ვლადიმირ ვაისი: ჩვენ გვაქვს შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვიპროსთან (1:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

"საღამო მშვიდობისა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენ დიდხნიანი მშრალი პერიოდი გვქონდა და ეს გამარჯვება დაგვეხმარება. 

ცხადია, როცა თამაშის ხარისხზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კვიპროსისნაირი გუნდები დაგვიპირისპირდებიან მომავალში. ქვილითაიამ კი გაიტანა გოლი, მაგრამ მე მისგან უფრო მეტს მოველი. ვაკო ყაზაიშვილისგანაც უფრო მეტს ვითხოვ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებისგან. თავდასხმის კუთხით ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.

ჩვენ გვაქვს დიდი შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ როგორ უნდა დავამარცხოთ
კვიპროსისნაირი დონის გუნდები. საქართველოს ნაკრებმა შანსი უნდა გამოიყენოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა არიან საქართველოს ნაკრები გული. კანკავა საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარი წელია სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ასე მაგრად თამაშობს. კაშია თავისი საქმის პროფესიონალია და გიორგი ლორიამ კი გოლისგან გადაგვარჩინა.

დიდი მადლობა გორის "დილას" ასეთი ორგანიზებისთვის, მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის და აღფრთოვანებული ვარ, მინდვრის ხარისხითა და გორში არსებული სიტუაციით", - თქვა ვაისმა.

- საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი ქვილითაიას გოლით დაამარცხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 47 /
ჯანოს გარეშე გვიჭირს შეტევის ორგანიზება,ფანტაზია გვაკლია.კარში ვერ ურტყამენ,შორეულ დარტყმასაც ვერ ბედავენ და გაუაზრებელ პასებს აკეთებენ
ucha
10 ნოემბერი 2017 20:10
0
მართალი ხარ კარში უფრო მეტი უნდა დაარტყან რადგან ყველა შეტავა ერთმანეთს არ დაემსგავსოს და მოწინააღმდეგე ვერ ხვდებოდეს განსაზღვრულ მომენტში ფეხბურთელი დაარტყამს თუ პასს გააკეთებს, ამიტომაა ანანიძე საჭირო გუნდში ის არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია და როდის პასს აკეთებს როდის არტყამს არავინ იცის, მსოფლიო შესარჩევზე ბოლო ორი მატჩი რომ არ წავაგეთ ზუსტად მისი დამსახურებაა, მაშინ როცა უნდა დაერტყა პასს აკეთებდა და გოლიც გარდაუალი ხდებოდა. და როცა მისგან პასის გაკეთებას ელოდა მოწინააღმდეგე კარში ურტყამს.
roma
11 ნოემბერი 2017 11:20
0
კაჭარავას ბოლო 10 წუთში ჰქონდა იმდენი მომენტი (აქედან ბევრი თვითონ შექმნა) რამდენიც ქვილითაიას მთელ თამაშში არ ქონია და არც შეუქმნია!!
კახი
10 ნოემბერი 2017 22:21
3
ჰო, აბა კიდევ კაი მეკარემ დაუგორა, თორემ ისე სულ ცხრიანებში არტყამდა რა ქვილითაია!!!
avtos
11 ნოემბერი 2017 01:18
1
და რა? გამოიყენა? ღორივით მოიქცა და პასი არ მისცა
Nick
10 ნოემბერი 2017 22:47
0
ყველა გამოხმაურება
უხარისხო და უკბილო თანაში იყო.
ჩვენი შანსები ასეთი თამაშით მუდამ დაბალი იქნება.
Jango
10 ნოემბერი 2017 23:15
1
კ ა რ შ ი, კარში დარტყმა ასწავლე, თორემ მაგნაირი თამაშით შორს ვერ წახვალ! გორში კიდევ კარგი მინდორია, მაგაში 100%-ინი გეთანხმები!!
კობა
10 ნოემბერი 2017 19:31
0
შენს ხელში ეს გუნდი არსად გამსვლელი არ არის,ვაის ბატონო.
თენგო
11 ნოემბერი 2017 13:41
6
ხო გვაკ ამხანაგურ ევროპის ჩემპიონატს ტუ ჩაატარებენ კი
rette
10 ნოემბერი 2017 20:37
2
ეს იხანგრძლივებს დროს,რომ ხელფასი მიიღოს,გვაბოილებს არააა??
ჭაჭუია
10 ნოემბერი 2017 23:15
7
ფრთილად გადი ჯერ სომხეთს ყაზახეთს ბელარუს და ლუქსემბურგს მოუგე და მერე . რით უნდა გახვიდე ამ ჭ კლასის ფეხბურთელებით?ჯობია საერთოდ არ გავდინენ არსად
aleko
10 ნოემბერი 2017 22:24
1
პროგრესი არააქ გუნდს, იძახის , - ნახეთ, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელებიო, მესხი, ყიფიანი,შენგელია, დარასელია , რეალში თუ მოლანში თამაშობდნენ? ანდა , თუ მესის დონეს ფეხბურთელი გვეყოლება, ვაისი რად გვჭირდება, რა უნდა ასწავლოს ვაისმა ასეთ ფეხბურთელებს? ჩვენ გუნდში არაა პროგრესი, არც დაცვაში და არც თავდასხმაში! თამაშის გამომდინარე, არარაობა ითამაშეს!!! სული მტკივა რომ ასეთი ხალხი ჩვენ გვასწავლის ფეღბურთს..
Georgia
11 ნოემბერი 2017 17:04
4
კაჭარავა მართლაც კარგად ჩაერთო 10 წუტში აჯობა ქვილითაიას 80 წუთს.ხო და ერთი რაც მაღელვებს შეცვლებს ასე მალე ნუ აკეთებ ადამიანო ცოთა აცადე ხოლმე ბიჭებს... მოკლედ ვაი შენ პატრონს რა ბოლო 10 წუთს რომ მიცემ ფეხბურთელებს ფეხბურთელების მოსასინჯ მატჩში. . . აბა რა უნდა თქვა ახლა ასეთ მწვრთნელზე მოსამზადებელი დროის გამოყენება არ იცის ან მაგრად კიდია როგორც ყველას საქარტველოში. ისე ნიჭიერი ყოფილა რა მალე ისწავლა ქართული საქმე, დაიკიდე ფული იშოვე, იგულავე სანამ დროა
gulshematkivari
11 ნოემბერი 2017 01:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული