azerisport.com საქართველოს ნაკრებზე: რა არის საოცნებო აზერბაიჯანელი ფანებისთვის

AutoSharing Option
აზერბაიჯანული გამოცემა Azerisport.com ერთა ლიგაზე სავარაუდო მომავალ მეტოქეებს აფასებს. მათ შორისაა საქართველო. აი, რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა:

"საქართველოს ეროვნული ნაკრები და ქართული ფეხბურთი აზერბაიჯანელ გულშემატკივრებში დიდი სიმპათიით სარგებლობს. ეს შემთხვევითი არ არის, ძალიან ბევრ ადგილობრივ გულშემატკივარს სურს, რომ რომელიმე შესარჩევში აზერბაიჯანის ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდეს.

გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ნაკრებს თითქმის ყველა მატჩში ერთი გოლი მაინც გააქვს და საშუალოდ ციკლს 12-16 გოლით ასრულებს, რაც ჩვენი ფანებისთვის საოცნებოა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი ციკლი მე-5 ადგილზე დაასრულა, მათ ძალიან
კარგი ფეხბურთი ითამაშეს.

გუნდის ლიდერია ჯაბა კანკავა, რომელიც აგრეთვე კაპიტანია და ცოტა ხნის წინ უკლუბოდ დარჩა. მიუხედავად ამისა, ის ყველა მატჩში იღებს მონაწილეობას. ასევე გამოსარჩევი ფეხბურთელებია გურამ კაშია, გიორგი ლორია და დავით ხოჭოლავა", - წერს აზერბაიჯანული ვებგვერდი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რაო?12- 16 გოლიო?მაგდენი კარშიც არ დაგვირტყავს.
სოსო
09 დეკემბერი 2017 19:53
0
ტონკად კაი იყო
tonkad
29 ნოემბერი 2017 08:46
0
კანკავა,კაშია,ლორია,ხოჭოლავა,ესაკია..... ვგულაობთ კალოჩე
არ წაშალო
29 ნოემბერი 2017 08:23
1
კვერკვრლია,ქვილითაია,გვილია ???
კალოჩე
08 დეკემბერი 2017 12:48
0
ტონკად გვეკაიფებიან
Sako
28 ნოემბერი 2017 23:39
0
წინ არიან აბა რა ...ყარაბაღი ლიგაზე რომ თამაშობს მანდ ლაპარაკი დამთავრებულია!
ჟორა
28 ნოემბერი 2017 21:36
1
დაგვცინიან :((
ნიკა
28 ნოემბერი 2017 21:00
1
სამწუხაროდ ჩვენთვის აზერბაიჯანელები ჩვენზე წინ არიან დღეს ფეხბურთში,რადგან აზერბაიჯანული კლუბები ბოლო წლებია რეგულარულად ხვდებიან ევროპა ლიგის ჯგუფში,ხოლო წელს უკვე მაგათი კლუბი გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება იმ ჯგუფიში იმ გუნდების ქონზე რომლებიც არიან ჯგუფში.
ხოლო ჩვენი კლუბი ბოლოს 11 წლის წინ მოხვდა ევროპა ლიგის ჯგუფში პირველად და უკანასკნელად (დამოკიდებელი საქართველოს ისტორიაში) და ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უთამაშია. აქედან გამომდინარე ჩვენზე წინ არიან ჩვენზე მაღალი დონე აქვთ სამაგალითოა საქართველოსთვის დღეს აზერბაიჯანი.
gio
28 ნოემბერი 2017 18:44
5
ეგენი აზრზე არ არიან, ანანიძე და ოქრიაშვილი არც უხსენებიათ :)
sormona
28 ნოემბერი 2017 18:24
2
აზერბაიჯანი კი არა, გერმანია, ესპანეთი და ამდაგვარი ქვეყნები უნდა გვაქებდნენ
mtieli
28 ნოემბერი 2017 14:50
3
რატომ ევროპა,ჩვენ ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ ბრაზილიაც უნდა გვაქებდეს არგენტინა აგარაა აქ მოსატანი
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
28 ნოემბერი 2017 18:39
0
იყო დრო ტოპ კლუბებს ეშინოდათ "დინამოსთან" თამაში
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
28 ნოემბერი 2017 15:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული