ვლადიმირ ვაისი: ბელარუსთან კარგი მატჩი გამოვიდა, რომელმაც კარგიც დაგვანახა და ცუდიც

AutoSharing Option

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრე 2:2 ითამაშა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ბელორუსთან კარგი მატჩი გამოვიდა, რომელმაც კარგ მხარესთან ერთად ის ხარვეზებიც წარმოაჩინა, რომლის გამომსასწორებლადაც უნდა ვიმუშავოთ. შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. მონდომება არც ერთ ფეხბურთელს არ დაეწუნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით, ანგარიში გავათანაბრეთ და დავწინაურდით კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ.

რაც შეეხება კაშიას ცვლილებას, მას სანაკრებო და საკლუბო დონეზე ბევრი თამაში უწევს და

თავად მთხოვა გამოცვლა".

- საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 26 /
კაჭარავა უნდა სასტარტოში უნდა დაეყენებინა დანაჩენი კარგი იყო ნავალას შემცვლელიც გამოჩნდა ხოჭოლავა სუპერია კაშია რო გავიდა მარტო იდგა დაცვაში და იმიტო გაუშვით მეორე გოლი და ის დვალი ცენტრალურ მცველად ნამდვილად არ ვარგა ისე ნიჭიერი კია მაგრამ სხვა ადგილი უნდა მოუდზებნონ
achi
14 ნოემბერი 2017 12:26
0
კარგი თამაში თუ იყო, უნდა მოეგოთ, ალბათ
ana
14 ნოემბერი 2017 09:32
5
მაკარიძე- კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ქიმაძე ან შერგელაშვილი შუაში კვერკვე ანუ 5 მცველი- აბურჯანია , ანანიძე, ოქრი , არაბიძე და კაჭარავა. ესაა ოპტიმალური შემადგენლობა. დანარჩენი ზამენა და გამოჩნდება. ებრალიძე და ჭანტურიშვილი ნაკრებშიი
ვასო
14 ნოემბერი 2017 22:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული