ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კიტეიშვილის კაპიტნობით "შტურმმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, მეორე სათამაშო დღეს ორი მატჩი ჩატარდა.

„შტურმმა“, რომელიც აქამდე უქულოდ იყო, საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: flashscore 7.0, sofascore 6.8, whoscored 6.6. გრაცული გუნდი ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს გასვლაზე „ლილთან“ გამართავს.

„ცრვენა“ ზვეზდამ“ დებიუტში „შტუტგარტთან“ გოლი გაუშვა, მაგრამ შემდეგ ხუთი გაუტანა და პირველი ქულები მოიპოვა.

კლაგენფურტი. „28 ბლეკ არენა“
შტურმი - ჟირონა 1:0
გოლი: ბიერეტი (58)

ბელგრადი. „რაიკო მიტიჩი“
ცრვენა ზვეზდა - შტუტგარტი 5:1
გოლები: 0:1
დემიროვიჩი (5), 1:1 მვუმპა (12), 2:1 კრუნიჩი (31), 3:1 ივანიჩი (65), 4:1 რადონიჩი (69), 5:1 რადონიჩი (88)

altდაუნდობელი "შტურმი" და კაპიტან კიტეიშვილის საგოლე გადაცემა

მკითხველის კომენტარები / 1 /
შტურმი საკუთარ მოედანზე არ თამაშობდა. არ ვიცი რა მიზეზით - გრაცში არ ჩატარებულა მატჩი. ავსტრიაში იყო, მაგრამ ნეიტრალურ მოედნად იყო მითითებული კლაგერფურტის სტადიონი.
დათო
07:53 28-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული