ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა "ჯვაროსნების" ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე კომენტარი Metaratings-თან გააკეთა:

"რა თქმა უნდა, მატჩს ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შესანიშნავი შედეგია! კარგმა მწვრთნელმა ჩემ შემდეგ მაღალი დონის სამუშაო ჩაატარა. ბოლო 10 წელიწადში წარმოუდგენელ გულშემატკივრებთან ერთად საქართველოში ფეხბურთი განვითარდა. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, შესანიშნავი მეკარე და კარგი გუნდი.

როგორ შეიცვალა ნაკრები ჩემი წასვლის შემდეგ? ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც შანსი მივეცი, უკვე გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და
ხარისხი აქვს. შეიცვალა სტილი, ადრე დაცვიდან ვთამაშობდით, სწრაფ კონტრშეტევებზე, ჭკვიანურ ფეხბურთს.

სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ვერ შევძელით და მიხარია, რომ ისტორია არ განმეორდა. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული მატჩი იყო. მე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად გახარებული ვარ".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ამ კაცის დამსახურებაც არის ეურო 2024 ზე გასვლა მადლობა მას და ვულოცავ სლოვაკეთის ჩემპიონობას .
gio9
10:44 14-04-2024
0
დიდი მადლობა ბატონ ვაისს გიორგი ჩაკვეტაძის შენარჩუნებისათვის !!!
გიორგი
00:25 29-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული