ვლადიმირ ვაისი მოსკოვურ ვიზიტზე: მიხარია ჯანოს გამოჯანმრთელება

AutoSharing Option
რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც "ლოკომოტივისა" და "სპარტაკის" შეხვედრას დაესწრო.

როგორც მატჩის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სლოვაკი სპეციალისტი მოსკოვში საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის თამაშის საყურებლად ჩავიდა.

"აქ საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის თამაშის სანახავად ჩამოვედი. მოხარული ვარ, რომ საბამ კარგად ითამაშა და ასევე ძალიან მიხარია ჯანოს გამოჯანმრთელება.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შესანიშნავ სტადიონზე ძალიან კარგი დერბი შედგა. ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ორივე მწვრთნელი ძალიან ფრთხილობდა", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კვირკველიას რათ უნდა ადგილზე დაკვირვება ამაში ფულის ხარჯვა უაზრობაა . ამას სჯობს ეროვნული ლიგის თამაშებს დაესწროს და რაიმე ახალი იქნებ აღმოაჩინოს. მადრიდში წავა ალბათ რომ დააკვირდეს საბას თამაშს ატლეტიკოსთან იქ უკეთესად იგულავებს.
kika
11:33 06-03-2018
5
გაიგულავა ბიჭმა მოსკოვში.
ალბათ ცოლშვილიც წაიყვანა, მოსკოვი და კრემლი აჩვენა, ჩვენი ხალხის ბიუჯეტის ხარჯზე
lashamax
10:30 08-03-2018
19
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული