BRAVO: საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესტონეთს 2:0-ს უგებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ესტონეთს ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი 2:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრების მიერ ლიტვის 4:0 დამარცხებამ ბევრი სასიამოვნოდ გააკვირვა, არაკეთილმოსურნეებმა კი თქვეს, რომ ეს მატჩი საეჭვო იყო. ეს რომ ასე არ გახლდათ, ესტონეთთან შეხვედრის დასაწყისმაც ნათლად გვაჩვენა, როდესაც გადახალისებულმა ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და ანგარიშიც გახსნა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მცველ ტაბიძეს მიუვიდა, გულზე მიიღო, კოხტად ჩამოიღო და მეერტისის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ამის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ იერიშების მიტანა "ჯვაროსნებს", კაჭარავამ გაუშვა კარგი შანსი ხელიდან, პაპუნაშვილმა მახვილი კუთხიდან ვერ მოახერხა
მეორე გოლის გატანა. სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და 23-ე წუთზე მაკარიძემ ბალტიისპირელთა თავდამსხმელის დარტყმული ბურთი მოიგერია.

35-ე წუთზე კი ყაზაიშვილმა ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც დიდხანს ემახსოვრება ფეხბურთის ქომაგს. მოკლედ, პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა დიდებულად ჩაატარა და ერთობ გაახარა გულშემატკივარი.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
საქართველო - ესტონეთი
გოლები: 1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35)

საქართველო: მაკარიძე, შერგელაშვილი, ტაბიძე, კვირკველია, კაკაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი, მერებაშვილი, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, კაჭარავა

მთ. მწვრთნელი: ვაისი

ესტონეთი: მეერტისი, ტენისტე, ტამი, მოროზოვი, კლავანი, პიკი, კუატი, ანტონოვი, ლეპისტუ, ზენიოვი, ანიერი

მთ. მწვრთნელი: რეიმი
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვლადიმერ შენ საქართველოსთვის დიდი ისტორიის დაწერა შეგიძლია და თუ შენ ის მოახერხე რასაც ჩვენი ეროვნული ნაკრები და მისი დასევდიანებული გულშემატკივრები დიდი ხანია ამაოდ ველით შენ ჩვენი ქვეყნისთვის ის ადამიანი გახდები რომელსაც წლები და შეიძლება ითქვას ეპოქები ვერ შეცვლის შენ უფლება არა გაქ გვიღალატო ევროპის მომავალ ჩემპიონატზე წითელ ჯვრიანი ფორმა უნდა ვიხილოთ ამის პირობას შენი დამოძღვრილი ჩვენი ნაკრების ბოლო თამაშები გვაძლევს მიუღწეველი ცხოვრებაში არაფერია და ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ ახდება
Sj Daybnost
20:06 27-03-2018
2
მარცხნივ ერთ თამაშში არ შეიძლება ქიმაძე რომ მოსინჯოთ?
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული