საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ მატჩის წინ ბელარუსის ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ექსპერიმენტული შემადგენლობით დამარცხდა (1:4) და მათმა მწვრთნელმა იგორ კრიუშენკომ განაცხადა, რომ მომენტები ვერ გამოიყენეს, თორემ წესით, არ უნდა წაეგოთ, ქართველებთან კი უფრო ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებდა და თუ კვლავ დამარცხდებოდნენ, ეს ტრაგედია არ იქნებოდა.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, 7 ფეხბურთელი შეცვალა.

ისევე როგორც წინა მატჩმა გორში კვოპროსთან, ამ ამხანაგურმა თამაშმაც არ გამოიწვია დიდი ინტერესი, არენაზე ცოტა მაყურებელი მივიდა. თუმცა, მეორე ტაიმში ტრიბუნები თითქმის გაივსო.

პირველი ნახევრის 20 წუთი უინტერესოდ წარიმართა, მერე კი სწრაფი შეტევის შემდეგ ჯიღაურის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო 24-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვის შეცდომით ისარგებლა სტუმართა გუნდის კაპიტანმა სტასევიჩმა და ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის მერე ჩვენი გუნდი გააქტიურდა, სიხარულიძის თავური იგნატოვიჩმა აიღო, 35-ე წუთზე კი მან მაინც მაინც მიაღწია მიზანს -1:1.

ნაანტრაქტევს ვაისის შეგირდებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტად გამორჩეულმა და აგრესიულმა სიხარულიძემ დაასწრო მცველს, დაარტყა და მეკარემ არ დაანება გატანა - ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურს კი გოლი მოყვა. შეცვლაზე შესულმა დვალმა პოლიტევიჩი დაჯაბნა და ნაკუთხურალ ბურთს მოხერხებულად დაუხვედრა თავი.

სამწუხაროდ, სლავებმა მალე მოახერხეს ანგარიშის გაყაიმება, როდესაც ისევ ჩავარდა ჩვენი დაცვა და მარცხენა ფლანგიდან აწეულ ბურთს უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ნეხაიჩიკმა კვასხვაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ეცადა გამარჯვების გოლის გატანას, თუმცა ვერ შეძლეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

რა შეიძლება ითქვას მოკლედ, რეზიუმეს სახით? თვალსასეირო თამაში იყო, ორივე ნაკრებმა უამრავი შეცდომა დაუშვა, ვაისმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და რამოდენიმე მათგანმა, განსაკუთრებით სიხარულიძემ ეს შანსი გამოიყენა კიდეც.

საქართველო - ბელარუსი 2:2

ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.

საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (87. კაკაბაძე), ხოჭოლავა, კაშია (46. დვალი), შერგელაშვილი, აბურჯანია, გვილია (87. კაჭარავა), კანკავა (60. მერებაშვილი), პაპუნაშვილი, ჯიღაური (60. ქვილითაია), სიხარულიძე (80. ყაზაიშვილი)

ბელარუსი: იგნატოვიჩი (46. პავლიუჩენო), ვოლოდკო (63. მატვეიჩუკი), პოლიტევიჩი, გავრილოვიჩი, რიოსი, ბიკოვი, კორზუნი, კარნიცკი (57. ნეხაიჩიკი), სტასევიჩი (88. პავლოვეცი), კოვალიოვი (82. კლიმოვიჩი), ლაპტევი

გოლები: 24. სტასევიჩი 0:1, 35. სიხარულიძე 1:1, 51. დვალი 2:1. 66. ნეხაიჩიკი 2:2

გაფრთხილება:
27. ვოლოდკო, 30. სიხარულიძე, 44. ბიკოვი, 46. სტასევიჩი
მკითხველის კომენტარები / 28 /
ხალხი არ იყო კიარა ვერ უშვებდნენ ჩხრეკდენ და დრო აე ეყოტ
იზი
13 ნოემბერი 2017 20:16
0
სტასევიჩმა (ბოლორუსიის კაპიტანი) ჩაუტარა გაკვეთილი ჩვენებს, თუ როგორ უნდა დარტყა საჯარიმოს გარედან კარებში და არა ისე როგორც პაპუნაშვილი ჯერ გორში და მერე ქუთაისში ყვავებს ხოცავდა!!! კარში დარტყმა თუ არ იცი ნაკრებში რა გინდა სათამაშოდ!!??
კობა
14 ნოემბერი 2017 11:55
0
თითქოს ფეხბურთელებს არაკომფორტულ პოზიციებზე აყენებს თუ რაგაც ეგეთი ვერ პოულებონ თავის თავს. სიხარულიძე კარგი იყო დებიუტანტის კვალობაძე ჩემი აზრით
gulshematkivari
14 ნოემბერი 2017 00:16
2
ერთ წელში 17 გოლი კარგა ხანია არ გაგვიტანია მაგრამ ოპიციალურში 4 ამხანაგურში 13!
გენო
13 ნოემბერი 2017 20:09
0
ხომ შეიძლება კვასხვაძემ ერთი ბურთი მაინც აიღოს?
გიორგი
14 ნოემბერი 2017 14:20
1
თითო ტაიმი 20-20 წუთიანი რო ყოფილიყო მოვიგებდით ასიანი (აბა მთელი ტაიმი ვერ ძლებენ და)
kako
14 ნოემბერი 2017 09:06
0
მე მიყვარს ჩვენი ნაკრები და დარწმუნებული ვარ თვითოეულ ქართველს უყვარს, მაგრამ რა უბედურებაა ორ სუსტ ნაკრებს თამაშიდან ერთ გოლს რომ ვერ გაუტან კვიპროსს იმათი მეკარის დოყლაპიობით გაუტანეთ ბელარუსს ორი სტანდარტულიდან, ძმებო ჩვენო ფეხბურთელებო ვიცი კომენტარებს არ კითხულობთ სულ ცალ ფეხზე გკიდიათ და იქნებ თქვენმა ახლობლებმა გითხრან ცოტა ნამუსი იქონიეთ თქვენ მთელი საქართველო გიყურებთ და სანამ თამაში დაიწყება გული გვიფრთხიელბს გაუგრთხილდით ქართველი ხალხის გულებს და თავი არ შეაზიზღოთ. ქართულ მარშს რაც შეეხაბა არ გინდათ რომ საქართველოდან წახვიდეთ საერთოდ და დაასვენოთ ხალხი არ გინდათ თქვენ ძალით ქართველებო და ხულიგნებო
ზიზუ
14 ნოემბერი 2017 03:58
2
მეორე შემადგენლობამ ვერ გაამართლა, ცლკეული ფეხბურთელების გამოკლებით. მეკარე სუსტია.
მერაბი
13 ნოემბერი 2017 21:14
1
იმედია დაასრულა ვაისმა ამ უცნობი წვერიანი ხალხის გმოძახება და მიხვდა რომ ისევ ის ძირითადი ბირთვია საქართველოს ნაკრები რომელიც მაგალითად უელსში გასვლაზე დააყენა და არა დღეს
Gega
13 ნოემბერი 2017 20:18
3
კაჭარავას ვის უნახავდა ეს ორი თამაში?... კვასხვაძის აღებული ბურთი გინახავთ ნაკრებში?...
Irakli Apkhaidze
14 ნოემბერი 2017 15:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული