ვლადიმირ ვაისი: ბელარუსთან კარგი მატჩი გამოვიდა, რომელმაც კარგიც დაგვანახა და ცუდიც

AutoSharing Option

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრე 2:2 ითამაშა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ბელორუსთან კარგი მატჩი გამოვიდა, რომელმაც კარგ მხარესთან ერთად ის ხარვეზებიც წარმოაჩინა, რომლის გამომსასწორებლადაც უნდა ვიმუშავოთ. შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. მონდომება არც ერთ ფეხბურთელს არ დაეწუნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით, ანგარიში გავათანაბრეთ და დავწინაურდით კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ.

რაც შეეხება კაშიას ცვლილებას, მას სანაკრებო და საკლუბო დონეზე ბევრი თამაში უწევს და

თავად მთხოვა გამოცვლა".

- საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 26 /
ბატონი ვაისი ბელარუსთან მატჩით კმაყოფილია! -SOS!!
ezra
23:11 17-11-2017
0
მაკარიძე- კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ქიმაძე ან შერგელაშვილი შუაში კვერკვე ანუ 5 მცველი- აბურჯანია , ანანიძე, ოქრი , არაბიძე და კაჭარავა. ესაა ოპტიმალური შემადგენლობა. დანარჩენი ზამენა და გამოჩნდება. ებრალიძე და ჭანტურიშვილი ნაკრებშიი
ვასო
22:58 14-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული