდვრის ხარისხითა და გორში არსებული სიტუაციით", - თქვა ვაისმა.

- საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი ქვილითაიას გოლით დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 47 /
არაბიძე და ბერიძე აშკარად დაეტყობა ნაკრებს. ახალგაზრდულის თამაში მაგათმა შემოაბრუნა. არაბიძე მეცოდება, ხან 19 იანებში ეძახიან, ხან 21 ში. პასთაიანი სასტავი უნდა, მალე შეთამაშდება და ძალზე გამოგვადგება, ამ შახტარსაც იქნებ დააღწიოს თავი. უნაკრებოდ გაუჭირდება კაი გუნდში გადასვლა, არადა ასაკობრივებში უგულოდ თამაშობსთქო ასე მგონია, რადგან გადაიზარდა მაგ გუნდებისთვის, მერე რა რომ ახალგაზრდაა, უნდა მიეცეს შანსი და არა 10 წუთი. ებრალიძეს რას ერჩიან პროსტო გამაგებინა და არაფერი მინდა, ასევე ჭანტურიშვილი უნდა გამოეძახებინა, რო არა ყავს ნახევარდაცვა ხო ხედავს, თუ რაარის. ხომ აშკარაა, რომ დღეის მდგომარეობით ეს ოთხეული პრაქტიკითაც, გუნდებითაც და სტატისტიკითაც აშკარად სჯობს კვეკვესკირს, კანკავას გვილიას, გნებავთ ყაზაიშვილს, პაპუნაშვილს, ჯიღაურს და ლობჟანიძეს? ბელორუსთან რომ დაიმატებდეს ორს მაინც კაი იქნება, ალბათ მომავალში მიეცემათ შანსი, მე მაინც იმედიანი ვარ. წარმატებები
gogia
11 ნოემბერი 2017 19:23
1
პროგრესი არააქ გუნდს, იძახის , - ნახეთ, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელებიო, მესხი, ყიფიანი,შენგელია, დარასელია , რეალში თუ მოლანში თამაშობდნენ? ანდა , თუ მესის დონეს ფეხბურთელი გვეყოლება, ვაისი რად გვჭირდება, რა უნდა ასწავლოს ვაისმა ასეთ ფეხბურთელებს? ჩვენ გუნდში არაა პროგრესი, არც დაცვაში და არც თავდასხმაში! თამაშის გამომდინარე, არარაობა ითამაშეს!!! სული მტკივა რომ ასეთი ხალხი ჩვენ გვასწავლის ფეღბურთს..
Georgia
11 ნოემბერი 2017 17:04
4
სადაა ჩემი კომენტერი ??
Georgia
11 ნოემბერი 2017 16:52
2
Aმას კი აქვეყნებენ და ნამდვილი კომენტარი იკარეგბა ჰაჰა
jora
14 ნოემბერი 2017 02:08
0
ამან ალბათ სხვა თამაშს უყურა
nnn
11 ნოემბერი 2017 16:37
2
ამან ალბათ სხვა თამაშს უყურა
nnn
11 ნოემბერი 2017 16:34
2
კლავენ ქართულ ფეხბურტს, ვაისი ლაპარაკობს - ნახეთ სად თამაშობენ თკვენი ფეხბურტელებიო!?
სად თამაშობდა მესხი, ყიფიანი,დარასელია?რეალში, მილანში? ჩვენ თუ მესსის დონეს ფეხბურთელი გვეყოლება, მაშინ ვაისი რა საჭიროა? რა უნდა ასწავლოს ვაისმა
ამ დონის ფეხბურთელს??
მე საერთოდ ვერ ვხედავ პროგრეს, რას თამაშობს გუნდი??? არარაობაა ნაკრების სტილი ... მე-80 წუტზე ცვლის კაცი 4 ფეხბურთელს, ვერ ვხედავ საერთოდ პროგრესს, არც დაცვაში და არც თავდასხმაში... ! ეხ, სული მტკივა და აჰა ვიცინი , რომ ერს ყავდა მესხი და დღეს ვიღაცის დასაცინი ვართ.. ...
Deus_12
11 ნოემბერი 2017 15:44
3
ყაზაიშვილმა რა უნდა ითამაშოს,სანამ ის აქ ჩამოფრინდება ერთი იმდენი კიდე აკლიმატიზაციას ჭირდება.24 საათიანი ფრენის შემდეგ რა უნდა მოსთხოვო.იქიდან სანამ ჩამოხვალ კაცს აღარც გემახსოვრება რისთვის ჩამოხვედი:)
gg
11 ნოემბერი 2017 15:36
1
შენს ხელში ეს გუნდი არსად გამსვლელი არ არის,ვაის ბატონო.
თენგო
11 ნოემბერი 2017 13:41
6
ქვილითაიამ აშკარად უნდა მოუმატოს, ყაზაიშვილი კიდე ნერვებს მიშლის მისი გამონათებებით, ყაზაიშვილს მეტი მოეთხოვება კი არა ვალდებულია ნაკრებში ლიდერის როლი შეასრულოს მაშინ როცა ოქრიაშვილი და ანანიძე არ არიან. კაკაბაძე ცოტა პასიური იყო რაც არ ეკადრება ირლანდიასა და ავსტრიასთან ნაჩვენები თამაშის მერე. ხოჭოლავა რომ საიმედოა კვირკველიას არყოფნაში ნათლად ჩანს, კვეკვესკირს რომ სათამაშო პრაქტიკა აკლია ესაც გამოჩნდა რადგან მე მას დირიჟორს ვეძახი და გუშინ იმედი გამიცრუა, არ იყო ისეთი კარგი როგორც მას შეუძლია. მერებაშვილიც ვერ ბრწყინავდა ისე როგორც ამ ბოლოს პოლონეთში. სიხარულიძე რომ არაა მზად ნაკრებში სათამაშოდ გამოჩნდა, კაჭარავას ერთად შემოუშვა ვაისმა და კაჭარავას 3 შანსი ქონდა სიხარულიძე სამჯერ არ შეხებია ბურთს. აშკარად სამჯერ მეტი მუშაობა მოუწევს ვაისს რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მართლა უნიკალური შანსი გამოვიყენოთ. წარმატებები ვაისს და ნაკრებს.
roma
11 ნოემბერი 2017 11:45
3
გეთანხმებით, რომ ქვილითაია სუსტი ფეხბურთელია მაგრამ ვერ ვიტყვი სხვა ჩვენს ფორვარდებთან შედარებით ცუდი სტატისტიკა აქვს თქო, 11 მატჩში 3 გოლი.
Lagashi
11 ნოემბერი 2017 11:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული