გიორგი ჩაკვეტაძე: ერთა ლიგაზე ჯგუფში თამაში ყველასთან შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ლიტვასთან და ესტონეთთან  ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩებზე ისაუბრა.

- ნაკრებში საუკეთესო შემადგენლობა შეიკრიბა. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება. ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ.

ჩვენთვის ეს კარგი მატჩები იქნება და იმედია ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ. ეს მატჩები ერთა ლიგისთვის უნდა გამოგვადგეს. მოტივირებული ვარ და მთავარ მწვრთნელს დიდ მადლობას ვუხდი ნდობისთვის.

ჩემი აზრით ერთა ლიგის ჯგუფში გამორჩეული ნაკრები არ გვყავს და თამაში ყველასთან შეგვიძლია, საქართველოს ნაკრები
ამ ტურნირზე ფავორიტია.

რაც შემეხება მე, "გენტში" თავს კარგად ვგრძნობ, ჯერჯერობით ვრჩები ამ კლუბში და მომავალში ვნახოთ რა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნამდვილად კარგი ბიჭია და ასაკი აქ არაფერ შუაშია, თუა მზად , მერე რა, იყოს 18 წლის და ითამაშოს. ეხლა გამოჩნდება რა შეუძლია მას რეალურად. წესით ფორმაში უნდა იყოს, რადგან გუნდში, 100 პროცენტიანი არა მაგრამ გარკვეული პრაქტიკა ნამდვილად აქვს, სტატისტიკაც ამ ფონზე კარგიაქვს. ნაკრებში თამაში კი ძირითადში დამკვიდრებასა და კარგ გუნდში ტრანსფერისათვის დაეხმარება. ასეთი შანსი არაბიძესაც უნდა მისცემოდა, და რომ მას ნაკრებში ერთი ორი თამაში ჩაეტარებია, დღეს კარგ გუნდში იქნებოდა და არა დუბლებში, რაც მასაც წაადგებოდა და ნაკრებსაც, მაგრამ ეტყობა მას მართლაც რთული ხასიათი აქვს, მამაც ვერაა როგორც ჩანს დონეზე, და ახალგაზრდამ ცოტა ლაპარაკს უნდა დაუკვირდე და ურთიერთობა ისწავლო, ეს მშობელმა უნდა უზრუნველყო. მე ვარ და ჩემი ნაბადი არა. ვნახოთ, ეხლა მაგან თავი უნდა გადადოს და ამ ორ თამაშში აჩვენოს მისი შესაძლებლობები . დაკარგული არაფერი არაა. უფრო მეტად ნავალოვსკის პოზიციაა გასაძლიერებელი და ალბათ აქ ამ ამხანაგურებში ვნახავთ სიახლეს. საინტერესოა ჭანტურიშვილი, სხირტლაძე, ებრალიძის ნახვა ნაკრებში, რადგან მათ ძალიან კარგი სტატისტიკა აქვთ, და შემდეგ ჯერზე, მაგათაც ვნახავთ ალბათ. სხვა წარმატებები და მოგებები მინდა გისურვოთ
vaso
11:49 23-03-2018
1
ძირითადში დაყენება ჩაკვეტაძის მემგონი უკავშირდება მის მომავალ კლუბებს. ჯერ უბრალოდ ძალიან ახალგაზრდაა,ტორემ ძალიან კარგი მონაცემების ყმაწვილია.იმედია ვაისი თავის მეგობარ რაიოლას დახმარებით გიორგის სამომავლო კარიერის აწყობაში დაეხმარება!
kika
11:06 23-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული