ლაშა დვალი: ეს მთელი ქვეყნისთვის ზეიმი უნდა იყოს

AutoSharing Option
გერმანიაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშის წინ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა გააკეთა:

"ორი კვირაა ვემზადებით. პირადად ჩემთვის, საკლუბო სეზონი შედარებით ადრე დასრულდა და მომზადება ინდივიდუალურად დავიწყე. თავს კარგად ვგრძნობ და ახლოს ვარ ოპტიმალურ ფორმასთან. დაგვრჩა კიდევ რამდენიმე ვარჯიში, სადაც ფიზიკურ კონდიციებს გავიუმჯობესებთ.

სასიხარულოა ასეთ დიდ ტურნირზე ყოფნა. დღეს ღია ვარჯიში გვაქვს, სადაც გულშემატკივარი გაგვამხნევებს და ეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატზე ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს გასატარებელი. ეს უნდა იყოს ზეიმი მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ
ჩვენი ქვეყანა".

altდიდი აჟიოტაჟი - საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში სავსე სტადიონზე ივარჯიშა

alt"ტყუპისცალები" - კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძეს ამ საქმის დაგვირგვინება სურს" - იტალიური მედია

altკობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს

altCalcioMercato: ტალანტებით განებივრებული სანიოლი - რა აკლია საქართველოს ნაკრებს?

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან შტამბეჭდავად და იმედისმომცევად შემოვიდა ლაშა ფეხბურთში, მაგრამ ტრავმებმა აურია კარიერა. მცველია და ღვინობის დრო უდგას. ეს ჩემპიონატი ყოფილიყოს მისი თამაშის გადატვირთვის საწყისი. ყოველი თამაში მოგებისთვის!!!
გიორგი
17:34 13-06-2024
1
ბიჭებს რა უნდა ვუსურვოთ? რასაკვირველია პირველ რიგში წარმატება და მეორეც და მთავარი, ყველა გუნდთან უნდა გამოხვიდეთ ამაყად, რო არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ ხართ! თვითრწმენაზე მაგარი არაფერია! თქვენს შესაძლებლობაში და პოტენციალში ეჭვი რო მეპარებოდეს, ამ კომენტარს არც დაგიწერდით! აბა თქვენ იცით, ყველაფერი თქვენს ხელშია!
გია
10:29 13-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული