გიორგი ჩაკვეტაძე: ერთა ლიგაზე ჯგუფში თამაში ყველასთან შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ლიტვასთან და ესტონეთთან  ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩებზე ისაუბრა.

- ნაკრებში საუკეთესო შემადგენლობა შეიკრიბა. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება. ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ.

ჩვენთვის ეს კარგი მატჩები იქნება და იმედია ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ. ეს მატჩები ერთა ლიგისთვის უნდა გამოგვადგეს. მოტივირებული ვარ და მთავარ მწვრთნელს დიდ მადლობას ვუხდი ნდობისთვის.

ჩემი აზრით ერთა ლიგის ჯგუფში გამორჩეული ნაკრები არ გვყავს და თამაში ყველასთან შეგვიძლია, საქართველოს ნაკრები
ამ ტურნირზე ფავორიტია.

რაც შემეხება მე, "გენტში" თავს კარგად ვგრძნობ, ჯერჯერობით ვრჩები ამ კლუბში და მომავალში ვნახოთ რა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან დიდ იმედის მომცემი ფეხბურთელია. ფაქტიურად ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ასეთი ფართო მონაცემების და აზროვნების ფეხბურთელი არ გვყოლია. ახლა მთავარია მხოლოდ ფინანსურ მდგომარეობას არ მიანიჭოს უპირატესობა კლუბების შერჩევისას და თანმიმდევრულად წარიმართოს მისი საფეხბურთო მომავალი. წარმატებები მას და მთლიანად ქართულ ფეხბურთს.
zaali
10:08 23-03-2018
1
დიდ წარმატებებს გისურვებ გიორგი, რაც მხოლოდ საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით მოდის მხოლოდ.
gizog
09:42 23-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული