- ნაკრებში საუკეთესო შემადგენლობა შეიკრიბა. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება. ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ.
ჩვენთვის ეს კარგი მატჩები იქნება და იმედია ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ. ეს მატჩები ერთა ლიგისთვის უნდა გამოგვადგეს. მოტივირებული ვარ და მთავარ მწვრთნელს დიდ მადლობას ვუხდი ნდობისთვის.
ჩემი აზრით ერთა ლიგის ჯგუფში გამორჩეული ნაკრები არ გვყავს და თამაში ყველასთან შეგვიძლია, საქართველოს ნაკრები
რაც შემეხება მე, "გენტში" თავს კარგად ვგრძნობ, ჯერჯერობით ვრჩები ამ კლუბში და მომავალში ვნახოთ რა იქნება.