დავით ხოჭოლავას საქართველოს ნაკრებში ლაშა დვალი შეცვლის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის 19 მარტიდან ემზადება. თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე, დღეს ეროვნულმა გუნდმა 22 ფეხბურთელით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა გამოაკლდა და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს უახლოეს ვარჯიშზე, პოლონური „პოგონის“ მცველი ლაშა დვალი შეუერთდება.

22 მარტს, 17.30 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი სასტუმრო „ჰუალინგში“ პრესკონფერენციას გამართავს. 19 საათზე, ეროვნული გუნდი თბილისში მდებარე, ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშებს. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელი პროცესის გადაღება საწყისი 15 წუთის
განმავლობაში შეეძლებათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემდგენლობა ამხანაგურ მატჩებში

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

ამხანაგური მატჩების განრიგი

24 მარტი
საქართველო-ლიტვა

27 მარტი
საქართველო-ესტონეთი

ორივე ამხანაგური თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემი აზრით ჩაკვეტაძე ახალგაზრდულს უფრო ჭირდებოდა ვიდრე მთავარ ნაკრებს, წარმატებები გიორგის
roma
21 მარტი 2018 18:36
0
Achi კვირკველია რატო ამოაგდე სიიდან?ჩასვი რა ძმურად ნუ დაგვღუპავ
RANGER
21 მარტი 2018 12:10
0
საქართველოს ნაკრები ჯანოს გარეშე და ჯანოსთან ერთად სხვადასხვა გუნდია.ყაზაიშვილმა რაც გააკეთა ახლაც არ ამომდის თვალებიდან (ჯანოს რომ არ მიცა პასი) და თუ კი იგივეს გაიმეორებს მისი ადგილი არაა ნაკრებში..
RANGER
21 მარტი 2018 12:07
1
უთამაშებელი ჯანო ჯობია მაგათ ყველას ერთად აღებულს,პასის მიცემა და დარტყმა მარტო მაგას შეუძლია სამწუხაროდ..ყაზაიშვილი არაა ფეხბურთელი..გვილიამ მოუმატა მშრომელი ბიჭია და დარწმუნებული ვარ კარგად ითამაშებს..მაჭარავას ქვილითაიას დაყენება აჯობებს.ჯანომ მეორე ტაიმი უნდა ითამაშოს ალბათ ასე ჯობია პირველ თამაშში..
RANGER
21 მარტი 2018 11:58
0
achi, კვირკველია არა? თუმცა ბოლო თამაშები, რაც ვნახე კვირკველიას შესრულებით "ატლეტიკოსთან", ვერ ვიტყვი რომ მომეწონა. მთელი ლოკომოტივი იყო აჭრილი და მათ შორის საბაც. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყოს საბამ ატლეტიკოსთან ჯახი. მე ის ნაკრების მთავარ ბურჯად მიმაჩნია კაშიასთან ერთად.
koka
21 მარტი 2018 11:09
1
1.გიორგი ლორია,2.ოთარ კაკაბაძე,3.ლაშა შერგელაშვილი,4.გურამ კაშია,5.ლაშა დვალი,6.ვაკო გვილია.7.ნიკა კვეკვესკირი,8.გიორგი აბურჯანია,9.ვაკო ყაზაიშვილი 10.გიორგი ჩაკვეტაძე,11.ნიკა კაჭარავა. (ამ ფეხბურთელებს აქვთ სათამაშო დრო თავიანთ კლუბებში) ჯანოს არ დავაყენებდი იმიტომ რომ უთამაშებელია. ჩაკვეტაძე რომელიც რეგულარულად თამაშობს და თან კარგად მაგას მოვსინჯავდი, ოქრიაშვილი კი დზაან დაგვაკლდა იმედია მალე გამოჯამრთელდება.
achi
21 მარტი 2018 10:20
1
კვირკველიას რას ერჩი ? :D
ლაშა
21 მარტი 2018 10:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული