აშკარა და დაუჯერებელი - საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაიმარჯვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლიტვა 4:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში ახალ ეტაპს იწყებს და მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგა მხოლოდ 5 თვის შემდეგ იღებს სტარტს, ამ ტურნირისადმი ჯეროვნად მომზადების დაწყება აქედანვე აუცილებელია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვაისმა ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც უფრო შემტევი ეთქმის, ვიდრე დაცვითი (ახალგაზრდული ნაკრებისგან განსხვავებით), რაც ნამდვილად მისასალმებელია. ვარაუდობდნენ, რომ ძირითადში კვეკვესკირი იქნებოდა, მაგრამ "ჯვაროსნების" თავკაცმა გვილია ამჯობინა, ვინაც "ლუცერნში" ჩინებული დებიუტით გამოიჩინა თავი. შესაბამისად, ტაქტიკა 4-1-4-1 გახლდათ.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და
მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს, სადაც იერიშებში აქტიურად ერთვებოდა განაპირა მცველი კაკაბაძე. მე-6 წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო ანანიძემ და პაპუნაშვილმა შეცვალა, რომელსაც დრიბლინგი უფრო ეხერხება და თამაშში კარგად ჩაერთო.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მარჯვენა ფრთიდანაც დაიწყო მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა, სადაც ახალგაზრდა ჩაკვეტაძე აქტიურობდა. მე-15 წუთზე ნავალოვსკის პასით პაპუნაშვილმა ანგარიში გახსნა. მერე კაკაბაძის აწეულ ბურთზე ტანმაღალმა ქვილითაიამ მეორე სართულზე დაჯაბნა მეურვე და ულამაზესი გოლი გაიტანა. 31-ე წუთზე კი კაკაბაძის გადაცემული ბურთისთვის ბრძოლაში საჯარიმოში ქვილითაია წაიქცა, მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი და თერთმეტმეტრიანით ყაზაიშვილმა მესამედ დაამწუხრა სეტკუსი. მე-40 წუთზე ჩაკვეტაძემ გვილიას პასი მიიღო, მცველი მოატყუა და 4:0...

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველ ტაიმში მოიპოვა რა ოთხბურთიანი უპირატესობა, თამაში დააწყნარა და მატჩი მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას? დაძაბული თამაში არ გამოვიდა. კარგად წარმოაჩინეს თავი კაკაბაძემ, ჩაკვეტაძემ, ქვილითაიამ, პაპუნაშვილმა და საერთოდ, მთელმა გუნდი ქების ღირსია. ეს მოგება პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელი გახლდათ. ერთია მხოლოდ სათქმელი: ალბათ, სჯობდა ბალტიისპირელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ, რამეთუ ეს "ჯვაროსნებს" უფრო წაადგებოდათ. ყოველ შემთხვევაში, გამარჯვება და თანაც ასეთი ანგარიშით, ძალიან სასიხარულოა. მოკლედ, დასაწყისი კარგია, უკეთეს გაგრძელებას ველით.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
საქართველო - ლიტვა 4:0
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (31, პენ), 4:0 ჩაკვეტაძე (40)
საქართველო: ლორია, ნავალოვსკი, კაშია (დვალი 61), კვირკველია, კაკაბაძე, კანკავა (კვეკვესკირი 61), ანანიძე (პაპუნაშვილი 11), გვილია, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69), ყაზაიშვილი (მერებაშვილი 83), ქვილითაია (არაბული 73)

მთ. მწვრთნელი: ვაისი

ლიტვა: სეტკუსი, სლავიცკასი, კლიმავიჩიუსი, გიდრვაინისი, ბოროვსკი, ზულპა (ვორობიოვსი 46), ვერბიცკასი (პაულიუსი 81), ნოვიკოვასი (ლასიცკასი 60), ჩერნიხი (რომანოვსკი 81), სერნასი (ლაუკზემისი 72), ვალსკისი (კუკლისი 46)

მთ. მწვრთნელი: იანკაუსკასი
მკითხველის კომენტარები / 38 /
კომენტარებს რომ ვწერ რატომ არ დებთ სუყველას ცენზურას არასდროს ვარღვევ და ეგ წესია გულშემატკივრის კომმენტარს რომ არ აქვეყნებთ ნერვებს მიშლით ამ საიტის ადმინისტრაცია ვინც ჩემს კომენტარებს ბლოკავს
ტოტტი
25 მარტი 2018 01:39
3
აქ ხაზეინი რედაქციაა, :)
kote
25 მარტი 2018 02:51
2
ოფიციალურში სანამ ყაზახეთის ნაირ ნაკრებს ერთი თავით არ აჯობებენ იქამდე დავიცადოთ ქების მხრივ
Zorbegi
25 მარტი 2018 00:03
5
kote, ქებასა და ლანძღვას შორის მოთმინებაა.
ანდროიდი
25 მარტი 2018 15:29
0
ეგ ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ ლანძღვა გავაფრძელოთ?
kote
25 მარტი 2018 00:57
2
აი ესაა, უნდა გარისკო მწვრთნელმა და სიახლე შემოიტანო, ხომ დარწმუნდით ყ6ველა, რომ ასაკი არაფერ შუაშია?კაი ბიჭია და რაც მთავარია ტრამვისკენ არაა მიდრეკილი, მისი სახით ნაკრებმა ნახევარდაცვის ცენტრში ლიდერი შეიძინა, ქვილითაია რაღაცეებს აგვიანებს, ვაკოს მეტი მოეთხოვება, უფრო ძლიერ გუნდთან არ გამოჩნდება. გვილია ტიპიური ჩამშლელია და მის გვერდით აბურჯანიას დავაყენებდი, იგი კარგად შემოვიდა, საგრძნობლადააქვს მომატებული პაპუნაშვილს, იშრომა და საერთოდ ეს ესპანური ტრიო , აბუ, პაპუ და კაკაბა ნაკრების ძირითადი ხალხია, კანკავამ და კვირკველიამ იბრძოლეს. კვირკველიას საყურადღებოდ, ასე პადკატებით და ჩაწოლებით ხომ შეიძლება რამე იტკინო? ფეხზე თამაში სჯობს, პოზიცია უნდა სწორად შეარჩიო და ფორტხიალი არ დაგჭირდება. მერება , ჯიღაური და არაბული ამ ეტაპზე ნაკრებს ვერ აკმაყოფილებენ. დვალიც კარგია, თავდაჯერებულია და ბურთს კარგად ფლობს, რასაც კვირკველიაზე ვერ ვიტყვით, ნერვიულობა ეტყობოდა. ვისიამოვნე პაპუნაშვილი, ჩაკვეტაძე, კაკაბაძე, გვილია და დვალი, აბურჯანიას თამაშით, მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელები ბოლოს შემოვიდნენ, მარა მღვდელი ჭილოფში იცნობაო. ველი ტაბიძესა და კაჭარავას თამაშს. ჯაბა საჭირო კაცია. ნავალა ყოველთვის დაუზარელია, მაგრამ ძლიერებთან დირკაა და შემცვლელს საჭიროებს. ნუ უკეთესობა არის და წარმატებები. მადლობა ბიჭებს
vaso
24 მარტი 2018 22:18
1
შვილო არ გინდა ჩვენს გუნდში გათამაშო?მეკარე იქნები.-მეკარედ ვერ ვითამაშებ,ნახტომი არ მივარგა.მერე,შენც ისე ითამაშე,ნახტომი არ დაგჭირდეს.(კ/ფ ფეოლა)
ატლეტიკიდსთან განმეორებით თამაშში კვირკველია რუსმა მიმომხილველებმა ძალიან ცუდად შეაფასეს,არადა სხვებზე ცუდად ნამდვილად არ უთამაშია.ეს ბიჭი ისედაც არ იზოგავს ხოლმე თავს და ახლა თავის კლასსაც ამტკიცებდა.მართლა ისეთი თავგანწირვით თამაშობდა,თითქოს მსოფლიოს ფინალიაო.ნეტავი ყველა ასეთი გვყავდეს.რაც შეეხება თამაშს,რა თქმა უნდა თამაშით ვისიამოვნე,მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ.ოფიციალურ თამაშში,ასეთ სივრცეებს და დროს არავინ მოგცემს და სწორედ მჭიდრო თამაშში გვიჭირს ხოლმე ზუსტი და მწვავე პასის გაცემა მიღება,ზუსტი დარტყმა და ერთ შეხებიანი კომბინაციების გათამაშება.ჯანო სამწუხაროდ ეტყობა ისევ დიდი ხნით გამოგვაკლდა,მაგრამ ჩაკვეტაძეს ისე მოუმატებია,რომ იქნებ მის გარეშეც გავიდეთ ფონს,თან იმედია ოქრიც ჩადგება ფორმაში და იქნება ჯანომაც მოასწროს რეაბილიტაცია.
სოსო
25 მარტი 2018 20:34
0
დღეს აბურჯანიას თამაში იყო ნოლი
kote
25 მარტი 2018 00:55
4
საქართველოს ლიტვაშიც ჰყავს ლიტვა 4:0 დამარცხებული. თანაც ოფიციალურ მატჩში... ასე, რომ ჩემთვის დაუჯერებელი და საკვირველი არაფერი არ არის ამ გამარჯვებაში.
tngh
24 მარტი 2018 21:41
10
ეგ როდის იყო თუ გახსოვს? მაშინ კაი ნაკრები გვყავდა
bebeto
24 მარტი 2018 21:52
4
მეორე ტაიმი რას გავდა?
ანდრი
24 მარტი 2018 21:17
22
II ტაიმი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა იყოს I ტაიმის 4:0-ით მოგების შემდეგ.
tngh
25 მარტი 2018 11:33
1
მეორეც უკვე უსინდისობა იყო ამხანაგურში
ბაჩო
24 მარტი 2018 23:03
1
კიდევ იტყვით რაგბი ჩვენი თამაშიაო?
მოთავე
24 მარტი 2018 21:16
46
რაგბიც ჩვენი თამაშია, ფეხბურთიც ჩვენი თამაშია, კალათბურთიც ჩვენი თამაშია, ჭიდაობაც და კიდევ სპორტის სხვა სახეობებიც. ასეთი დასტერეოტიპებულები 80-იან წლებსიც არ ვიყავით, როცა არაფრის არჩევანი არ გვქონდა. მეგობრებო, გუშინ მაგრად ვისიამოვნეთ, უკვე მე-2 ბალტიისპირეთის გუნდს მოვუგეთ დიდი, შეიძლება ითქვას გამანადგურებელი ანგარიშით. მაგრამ განა ნაკლებად სასიამოვნო და საამაყოა, როცა ამარცხებ ესპანეთის, რუმინეთის, 70 მილიონიანი გერმანიის გუნდს გერმანიაში ანადგურებ. ჩვენ მცირე რიცხოვანი ერი ვართ, ამიტომ ქართული სპორტის გულშემატკივარი ქართული სპორტის ქომაგობაში მუდამ და ყველგან ერთად უნდა ვიდგეთ რა სახებაც უნდა იყოს. ასე მივაღწევთ ევროპისა და მსოფლიოს მოედნებზე დიდ გამარჯვებებს.
gizog
25 მარტი 2018 11:16
3
და ეგ რა შუაშია ერთი ჯიგრულად ჰააა? :-\
მიროსან
24 მარტი 2018 23:25
5
ყველა გამოხმაურება
კარგია, მოგება დამაჯერებლობას შეგვმატებს, ანანიძეს ჯანმრთელობას ვუსურვებ!
გულშემატკივარი
24 მარტი 2018 21:07
2
თავიანთ კაბინეტებში არაიან და შესაფერის დროს ელოდებიან
რექტორი
24 მარტი 2018 21:04
2
sevcdit cakvetadzeze profebi
ka
24 მარტი 2018 21:02
1
ზოგს სხვანაირად ახსოვს მაგრამ ვაისმა სსპანეთთან მოგების შემდეგ აშკარად ასე თქვა თუ თავიანთ გუნდებში ფეხბურთელები ითამაშებენ მაშინ ყველაფერი გამოვაო! აჰა ბატონო ითამაშეს და შედეგიც აშკარაა! არ მეგონა თუ ოდესმე ჩვენო ნაკრების თამაშით ვისიამოვნებდი მაგრამ დღეს სულ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი ასე გააგრძელეთ!
გენო
24 მარტი 2018 20:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული